"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა განაცხადა, რომ ექიმებმა ვილანოვას ურჩიეს გუნდთან ერთად "სელტაში" არ გამგზავრებულიყო
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჟორდი როურამ განაცხადა, რომ ექიმებმა ტიტო ვილანოვას ურჩიეს გუნდთან ერთად "სელტაში" არ გამგზავრებულიყო.

"ვილანოვას დაბრუნება სამსახურისადმი ეტაპობრივი იქნება. ის და ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჯობია ვილანოვა "სელტაში" არ გაემგზავროს. მისი მკურნალობის კურსი სულ ახლახან დასრულდა. ხოლო ამ დროის შემდეგ პირველი 7-10 დღე იოლი არა.

ჯობია არ ვიჩქაროთ, თუმცა მან უკვე მიიღო მონაწილეობა ვარჯიშში. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ტიტოს კარგი შანსი აქვს "ბარსელონას" პარიზში გაჰყვეს.

ვილანოვას დაბრუნება ბევრს ნიშნავს. ბოსი დაბრუნდა და ეს მნიშვნელოვანია. ეს გარკვეული სტიმულია.

"სელტა" გადარჩენისთვის იბრძვის, მათთვის ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი იქნება, რაც ჩვენს ამოცანას უფრო ამძიმებს.

ამ შეხვედრას მაქსიმალურად სერიოზულად მივუდგებით, რაც ჩვენ მიზნმადე მიახლოების კიდევ ერთი საფეხური იქნება", - თქვა როურამ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ "სელტასთან" მატჩის განაცხადშია შეყვანილი ერიკ აბიდალი, რომელსაც 2012 წლის 12 თებერვლის მერე არ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულში აბიდალმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ დიდ ფეხბურთში დასაბრუნებლად ბევრს შრომობდა.

ფრანგი ფეხბურთელი "ბარსელონას" სარეზერვო გუნდში უკვე ითამაშა და შესაძლოა "სელტასთანაც" ვიხილოთ.

აქვე გეტყვით, რომ ტრავმების გამო "სელტასთან" არ ითამაშებენ კარლეს პუიოლი, ხორდი ალბა, ადრიანო, პედრო როდრიგესი და ჩავი, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ვიქტორ ვალდესი გამოტოვებს.

მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ლა ლიგა. XXIX ტურის წინ: შეკრავს ლეო მესი ჯადოსნურ წრეს?

ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს