ძიუდო. სამსუნის ტურნირი
შაბათს სამსუნში "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი იწყება, რომელსაც თურქეთი პირველად მასპინძლობს. მასში ჩვენი ვაჟთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა, ქალებში კი ერთი მონაწილე გვეყოლება - მძიმეწონოსანი ირინე ლეონიძე. პარასკევ საღამოს გაირკვნენ მათი მეტოქეები.

60 კილოგრამში გიორგი ბროლაშვილი პირველივე წრეში საკმაოდ უხერხულ მეტოქეს, მონღოლ ამარტუვშინ დაშდაავას ხვდება, პაატა მერებაშვილი - უკრაინელ დენის ბილიჩენკოს. დაშდაავა ჯერჯერობით უტიტულოა, მაგრამ არაა ურიგო მოჭიდავე. თან ბროლაშვილიც გამოუცდელია, მერებაშვილი კი ძლიერ ჯგუფშია - უკრაინელთან წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა, მეორე წრეში ძლიერი ებრაელი არტიომ არშანსკი შეხვდეს. მის სიახლოვესაა ჩვენი ტურნირის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი, ყაზახი იელდოშ სმეტოვი, ვინც კარიერაში მხოლოდ სამ ქართველს შეხვედრია - თავად მერებაშვილს, ვაჟა მარგველაშვილს, ამირან პაპინაშვილს და და ყველასთან მოუგია. რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძე ბროლაშვილის ბადეშია.

66-ში შალვა ქარდავა ებრაელ გოლან პოლაცკისთან დაწყვილდა, მეოთხედფინალის გზაზე კი ტიტულოვანთაგან ქვედა წონიდან ამონაცვლებული იტალიელი მსოფლიოს პრიზიორი ელიო ვერდე და ახალგაზრდებში სახელდაგდებული რუსი კამალ ხან-მაგომედოვი ელოდებიან. თორნიკე თათარაშვილი კიდევ უფრო მძიმე ბადეშია - თავიდან სომეხი ევროპის ჩემპიონი არმენ ნაზარიანი, მას თუ გასცდება და აზერნბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი ნიჯატ შიხალიზადე!

ზებედა რეხვიაშვილს (73) წილისყრამ პირველივე ეტაპზე მეტოქედ უნგრელი ატილა უნგვარი არგუნა, არსენ მაჭარაშვილს - სლოვენიელი იგორ პოტპარაცი. 81 კილოგრამში ორი მონაწილე გვყავს და პირველ წრეში ორივე თავისუფალია, მეორეში კი ლაშა ზურაბიანი თურქ აჰმეტ სარის ხვდება, იოსებ ჩილინდრიშვილი - იტალიელ მასიმილიანო კაროლოს. 90-ში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ მხოლოდ ზვიად გოგოჭური წაიყვანა და ისიც მეორე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში, ოღონდ მისი მეტოქე ჯერ არაა ცნობილი, ჰოლანდიელ მსოფლიოს ჩემპიონ ხილიიომ ელმონტისა და ეგვიპტელი ჰატემ აბდ ელ აკერის პაექრობაში გაირკვევა. ბადის ამავე ნაწილშია თბილისის ტურნირის წლევანდელი აზერბაიჯანელი გამარჯვებული შეხმან მაგომედოვიც.

ჩვენს ნაკრებში ყველაზე პრობლემური 100 კილოგრამია, სადაც ლიდერიც კი არაა გამოვლენილი. ამიტომ უზნაძე იქ ორივე კანდიდატს ცდის - დავით ლორიაშვილი თავიდან ძლიერ უკრაინელ არტემ ბლოშენკოს ხვდება, ლომერ ჟორჟოლიანი კი პირველ წრეში თავისუფალია. მის პირველ მოწინააღმდეგეს თურქი ერდალ ბაგაჩისა და უკრაინელ დმიტრო ლუჩინის პაექრობა გამოავლენს.

ჟორჟოლიანის მხარეს ეგვიპტელი მსოფლიოს პრიზიორი რამადან დარვიში, ვისთანაც 2011 წელს მსოფლიოს პირველობაზე წააგო, მაგრამ ლორიაშვილი ბევრად ცუდ ბადეშია - ჩეხი მსოფლიოს პრიზიორი ლუკაშ კრპალეკი (ამას მეორე წრეში შეხვდება, უკრაინელს თუ მოუგებს), აზერბაიჯანელი ევროპის პრიზიორი ელმარ გასიმოვი, ჰოლანდიელი ევროპის ჩემპიონი, ორ-ორგზის მსოფლიოს ვერცხლისა და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი ხენკ ხროლი...

მძიმე წონაშიც ერთი კაცი გვყავს - ონისე ბუღაძე, რომელიც საწყის ეტაპზე უზბეკ ელიორ მაშარიპოვს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი ბელარუსი ოლიმპიური ჩემპიონი იჰარ მაკარაუ ელოდება.

ირინა ლეონიძე პირველ წრეში თავისუფალია, პირველ ორთაბრძოლას კი თურქ კუბრა კარას და რუს ანაიდ მხითარიანს შორის გამარჯვებულთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის შედეგებით საბოლოოდ დაკომპლექტდება აპრილის ბოლოს ბუდაპეშტში, ევროპის პირველობაზე წამსვლელი გუნდი. შეჯიბრების დასრულების შემდეგ ამ ფალავანთა ნაწილი გერმანიაში გადავა ერთობლივ შეკრებაზე, სადაც მათ თბილისიდანაც შეუერთდებიან ლიდერები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა