გუშინ ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართა. დისციპლინარებმა 24 ოქტომბერს ფოთში "კოლხეთი"-"სიონის" მატჩის დამთავრების შემდეგ მომხდარი ინციდენტი განიხილეს...

გუშინ ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართა. დისციპლინარებმა 24 ოქტომბერს ფოთში "კოლხეთი"-"სიონის" მატჩის დამთავრების შემდეგ მომხდარი ინციდენტი განიხილეს. მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის, ფოთის ~კოლხეთის" თავდამსხმელი რეზო ჯიქია 500 ლარით და ორთამაშიანი დისკვალიფიკაციით დაჯარიმდა.

დისციპლინარების თქმით, მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივართა ჯგუფმა მსაჯებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურიც სცადეს. ამას გარდა, ეს ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში ხელს უშლიდა და შეურაცხყოფდა. ამ ყველაფრის გამო, ფოთის ~კოლხეთი" (რომელიც ვალდებული იყო მატჩის მონაწილეთა, მედიისა და მსაჯების უსაფრთხოება უზრუნველეყო) 5000 ლარით დაჯარიმდა, სტადიონს კი 2010-2011 წლების სეზონის ბოლომდე პირობითი დისკვალიფიკაცია მიეცა.

კომენტარი ფოთის ~კოლხეთის" პრეზიდენტ თემურ ბარქაიას ვთხოვეთ.

- დისციპლინარების გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებდით?

- ცხადია, სასჯელისთვის შემზადებული ვიყავით და სიმართლე ითქვას, ვიმსახურებდით კიდეც. თუმცა, მიმაჩნია, რომ მეტისმეტად მკაცრი გადაწყვეტილება მიიღეს.

- ფინანსურ სასჯელს გულისხმობთ თუ ჯიქიას ორმატჩიან დისკვალიფიკაციას?

- ფეხბურთელი წითელ ბარათზე ორ მატჩს ისედაც ისვენებს და ამ მხრივ ყველაფერი გასაგებია, მე ფინანსურ სასჯელს ვგულისხმობ: გასაგებია, რომ მოხდა ინციდენტი და ამის გამართლება არ შეიძლება. თუმცა, ფოთის ~კოლხეთისთვის" 5000 ლარი მეტისმეტად დიდი სასჯელია. გასათვალისწინებელი იყო გუნდის ფინანსური მდგომარეობა და ~კოლხეთის" ადმინისტრაციის მოქმედება ინციდენტის დროს.

უფულობის პერიოდში უამრავი ვალი დაგვიგროვდა და ახალი ბიუჯეტიდან თითოეული თეთრი დაგეგმილი გვაქვს. თანაც, ასეთი სიმკაცრე დიდი ხანია არავისთან გამოუჩენიათ.

ამას გარდა, ინციდენტის დროს, ~კოლხეთის" ადმინისტრაციამ ყველა ღონე ვიხმარეთ, მსაჯებისა და ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფა რომ არ მიეყენებინათ. ესეც იყო გასათვალისწინებელი. თუმცა, კიდევ ვამბობ, რომ სასჯელს ვიმსახურებდით.

- შევიტყვეთ, რომ ფოთის პორტი ოფიციალურად გახდა ~კოლხეთის" პარტნიორი და წლიურ ბიუჯეტად 500 ათასი ლარი დაგიმტკიცათ.

- დიახ, ხელშეკრულება გაფორმდა და ამ თანხას კლუბი ეტაპობრივად მიიღებს. ეს ძალიან გვახარებს, რადგან ფეხბურთელები დამშვიდებულად ივარჯიშებენ და ჩვენც დიდი საზრუნავი მოგვაკლდა. ყველასათვის ცნობილია, კლუბში რა პროცესებიც წარიმართა. თბილისის ~დინამოსთან" კატასტროფული მარცხიც - 0:5 ამის შედეგი იყო. ბოლნისის ~სიონთან" მომხდარ ინციდენტში გარკვეულწილად ფეხბურთელებიც ჩაერთვნენ, რადგან რამდენიმე გულშემატკივარი დააკავეს და მათ დაცვას ცდილობდნენ. ეტყობა, ამის გამო, დაღლილებსა და ნანერვიულებს მეორე დღეს კონცენტრირებულად თამაში გაუჭირდათ.

თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელია. იქნებ ახლა მაინც მოეგოს გონს გუნდი და ჩემპიონატი უკეთ გავაგრძელოთ.

- დაკავებული გულშემატკივრების საქმე როგორ არის?

- შეურაცხყოფის მცდელობისთვის, სამი მათგანი სასჯელს იხდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

vaxo
კაია სტადიონს რო არ მიცენ დისკვალიფიკაცია 5 ში მანდ ვართთთთთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს