ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ალექსანდრე ჩივაძე: ნაკრებს მიღმა არავინ დარჩება

ალექსანდრე ჩივაძე: ნაკრებს მიღმა არავინ დარჩება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი გუნდის ავსტრიული შეკრებით კმაყოფილი დარჩა
ათდღიანი ავსტრიული შეკრება დაასრულა და შინ დაბრუნდა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები. ჩვენმა ახალგაზრდებმა ავსტრიაში სამი ამხანაგური შეხვედრა გამართეს - ალბანეთთან 2:0, აზერბაიჯანთან 1:1 და მალაიზიასთან 7:1.

შესარჩევი ეტაპი ალექსანდრე ჩივაძის გუნდს სექტემბრიდან დაეწყება, სადაც ჩვენებურთა მეტოქეები ჰოლანდია, შოტლანდია, სლოვაკეთი და ლუქსემბურგი იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ჯგუფში ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა - 25 მარტს შოტლანდიამ შინ ლუქსემბურგი დაამარცხა - 3:0. 11 ივნისს კი ლუქსემბურგი სლოვაკეთს მიიღებს.

ჩივაძეს 28 მარტს შევხვდით და ავსტრიულ შეკრებაზე ჩამოვუგდეთ სიტყვა.

- ნებისმიერი შეკრების დროს ასეა - ამხანაგური შეხვედრები რა შედეგითაც უნდა დასრულდეს, მაინც სასარგებლოა, რადგან ანალიზის საშუალებას გაძლევს.

ავსტრიული შეკრებისთვის ოცი ფეხბურთელი გამოვიძახეთ. სამწუხაროდ, თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმის გამო ვერ მოახერხა ჩამოსვლა. შეკრებაზე დაშავდნენ დათო კირკიტაძე და კახა მეშველიანი, რომლების მაგივრადაც "დინამო თბილისის" მეკარეს, ლევან ტყეშელაშვილს ვუხმეთ.

საქმეში ყველა ფეხბურთელი ვნახეთ და საერთო ჯამში კმაყოფილი დავრჩი.

- დამდეგ შესარჩევ ციკლში 1992 წელს დაბადებულებს და მათზე უმცროსებს აქვთ თამაშის უფლება. ისე ჩანს, რომ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე "ახალგაზრდა" გუნდი იქნება ამ შესარჩევ ეტაპზე...

- წინა შესარჩევი ეტაპის ბოლოს ჩავიბარე გუნდი. ჯგუფიდან გასვლის შანსი უკვე გადაწურული იყო, ამიტომ აქცენტი იმ ფეხბურთელებზე ავიღეთ, რომელთაც მომდევნო შესარჩევში თამაშის უფლება ექნებოდათ. ამის გამო ჩვენს ფეხბურთელებს მეტწილად მათზე უფროსებთან უწევდათ თამაში, ავსტრიაში კი უკვე თანატოლებს გაეჯიბრნენ.

სწორად შენიშნეთ, ამ შეკრებაზე 1993 წელს დაბადებული ათი ფეხბურთელი წავიყვანეთ და ვფიქრობ, სწორი გეზი გვაქვს აღებული.

- ავსტრიაში ახალწვეულებიც გყავდათ - რა შთაბეჭდილება დატოვეს მათ?

- უნგრული "დიორის" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია პირველად იყო მოწვეული ახალგაზრდულ ნაკრებში და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ნაკრებში პირველად გამოვიძახე ქუთაისის "ტორპედოს" ნახევარმცველი მერაბ გიგაური და მისი თამაშითაც კმაყოფილი დავრჩი - ორივე ფეხბურთელი 1993 წელსაა დაბადებული.

- რა ტაქტიკური სქემით ათამაშებდით გუნდს ავსტრიაში გამართულ შეხვედრებში?

- მეტწილად 4-3-3 განლაგებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შესარჩევში პირველი ორი შეხვედრა სტუმრად გვაქვს - 5 სექტემბერს ლუქსემბურგთან და 9 სექტემბერს სლოვაკეთთან. საკვალიფიკაციო რაუნდამდე კიდევ ერთი შეკრების გამართვა ვერ ხერხდება, 14 აგვისტოს კი ლატვიასთან ვითამაშებთ ამხანაგურ მატჩს.

- შეიძლება ითქვას, რომ შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე სასელექციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია?

- ნაკრების ყველა წევრისა და კანდიდატის თამაშს დავესწრები, ახალი ფეხბურთელების მოძიებასაც გავაგრძელებთ. მე და თემურ ქეცბაია საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ამასწინანდელ შეხვედრას დავესწარით სერბეთთან. მაისში საქართველოს 19-წლამდელებს ბელგიაში რომ ექნებათ ელიტრაუნდი, იქაც ჩავალ.

რა თქმა უნდა, ლეგიონერების გამოსვლაც არ დაგვრჩება უყურადღებოდ. არ მინდა, რომ რომელიმე საინტერესო ფეხბურთელი დარჩეს ნაკრებს მიღმა. ამ დროისთვის ჩვენი თვალთახედვის არეში 45 ფეხბურთელია.

- საერთო ჯამში, რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის ბირთვით? ფეხბურთელთა სათანადო კონტინგენტის გარეშე ხომ მნიშვნელოვან წარმატებაზე ფიქრიც ზედმეტია...

- იმედი მაქვს, რომ საქართველოს 21-წლამდელი ფეხბურთელები გაითავისებენ მოთხოვნებს - ერთია კლუბში თამაში, ნაკრების დონე კი სულ სხვა არის.

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პირველმა ნაკრებმა კარგი შევსება მიიღოს ახალგაზრდული ნაკრებიდან. ავსტრიული შეკრების ბოლო მატჩისთვის ჩვენთან ქეცბაია ჩამოვიდა, დაესწრო შეხვედრას და ფეხბურთელებსაც ესაუბრა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მალაიზიას გადაურბინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აზერბაიჯანთან ფრეს დასჯერდა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრია მოგებით დაიწყო

ალექსანდრე ჩივაძე: ფეხბურთი შემოქმედი კაცის საქმეა

• ქართველი

23 ფეხბურთელი უნდა გამოეძახებინა 20 გამოიძახა, შემდეგ სამმა ტრამვა მიიღო და მათ შემცვლელად 1.... ზესტაფონიდან გრიგალაშვილები, ზუგდიდიდან აფაქიძე სიხარულია და კიდევ რავი რამდენი დატოვა გარეთ, როცა თავისუფლად შეეძლო 18 ის ნაცვლად 23 წაეყვანა. არც კი ვიცი ასეთ საქციელს რა უნდა დაარქვა კაცმა !!!

• sss

ეხლა უნდა შეკრიბო ის ბიჭები ვინც დატოვა თბილისში და ათამაშო მაგის გუნდთან,მერე ნახავდით შედეგს

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

U19 | საქართველო 2:2 ლატვია

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა