"რომას" ლეგენდა მარიო ბალოტელის, ლეო მესის, გარეთ ბეილის, კრიშტიანო რონალდოს და სხვა ვარსკვლავთა შესახებ
ფრანჩესკო ტოტი რეკორდს რეკორდზე ხსნის და მისი ავტორიტეტიც სულ უფრო და უფრო იზრდება.

იტალიელმა ჟურნალისტებმა "რომას" ლიდერს და ცოცხალ ლეგენდას მსოფლიოს წამყვან ფეხბურთელთა დახასიათება და მათ ფონზე, საკუთარი თავის შეფასება სთხოვეს. ტოტიმ კოლეგები საკმაოდ საინტერესოდ დაახასიათა...

მარიო ბალოტელი

ახალი არაფერია იმაში, რომ მარიო უდიდესი ტალანტია და ყველაფერი მის ხელშია. მთავარია, ასევე გააგრძელოს, ბევრი იშრომოს და უდიდეს სიმაღლეებს დაიპყრობს.

ბალოტელი რაღაცით მგავს კიდეც - საკუთარ თავზე, ხასიათზე ბევრი ვიმუშავე და ასე უნდა მოიქცეს მარიოც. ვატყობ, ხშირად თამაშის დროსაც პუბლიკაზე ფიქრობს, რაც არასწორია... არის მომენტები, როდესაც სწრაფად გაქცევაა საჭირო, ის კი ამაყი ნაბიჯებით მიიწევს წინ და ამით, საკუთარი სიდიადის დემონსტრირებას ახდენს. ვურჩევდი მას, მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს, რადგან მისი დარი ტალანტი მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია.

გარეთ ბეილი

მარცხენა ფრთაზე გარეთ ბეილს ალტერნატივა არ ჰყავს და ის უდავოდ უძლიერესია. ასეთი სწრაფი ფეხბურთელი, გოლის გატანის და დრიბლინგის იშვიათი ნიჭით, სხვა ნამდვილად არ მახსენდება. თუმცა, მგონია რომ ასე დიდ ხანს ვერ გაგრძელდება და ბეილი სადღაც გაჩერდება.

უელსელის მთავარი კოზირი სისწრაფეა, რაც წლებთან ერთად მიდის და ამას ვერსად გავექცევით. გარეთი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც დაახლოებით 4-5 წლის განმავლობაში ბრწყინავენ. თუმცა ფაქტია, დღეს ბეილი საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეულში შედის.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

პირველი, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებით თავში მომდის, ეს არის: პროფესიონალიზმი... იბრა გამოდის მოედანზე, თავის საქმეს იდეალურად აკეთებს და სახლში ვალმოხდილი მიდის. ასეთი განცდა მაქვს და არა მგონია ვცდებოდე.

უდიდესი ვირტუოზია და მისი თამაშის ყურება ერთ რამედ ღირს. ყოველთვის დასანანია, როდესაც იბრას დონის მოთამაშეები კარიერას ასრულებენ და იმედია, კიდევ დიდ ხანს ითამაშებს ფეხბურთს.

კრიშტიანო რონალდო

რონალდოს შესახებ ადრე ერთი მოსაზრება წავიკითხე, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა... კრიშტიანო კომპიუტერული ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშეს გავს - ათლეტური აღნაგობის, უმაღლესი სისწრაფით, უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით, რომლის შეჩერებაც ფაქტობრივად შეუძლებელია.

მოკლედ, ვირტუალურ სამყაროში რონალდო უდავოდ საუკეთესოა, რეალურ ცხოვრებაში კი ერთ-ერთი საუკეთესო.

ლიონელ მესი

ლიონელ მესი ერეთადერთი მოქმედი ფეხბურთელია, რომელიც თავისი თამაშით მაკვირვებს და მაოცებს. მხოლოდ მესი აკეთებს მოედანზე იმას, რასაც ვერასდროს გავიმეორებ. ლიონელი ფენომენია და არა თუ თანამედროვეობის, შესაძლოა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. მესი ის ფეხბურთელია, ვის მხარდამხარაც უდიდესი სიამოვნებით ვითამაშებდი, თუმცა ეს რომ უტოპიაა, კარგად მესმის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფრანჩესკო ტოტი: მსოფლიოში ჩემზე მაგარი მხოლოდ ლიონელ მესია

1
ტოტი გენაცვალე
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა