ჩვენი ამბიციები და კეთილგანწყობილი სტუმარი
28 მარტს საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომისიის თავმჯდომარე ლეონ კალინი, რომელიც სპორტის ამ სახეობის ეროვნული ფედერაციის თავკაც ზურაბ კაკაბაძესთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანსა და მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძეს შეხვდა.

საპატიო სტუმრის ჩამოსვლის მიზანია თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და თელავის სპორტული ბაზების შემოწმება, აღნიშნულ ქალაქებში სასტუმროებისა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაცნობა.

საქმე ის არის, რომ, როგორც გაუწყეთ, საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ, სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაციაში 19-წლამდელ ხელბურთელთა 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძლობაზე განაცხადი წარადგინა.

საერთაშორისო ფედერაციას აინტერესებს, საქართველო რამდენად აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს.

28 მარტს სამინისტროში შეხვედრის შემდეგ ლევან ყიფიანმა მასმედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ასეთი რანგის სპეციალისტის სტუმრობა იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ფედერაცია ჩვენს ქვეყანას 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავს.

ამიტომ მთავარია, ყველაფერი მიზანმიმართულად დაიგეგმოს, ინფრასტრუქტურა განვავითაროთ და 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალიც მაღალ დონეზე ჩავატაროთ.

მაშინ საორჭოფოც არაფერი იქნება და ასეთი დონის შეჯიბრების ორგანიზების შესაძლებლობაც მოგვეცემა.

ლეონ კალინი 28 მარტსვე სეოკ-საც ეწვია და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვსა და გენერალურ მდივან ემზარ ზენაიშვილს ესაუბრა.

"საქართველოს ხელბურთში მდიდარი ტრადიციები აქვს. გვყავს ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე ანპილოგოვი და "ხელბურთის პელედ" მონათლული ჯემალ ცერცვაძე.

საერთაშორისო ტურნირების ჩატარების კარგი გამოცდილებაც გვაქვს. ამას წინათ თბილისში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა; მანამდე მსგავს შეჯიბრებას ძიუდოშიც ვუმასპინძლეთ, 2015 წელს კი ჩვენთან ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალია დაგეგმილი, რომლის პროგრამაში ხელბურთიც შედის.

საქართველო ამ სახეობაში იმ ნაკრებით წარსდგება, რომელსაც 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოუწევს გამოსვლა. ამიტომაც სეოკ-ი მიესალმება ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივას და მზად არის, მაქსიმალურად მხარში ამოუდგეს მას", - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

"საქართველოში პირველად ვიმყოფები და უმალ შევამჩნიე, რომ თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი ხართ.

მივესალმები თქვენს სურვილს, უმასპინძლოთ მაღალი რანგის ტურნირს, რაშიც ჩვენი ინტერესიცაა, რადგან გვინდა, რომ ხელბურთი რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში იყოს პოპულარული და სწრაფი ტემპით განვითარდეს.

19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩასატარებლად სამი დარბაზია საჭირო, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და, რაც მთავარია, მედიისთვის იყოს მოსახერხებელი.

ასევე მნიშვნელოვანია საცხოვრებელი პირობები თბილისსა და სხვა ქალაქებში. მე ვაფასებ თქვენს ძალისხმევას და, თუ დავრწმუნდები, რომ შეჯიბრების ჩატარება თქვენს ძალებს არ აღემატება და სახელმწიფოს მხრიდანაც შესაბამისი გარანტიები იქნება, მაშინ მზად ვარ, ლობირება გავუწიო საქართველოს კანდიდატურას", - აღნიშნა ლეონ კალინმა.

ზურაბ კაკაბაძე: "მიმაჩნია, რომ ყველა ფედერაციას უნდა ჰქონდეს მოტივაცია და სურვილი, არა მარტო მაღალი დონის შეჯიბრებებში იასპარეზოს, არამედ მსგავსი ტურნირები საკუთარ ქვეყანაშიც ჩაატაროს.

2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის პროგრამა აქტიურად გვეხმარება საქართველოში ხელბურთის გასავითარებლად. 1998-99 წლებში დაბადებული გოგონების 12 და ბიჭების 19 გუნდი გვყავს, რეგულარულად ვმართავთ ქვეყნის პირველობებს რამდენიმე ეტაპად.

სწორედ ისინი გამოვლენ თბილისის 2015 წლის ოლიმპიურ ფესტივალში. შემდგომი განვითარების მოტივაციის შესანარჩუნებლად შევარჩიეთ 19-წლამდელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატი.

იმ დროისთვის კონკურენტუნარიანი ნაკრები გვეყოლება და მხოლოდ მასპინძლის როლში არ ვიქნებით.

შეიძლება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ მჯერა, რომ ამ გუნდით 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვისაც ვიბრძოლებთ".

19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მასპინძლობისთვის ხორვატია და სამხრეთ კორეაც იბრძვიან.

მაისში სამეულიდან ორი კანდიდატი დარჩება. ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია არჩევანს დოჰაში (ყატარი, ოქტომბერი) დაგეგმილ კონგრესზე გააკეთებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ხელბურთელი და მწვრთნელი რატი მსხვილიძე გარდაიცვალა
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა