სუპერლიგის მეორე წრის მე-9 ტურის მატჩი სპორტის სასახლეში გაიმართა
სუპერლიგის მეორე წრის მე-9 ტურის მატჩი სპორტის სასახლეში გაიმართა.

ერთმანეთს პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლი გუნდები - "სოხუმი" და თსუ შეხვდნენ. დაძაბული შეხვედრა სოხუმელთა გამარჯვებით - 76:71 დასრულდა.

მატჩი თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას. პირველი მეოთხედი სოხუმელებმა 21:20 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი ანგარიში თანაბარი იყო - 36:36.

თსუ-ს კვლავ აკლდა კოტდივუარელი ლეგიონერი სერჟ ასელაინი, თუმცა გუნდური სულისკვეთებით სტუდენტები მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა. მესამე პერიოდში სოხუმელებმა 9 ქულით (49:40) დაწინაურება მოახერხეს, მაგრამ თსუ-მ ჩამორჩენის აღმოფხვრა ბოლო მეოთხედში მოახერხა.

ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა. 3 ქულით ჩამორჩენილმა თსუ-ელებმა ანგარიშის შორი სროლით გათანაბრება სცადეს, თუმცა ვახტანგ ჩქარეულზე სოხუმელები დაჯარიმდნენ და ეს უკანასკნელი საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე დადგა.

თსუ-ელმა პირველი სროლა ააცილა, მეორე ჩააგდო და მესამეც ააცილა. ფარიდან ასხლეტილი ბურთი ჩქარეულის თანაგუნდელმა გიორგი ხანიაშვილმა მოხსნა, რომელმაც სწრაფი გარღვევა განახორციელა, მაგრამ გამთანაბრებელი ბურთი ააცილა.

აცილებული სოხუმელმა ბოსკო სტოიაკოვიჩმა მოხსნა, რომელზეც ჩქარეული არასპორტულად დაჯარიმდა. მატჩის ბედიც აქ გაირკვა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო სერგო ათუაშვილი გახდა, რომელმაც 18 ქულასთან ერთად 25 მოხსნა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ მოხსნებში მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგი (26)სწორედ ათუაშვილს ეკუთვნის. 17 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა ვახტანგ ქადარიას. თსუ-ში 16-16 ქულა ჰქონდათ დავით ხიზანიშვილსა და ვახტანგ ჩქარეულს, ხოლო გივი ბაქრაძემ პირად ანგარიშზე 15 ქულა ჩაიწერა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): "ძალინ დაძაბული და ემოციური თამაში იყო, რომელშიც აუცილებლად ჩვენ უნდა გაგვემარჯვა. ბიჭებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, შეცდომები დავუშვი მეც. თუმცა საბდნიეროდ მოვახერხეთ მობილიზება და გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩვენი ბიჭები გადაღლილები იყვნენ და ფსიქოლოგიური მომენტიც ჰქონდათ".

გიორგი ვახანია (თსუ): "მეტოქემ ფარზე დიდი უპირატესობით გვაჯობა, რაც ჩვენი მარცხის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო. კარგად იასპარეზა სერგო ათუაშვილმა, რომლის ანგარიშზე 25 მოხსნაა. რთულია ასეთ გუნდთან თამაში, სადაც 25 მოხსნას 1 მოთამაშე აგროვებს".

რატი ბააკაშვილი (სოხუმი): "მოხარული ვართ ამ გამარჯვებით, ეს მოგება ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ვეცდებით დღვანდელი შეცდომები მომავალ მატჩებში მაქსიმალურად გამოვასწოროთ და კიდევ უფრო უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ".

თსუ - სოხუმი 71:76

superleague.ge

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად