ტრავმებმა ლიპარტელიანს ოპტიმალური შემადგენლობის შეკრების საშუალება არ მისცა
კვლავაც ძიუდოისტთა მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე გვიწევს წერა, რადგან მონაწილე გუნდების დაზუსტება ჯერაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება - ასეთი რანგის ტურნირის დაწყებამდე, ფაქტობრივად, საათებიღა რჩება, ქალები ხვალ იწყებენ ასპარეზობას, შეჯიბრების შესახებ ინფორმაციებს კი ვერც საერთაშორისო ფედერაციის საიტზე წააწყდებით, ვერც - ვეროპულზე და თურქულზე. ზეპირ წყაროებზე დაყრდნობით მონაწილეთა შესახებ გარკვეული ცნობები გუშინწინ მოგაწოდეთ, გუშინ კი საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ახალი სია გაგვაცნო. მათი ინფორმაციით, ჩემპიონატში ცხრა გუნდი იასპარეზებს: ბრაზილია, ეგვიპტე, იაპონია, კორეა, მონღოლეთი, საფრანგეთი, რუსეთი, თურქეთი და ჩვენი ნაკრები.

ბრაზილია-საქართველოს გარდა, ეს ორგანიზატორთა მიერ მიწვეული, ანუ ის შემადგენლობაა, რომელმაც პირად პირველობებზე ნაჩვენები შედეგებით დაიმსახურა ამ შეჯიბრებაში გამოსვლა. აღნიშნულ შვიდეულთან ერთად აშშ-ის გუნდიც იყო მიწვეული, მაგრამ მათ უარი თქვეს, სანაცვლოდ კი მანამდე სათადარიგო ბრაზილია მიიწვიეს. ერთადერთი, ყოველგვარი დამსახურებების გარეშე დამატებული გუნდი ჩვენი ნაკრებია, რომლის იქ მონაწილეობა ძიუდოს ქართული და საერთაშორისო ფედერაციების ხელმძღვანელთა მოლაპარაკებებით მოხერხდა.

ეს ყველაფერი ძალიან კარგი, თუმცა თავს ვერც ახლანდელი სიის სიზუსტეზე დავდებთ. უბრალოდ, განვმარტავთ, რომ ჩვენმა ფედერაციამ თურმე შემადგენლობის დასაზუსტებლად საერთაშორისო ფედერაციას მიმართა, იქიდან კი ფაქსით ეს სია გადმოუგზავნეს.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ანთალიაში ხვალ იწყება ქალთა ტურნირით, ვაჟები კი კვირას იჭიდავებენ. იქ ჩვენგან მხოლოდ ვაჟთა ნაკრები გამოვა, რომელიც ამ დილით გაემგზავრა ანთალიაში მთავარ მწვრთნელ სოსო ლიპარტელიანისა და ირაკლი უზნაძის ხელმძღვანელობით. უზნაძე წლების განმავლობაში გამოდიოდა თურქეთის ნაკრებში, ევროპის ჩემპიონიც იქ გახდა, თურქეთში შინაური კაცია და ჩვენებს აღარც თარჯიმანი დასჭირდებათ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს გუნდური შეჯიბრებაა, სადაც მხოლოდ ხუთი წონითი კატეგორიაა დაშვებული, ამოღებულია 60 და 100. სამწუხაროდ, ტრავმებმა ლიპარტელიანს ოპტიმალური შემადგენლობის შეკრების საშუალება არ მისცა, ჩვენებიდან კი თურქეთში დავით ასუმბანი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ხვიჩა ხუციშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ლაშა გუჯეჯიანი, ზვიად ხანჯალიაშვილი (120) იჭიდავებენ.

ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ საქართველო გუნდურში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია - 2008 წელს ტოკიოში გამართული ტურნირი მოვიგეთ, რაც დღემდე ჩვენი ბოლო წარმატებაა. იმედია, ძიუდოისტები ამჯერად მაინც გაგვახარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა