ქართული კლუბები მცირე ბიუჯეტს იმიტომ აფიქსირებენ, რომ ნაკლები გადასახადი გადაიხადონ
ცნობილი "მალიორკა" ევროპის ლიგის წლევანდელ გათამაშებაზე არ დაუშვეს – ესპანურმა კლუბმა უეფას ლიცენზირების მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. 2010 წლის მაისში დამტკიცებული ახალი დებულება კლუბში ფინანსური "ფეარ-პლეის" პრინციპის გამკაცრებას ითვალისწინებს. ერთ-ერთი უმთავარესი მოთხოვნა არაწამგებიანობა ანუ თვითგამოსყიდვის პრინციპია - კლუბი საფეხბურთო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე მეტს არ უნდა ხარჯავდეს. "მალიორკა" კი უეფას პირველი მსხვერპლი აღმოჩნდა. უეფას კომისიამ დაადგინა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბზე ლიცენზია უსაფუძვლოდ გასცა და პასუხიც მას მოსთხოვა.

"მალიორკასთან" დაკავშირებული ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა. ვფიქრობთ, ეს ქართული კლუბებისთვის ერთგვარი მესიჯია, რომ კლუბების გამო, სფფ-ს უეფასგან საყვედურის მიღება არ სურს და ლიცენზირებას მკაცრი კრიტერიუმით აპირებს.

საქართველოში კლუბების ფინანსური საქმიანობის გაუმჭირვალობა მრავალი მიზეზით აიხსნება. მწირი ბიუჯეტი ხელფას-პრემიებს ძლივს წვდება. კლუბები მცირე ბიუჯეტს იმიტომ აფიქსირებენ, რომ ნაკლები გადასახადი გადაიხადონ.

ლიცენზირების სხვა პირობებიც არ სრულდება, თვალის დახუჭვამ კი ქართულ კლუბებს დათვური სამსახური გაუწია – ლიცენზირების ევროპულ სტანდარტს სრულად ვერც ერთი კლუბი ვერ აკმაყოფილებს.

ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2010/11 წლების სეზონში უეფას საკლუბო ტურნირებსა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ლიცენზია ათიდან ოთხმა კლუბმა მიიღო: "ვიტ ჯორჯიამ", "დინამომ", "ოლიმპმა" და "ზესტაფონმა".

მხოლოდ უმაღლესში გამოსვლის ლიცენზია მიანიჭეს ბოლნისის "სიონს", ზუგდიდი, "ბაიას", ცხინვალის "სპარტაკს", ფოთის "კოლხეთს" და ქუთაისის "ტორპედოს", "სამტრედიას" კი უარი ეთქვა. აღსანიშნავია, რომ უმაღლესის ლიცენზიას პირველ ლიგაში გავარდნილი თბილისის "ლოკომოტივი" და "გაგრა", აგრეთვე მარტვილის "მერანი" ფლობენ. ანუ, ზემოთ დასახელებული ოთხეულის გარდა, ევროსაგზური სხვა რომელიმე კლუბმა რომ მოიპოვოს, უეფა გათამაშებაში მაინც არ დაუშვებს.

სამწუხაროდ, წლევანდელ სეზონში უეფას მატჩების მასპინძლობის უფლების მქონე სტადიონების ჩამოანათვალს, საქართველოში ახალი არენა არ შემატებია. მათი რაოდენობაც მეტისმეტად მცირეა – სულ რაღაც ოთხ სტადიონზე შეიძლება ევროპელებს ვუმასპინძლოთ, თუმცა, ხუთვარსკვლავიანი არც ერთი არაა: მათგან სამი მე-2 კატეგორიისა, ერთიც მე-3 კატეგორიის. თუმცა, ვფიქრობთ, წლევანდელ ციკლში საკლუბო და სტადიონის ლიცენზიას "ტორპედოც" მიიღებს.

ეროვნული ჩემპიონატისთვის დაშვებულია 10 სტადიონი, უმაღლესი ლიგის მატჩების ჩასატარებლად საჭირო მინიმალურ მოთხოვნებს მხოლოდ ხუთი აკმაყოფილებს - ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული, რუსთავის "ფოლადი", ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი, "მიხეილ მესხი" და ქუთაისის "ტორპედოს" არენა. დანარჩენის მიმართ სერიოზული პრეტენზიებია.

ასე რომ, ქართულ ფეხბურთში ცალსახად კატასტროფული მდგომარეობაა. არასახარბიელო სპორტული შედეგები ადასტურებს, რომ საკლუბო ლიცენზირების საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შეუსრულებელი პუნქტები კლუბებს გამართულ მუშაობაში ხელს უშლის. გასულ სეზონში პროგრამით დაგეგმილი ყველა ღონისძიება სრულად ვერ განხორციელდა და წლეულს უნდა დასრულდეს.

ლიცენზირების მორიგი ეტაპი 26 ოქტომბერს დაიწყო. "ლოკომოტივის" სტადიონზე ფედერაციის საკლუბო ლიცენზირების განყოფილების ხელმძღვანელი ბაქარ ჟორდანია უმაღლესი და პირველ ლიგების წარმომადგენლებს შეხვდა.

ბაქარ ჟორდანია: - წელს განსაკუთრებული ყურადღება კლუბების ფინანსური საქმიანობას და ლიცენზირების მოთხოვნების რეალურად შესრულებას მიექცევა. ფერდაციაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია ფორმალობად არ უნდა დარჩეს. 26 ოქტომბრის შეხვედრაზე კლუბებს უეფას გამკაცრებული მოთხოვნები გავაცანით. სიახლეა ისიც, რომ მალე კლუბის შტატებს უნდა დაემატოს ტრანსფერებზე პასუხისმგებელი და გულშემატკივრებთან მეკავშირე პირი. ეს პუნქტი ძალაში 2011 წლიდან შედის, მაგრამ თადარიგი დღეიდან უნდა დავიჭიროთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გამჭირვალეობის პუნქტია. თავდაპირველად ეს მხოლოდ ევროტურნირებზე გასულ კლუბებს შეეხება. კლუბებმა ხელფასები და ყველა სხვა ფინანსური ვალდებულება დროულად უნდა გაისტუმრონ. ბევრი კლუბი მოთხოვნებს ლიცენზირების მოახლოებისას ასრულებდა. ჩვენი კომისიის კომპეტენციაში არ შედიოდა იმის დადგენა, კლუბში მთელი წლის განმავლობაში რა ხდებოდა. არადა, ვალდებულებებს ბევრგან დროულად არ ასრულებდნენ. მსგავსი პრეცედენტის გამოსარიცხად, უეფა ფინანსურ მონიტორინგს წელიწადში ორჯერ ითხოვს. ეს იმიტომ, რომ კლუბი საფეხბურთო საქმიანობით მიღებული შემოსავლით უნდა არსებობდეს და მხოლოდ დამფინანსებლის იმედად არ იყოს.

- მაგრამ, ორიოდე კლუბის გარდა, ფეხბურთიდან შემოსავალი არავის გააჩნია და უნდა დავშალოთ?!

- ეს საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პუნქტია, კლუბები წამგებიანია და დამფინანსებლის გარეშე, ბევრი გუნდი ჩაკვდება. ამიტომ, პროცესი სამ წელიწადზე გაიჭიმება. საქართველო ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია მსოფლიოში, სადაც ბიუჯეტის 80 პროცენტი ფეხბურთელთა ხელფას-პრემიას ხმარდება, როდესაც ევროპაში იგივე მაჩვენებელი 40-50 პროცენტს თუ აღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან არასასურველი ვითარებაა.

- ლიცენზირების პასუხი როდის გახდება ცნობილი?

- მუშაობა დაწყებულია და კლუბებმა იციან, რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ. საბოლოო დასკვნები 31 მაისს გვეცოდინება.

... მარტივად რომ ვთქვათ, კლუბებმა უნდა დასახელონ ბიუჯეტი, გაცემული ხარჯები (ხელფასების, პრემიების, საკონტრაქტო თანხების, სტადიონის არენდისა და შეკრებაზე დახარჯული სახსრების ოდენობა და ა.შ). კლუბებს აღარ ექნებათ სახელმწიფო სტრუქტურებიდან თანხის მიღების უფლება, რადგან ეს შემოსავალი კი არა, დახმარებაა. არადა, დახმარების გარეშე, როგორ იარსებებენ ჩვენი კლუბები? ვითარება სპონსორის შემწეობითაც არ შეიცვლება, რადგან ჯერ ქართული ფეხბურთი მომგებიანი არაა - კერძო მეპატრონე თანხას ჩადებს, მოგება კი არ ექნება.

ვფიქრობთ, ეს ისეთ მნიშვნელოვან საზრუნავია, რომელის გამოც საფეხბურთო საზოგადოების შეკრება და რიგგარეშე ყრილობის გამართვა ღირს – სხვაგვარად უეფას ტურნირებში მონაწილეობის უფლებას ახლა თუ არა, სამი წლის შემდეგ მაინც დავკარგავთ. სამი წლის შემდგომ ფეხბურთს კი საფუძველი ხვალვე უნდა ჩავუყაროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა