"თუ ჩემი კლუბი უკეთეს პირობებს შემომთავაზებს, დარჩენზე უარს არ ვიტყვი. მით უმეტეს, გულშემატკივარსაც ვუყვარვარ"

უკვე ოთხ წელზე მეტია, 23 წლის ქართველი მცველი მათე ღვინიანიძე მეორე ბუნდესლიგის "მიუნხენ 1860"-ში ასპარეზობს. ის "ლომებში" მოსკოვის "ლოკომოტივიდან" გადავიდა და გერმანულ ფეხბურთსაც კარგად შეეწყო. თუმცა შესაძლოა, მათემ ზამთრის პაუზისას მისამართი შეიცვალოს. მის შესაძლო ტრანსფერზე ჯერ კიდევ ამ სეზონის დაწყებამდე, ზაფხულში ალაპარაკდნენ. პირეოსის "ოლიმპიაკოსი" ღვინიანიძის სანაცვლოდ 900 ათას ევროს სთავაზობდა მიუნხენელებს. ბავარიელები უარს არ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ თავად ჩვენებურმა საბერძნეთში, "ლომების" ყოფილ მწვრთნელ ევალდ ლინენის გუნდში გადაბარგებას გერმანიაში დარჩენა ამჯობინა.

ჩვენი ინფორმაციით, ღვინიანიძის გადაბირებით მთავარ ბუნდესლიგაში მოასპარეზე ორი კლუბია დაინტერესებული. ორივე ცხრილის ბოლოშია და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებად დაცვის ხაზის გაძლიერება სურთ. როგორც გავიგეთ, მათეს გადაბირება, 5 ქულით ბუნდესლიგის ცხრილის ფსკერზე მყოფ "კიოლნს" უნდა, რომლის მესვეურები ახალ მწვრთნელს ეძებენ და ერთ-ერთ კანდიდატად ჩვენი ნაკრების ყოფილი თავკაცი კლაუს ტოპმიოლერია დასახელებული. ტოპმიოლერის კიოლნელთა გუნდში მისვლა, მათეს სავარაუდო ტრანსფერთან არაფერ შუაშია, "კიოლნი" ღვინიანიძით უფრო ადრე დაინტერესდა. ჩვენებურის მსურველი მეორე ბუნდესლიგური კლუბი "კაიზერსლაუტერნია", რომლის თავკაცი მარკო კურტსია. "კაიზერსაც" არ ულხინს, 7 ქულით მე-15 ადგილზეა და საფეხურით უსწრებს გასავარდ ზონაში მყოფ სამეულს.

ბუნებრივია, მათეს პირველ ბუნდესლიგაში თამაში სურს, მაგრამ მისით დაინტერესებული "კიოლნი" და "კაიზერსლაუტერნი" შეინარჩუნებენ თუ არა ადგილს გერმანიის მთავარ ლიგაში, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. რჩეულ დივიზიონში გადასასვლელი შანსებით ღვინიანიძის გუნდი თავს ვერ მოიწონებს, "ლომები" 13 ქულით მე-9 ადგილზე არიან და ერთბაშად 10 ქულით ჩამორჩებიან ლიდერს, ლევან კობიაშვილის "ჰერტას". გავიგეთ ისიც, რომ ღვინიანიძით მთავარ ბუნდესლიგაში გადასვლის ერთ-ერთი პრეტედენტი "დუისბურგიც" დაინტერესდა. "დუისბურგი", რომელსაც ხორვატი მილან შაშიჩი წვრთნის და მეორე ბუნდესლიგაში21 ქულით მეორე ადგილზეა.

მათე ღვინიანიძეს "მიუნხენ 1860"-თან საკონტრაქტო ვადა გაისად, 30 ივნისს ეწურება. ასეთ შემთხვევაში, თუ კლუბს ფეხბურთელის შენარჩუნება უნდა, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 6 თვით, მასთან ახალ კონტრაქტზე იწყებს მოლაპარაკებას. როგორც გავიგეთ მიუნხენური კლუბის მესვეურებს, ღვინიანიძესთან ხელშეკრულების გაგრძელების სურვილი ჯერ არ გამოუთქვამთ. თუ ჩვენებურთან მოლაპარაკება ზამთარშიც არ წამოიწყეს, შესაძლოა, ქართველმა მცველმა კლუბიც შეიცვალოს. იმასაც გაცნობებთ, რომ მათეს სატრანსფერო ფასი 900 ათასი ევროა.

საინტერესოა თავად ფეხბურთელის პოზიციაც.

"არ დავმალავ, რომ "მიუნხენ 1860"-ში ხელშეკრულების გაგრძელებაზე ჩემთვის ჯერ არაფერი უთქვამთ. რატომ, არ ვიცი. თუ ჩემი კლუბი უკეთეს პირობებს შემომთავაზებს, დარჩენზე უარს არ ვიტყვი. მით უმეტეს მიუნხენს შევეჩვიე, გულშემატკივარსაც ვუყვარვარ და მათ მიმართ მეც პატივისცემით ვარ განწყობილი. არც იმას დავმალავ, რომ ბუნდესლიგაში მინდა ვითამაშო და კარგი იქნება, თუ ამას "მიუნხენ 1860"-ის მაისურით შევძლებ", - განაცხადა მათე ღვინიანიძემ.

თვეზე მეტია, მათე ღვინიანიძე ტრავმირებულია. ჩვენებურმა "მიუნხენ 1860"-ის რიგებში, ბოლოს 26 სექტემბერს "აუგსბურგთან" (2:1) ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ღვინიანიძეს ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული. ტრავმის გამო კი ოქტომბრის მატჩებში ეროვნულ ნაკრებშიც ვერ ითამაშა.

bizina
ოლიმპიაკოსზე როგორ თქვა უარი არაა სასაცილო?
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე