...საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან 22 მარტს ითამაშა და როგორც კი პარიზი დატოვა, ესპანეთი ფრანგებს ეცა და მოიტაცა
საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან 22 მარტს ითამაშა და როგორც კი პარიზი დატოვა, ესპანეთი ფრანგებს ეცა და მოიტაცა.

დიახ, "სტად დე ფრანსზე" 1:0 მოგებით პირენეელთა თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ მოიტაცა "მამლების" (საფრანგეთის ნაკრების სიმბოლო სწორედ მამლაყინწაა) მსოფლიოს ჩემპიონატზე პლეი ოფის გარეშე მოხვედრის იმედი.

ამ ამბავმა ქართული მულტფილმის ფრაზა გამახსენა: როგორც კი წახვედი, მეცა და მომიტაცა! - ასე ეუბნება მამალი ძაღლს, მას შემდეგ, რაც მელა მის გატაცებას ეცდება. გაგახსენდებოდათ, ეს ის ანიმაციური ფილმია, მამალი და ძაღლი სოფლის აშენებას სიმღერით რომ ცდილობენ, "ტყის კვარტეტი" ჰქვია.

გუშინ პატარაობა გავიხსენე და ამ მულტფილმს კიდევ ერთხელ ვუყურე. უამრავი მსგავსება აღმოჩნდა ტყისა და საფეხბურთო ამბებს შორის.

ქვესათაურების სახით მულტფილმის ფრაზები გამოვიყენოთ და ჩვენი "სოფელი ავაშენოთ".

მე ვიყივლებ, შენ იყეფებ და სოფელიც აშენდება

სამწუხაროდ, აქამდე ბევრს ეგონა, რომ გუნდი ღიღინ-ღიღინით აშენდებოდა. ჩამოჰყავდათ უცხოელი სპეციალისტები, ყველა ახალი სიტყვის თქმას ცდილობდა, ახალ სიმღერას გვასწავლიდა, მაგრამ არც სოფელი აშენებულა და არც ნაკრები.

მაინც რა არის ამისთვის საჭირო?

სოფლის შენებას რა უნდა?

ერთი პირველი ხმა უნდა...

ერთი მეორე ხმა უნდა...

ერთიც კარგი ბანი უნდა, ხომ უნდა?

ნამდვილად უნდა!

მართლაც, "პირველი ხმა" (პირველი ნომერი, ანუ მეკარე) ყოველთვის პრობლემა იყო. ტოგონიძეს, ზოიძეს, დევაძეს, ლომაიას და კიდევ სხვებს ჰქონდათ არაერთი კარგი მატჩი, მაგრამ გადახედეთ წარმატებულ ნაკრებებს - ჩვენსავით ყოველწლიურად როდი ცვლიან მეკარეებს.

კასილიასი, ჩეხი, დუდეკი საკუთარ ნაკრებებს ისე "შეაბერდნენ", ლამისაა, პენსიაზე ეროვნული გუნდებიდან გავიდნენ.

ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იხუმრა კიდეც: დიდი ხანია, მეგონა, უნგრელი გაბორ კირალი პენსიას იღებდა. თვალს ვერ დავუჯერე, როცა იგი უნგრეთის ნაკრების კარში ვნახეო.

გუნდის შენებისთვის მეორე ხმაც აუცილებელია - კარგი გამთამაშებელი. დაახლოებით ისეთი, როგორიც მალხაზ ასათიანი (ქინქლაძეზე ლაპარაკი არც არის) იყო.

როგორც მუსიკაშია საჭირო რიტმის "დაჭერა", ასევე ფეხბურთშია აუცილებელი ბურთის დაჭერა, მოფრთხილება. ეს კი პლეიმეიქერის საქმეა.

ბანი კი გულშემატკივარმა უნდა მისცეს. ოღონდ, ქომაგს ამისთვის ნაპერწკალი (გოლი!) სჭირდება. სოფელს ისე ვერ ააშენებ, თუ გუნდში კარგი მეგოლე არ გყავს. ისეთი, როგორიც...

ყოჩაღ შენ, კარგად მღერიხარ, მაგრამ მეორე ხმა გვაკლია

ჯანო ანანიძესაც და ლევან ყენიასაც შეუძლიათ ბურთის ფეხზე მიწებება, მაგრამ მეორე ხმა, ბურთის "შემნახველი" მაინც გვაკლია.

თუმცა საკითხავია, ბურთის "დამჭერი" გვაკლია, თუ ბურთის "დაჭერა"...

თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, კარგად ვერ იმღერებ

ჯერ დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი არ იწვევდნენ ნაკრებში გოჩა ჯამარაულსა და ალექსანდრე იაშვილს, შემდეგ კლაუს ტოპმიოლერმა თქვა უარი გოგიტა გოგუაზე, ამას მოჰყვა ექტორ კუპერსა და მალხაზ ასათიანს შორის მომხდარი გაუგებრობა, ახლა თემურ ქეცბაიამ თქვა უარი ჯერ გოგუაზე, შემდეგ ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილზე...

ისე არ გაიგოთ, თითქოს, ერთ ან მეორე მხარეს ვამტყუნებდე, მულტფილმის გმირი მელა ცბიერად კი ამბობს "თუ გვერდით მდგომი არ გიყვარსო", მაგრამ რეალურად მართლაც ასეა - საქმე არ გამოვა, თუ მოთამაშე მწვრთნელს, მწვრთნელი - მოთამაშეს ვერ გაუგებს.

სხვათა შორის, შარშან, კალათბურთელთა ნაკრებში ნიკა ცქიტიშვილი, ვლადიმერ ბოისა და ლაშა გამყრელიძე რომ არ გამოიძახეს, დავწერე: ნაკრები ეროვნული ღირსების საქმეა და ყოველგვარი პიროვნული გვერდზე უნდა გადავდოთ, რადგან შედეგს ისე ვერ მივაღწევთ, თუ ოპტიმალურ შემადგენლობას ვერ მოვუყრით თავს-მეთქი.

პარიზული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მწვრთნელი თემურ ქეცბაია და ჟურნალისტი შელაპარაკდნენ. ამ შემთხვევაშიც არ შეიძლება მტყუან-მართლის ძიება, აგდებულად ლაპარაკი "სოფელს ვერ აგვაშენებინებს".

ჟურნალისტებს უნდა მოგვეხსენებოდეს, რომ ყველაზე მეტად მწვრთნელს სურს კარგი გუნდის აწყობა, ხოლო მწვრთნელმა უნდა იცოდეს, რომ ჟურნალისტებსაც მასზე არანაკლებად სურთ "სოფლის შენება".

გამოდის, რომ მიზანი ერთია.

...დაანებე ახლა მაგას თავი, წამოდი, ჩვენს საქმეს მივხედოთ.

კინაღამ არ მამკლა ამ პირუტყვმა

ეს ფრაზა შესავლის გაგრძელებაა. აკი გითხარით, ესპანელი "ხარები" საფრანგეთში ჩავიდნენ და იქიდან გამარჯვების სამი ქულა წაიღეს...

მე ხომ ჩემი დამემართა, მაგრამ ამათ როგორ უნდა აეშენებინათ სოფელი?

ესეც მელიის სიტყვებია და ფრანგებს უნდა მივაწეროთ. მათ 3:1 მოგვიგეს, დაგვანახეს, რომ მსოფლიოს დონის ამომავალი თუ ამოსული ვარსკვლავებით გატენილი გუნდია.

მაგრამ, ესპანეთისგან "ცხვირმინაყულმა" რომელიმე ფრანგმა შემთხვევით საქართველოსთან თამაში რომ გაიხსენოს, შეიძლება გაიკვირვოს: "ჩვენ ჩვენს თავს ვჩივით, მაგრამ ქართველებმა როგორღა უნდა ააშენონ სოფელიო".

ამ საქმეში სიჩქარე არ გამოდგება: ფედერაციის ხელმძღვანელობამ თემურ ქეცბაიას კონტრაქტი 2016 წლამდე გაუფორმა და გუნდის შენების დასრულება ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლისთვის დაავალა.

დრო ჯერ ბევრია.

ამასობაში...

- ა, სოფელიც აშენებულა, ტყუილად არ გვიშრომია.

- მაგრამ იქ რომ სხვები ცხოვრობენ?

- რაი, მერე, სოფელი იმისთვის ავაშენეთ, რომ შიგ ვიღაცამ უნდა იცხოვროს.

- თუ ასეა, ჩვენც იქ ვიცხოვროთ.

- რას ამბობ, რას? - ჩვენ ახლა ახალი სოფლები გვაქვს ასაშენებელი.

ასეა, საქართველოს ნაკრებმაც მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ტყუილად არ უშრომია, ესპანეთთან და საფრანგეთთან მიღებული გამოცდილება სამომავლოდ ნამდვილად წაადგება.

ამ შესარჩევის (რომელიც ჯერ არ დასრულებულა) შემდეგ კი, "სოფელში" (მსოფლიოს ჩემპიონატზე) "სხვები იცხოვრებენ": ესპანეთი და საფრანგეთი. ამ უკანასკნელს, ალბათ, ბრაზილიის ვიზის მისაღებად დამატებითი ეტაპის გადალახვა მოუწევს.

საქართველოს ნაკრებს კი, როგორც ზემოთ ვთქვით, ჯერ გუნდი ჰყავს "ასაშენებელი", ბრაზილიურ "სოფელში საცხოვრებლად" და კოპაკაბანას პლაჟზე სანებივროდ არ სცალია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
რომელ სოფელს ვაშენებთ??? ვინმეს გჯერათ რომ შემდეგ შესარჩევზე ეესეთ ნაკრებს რაიმე შანსი ექნებაა???
HUNTER
ბურთის შემნახველი საქართველოს ნაკრებში მესიც ვერ იქნება, ერთი კაცი ამას ვერ შეძლებს ამისთვის ათი ფეხბურთელია საჭირო.რას გახდება მესი თუ ცხრა კაცი ბურთს ემალება.
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია