ტურ დე ფრანსის მეორე ეტაპი ფრანგი სილვენ შავანელის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მან ლიდერის ყვითელი მაისური მოირგო...

ტურ დე ფრანსის მეორე ეტაპი ფრანგი სილვენ შავანელის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მან ლიდერის ყვითელი მაისური მოირგო, ბელგიიის ტერიტორიაზე გამართული რბოლა კი უამრავი წაქცევითა და პელოტონის პროტესტის აქციით აღინიშნა.

სასტარტო ეტაპზე ფაბიან კანჩელარას მოსალოდნელი გამარჯვების შემდეგ, ტურზე მოვლენები ყოვლად წარმოუდგენელი სცენარით განვითარდა. ბევრი ექსპერტი თვლიდა, რომ საწყის ეტაპებზე მთავარ როლებში ცნობილი სპრინტერები - მარკ კევენდიში და ტაილერ ფარარი იქნებოდნენ, მაგრამ პროგნოზები არ გამართლდა.

მეორე ეტაპზე სპრინტერებს იოლი ცხოვრება არ უნდა ჰქონოდათ, რადგან დისტანციაზე სამი მესამე და სამი მეოთხე კატეგორიის სირთულის ამაღლება იყო დასაძლევი. "მთის მეფის" მაისურის ხელში ჩასაგდებად თავიდანვე მოწყდნენ ძირითად ჯგუფს ფრანგები - სილვენ შავანელი და ჟერომ პინო, ჯირო დ'იტალიას "მთის მეფე" მეტიუ ლოიდი და მარკუს ბურჰარტი.

პელოტონთან შვიდწუთიანი ჰანდიკაპის შექმნის შემდეგ, გაქცეულებმა სამთო პრემიების მოგროვება დაიწყეს. ამ მხრივ ყველაზე მეტად პინომ იაქტიურა, რომელსაც თანაგუნდელი შავანელი ეხმარებოდა. პელოტონი ლიდერების აქტიურობაზე დიდი ხანი არ რეაგირებდა, მაგრამ დისტანციის მეორე ნახევარში დაიწყო ჩამორჩენის სწრაფად გაბათილება - ფინიშამდე 60 კილომეტრით ადრე სხვაობა მხოლოდ ორი წუთი იყო. რბოლის მშვიდი მსვლელობა მოულოდნელად დაწყებულმა თავსხმა წვიმამ დაარღვია, რასაც მძიმე წაქცევები და ტრავმები მოყვა. თუმცა ძირითადი ჯგუფი მალე აღდგა და ისევ გამოეკიდა ლიდერებს. 40 კილომეტრით ადრე შავანელმა მიაგდო თავისი კონკურენტები და მარტო გაეშურა ფინიშისკენ. ფრანგის შეტევას მხოლოდ ბელგიელი იურგენ როელანდტსი გამოეხმაურა, მაგრამ ვერც მან გაუძლო დიდხანს ფრანგის ტემპს.

პელოტონი, ალბათ, დაეწეოდა ძირითად ჯგუფს დაშვებისას კიდევ ერთი მასიური წაქცევა რომ არ მომხდარიყო. პრაქტიკულად ყველა ფავორიტი დაზარალდა ფაბიან კანჩელარას გარდა. შვეიცარიელს თავისუფლად შეეძლო შავანელს დადევნებოდა და ყვითელი მაისურის შენარჩუნება, მაგრამ ფაბიანი ჯენტლმენურად მოიქცა - მან დაბალი ტემპი აიღო და ჯგუფში დაბრუნების საშუალება მისცა ალბერტო კონტადორს, ლენს არმსტრონგსა და ივან ბასოს, შემდეგ კი თავის კაპიტან ანდი შლეკსაც დაელოდა.

ამით რბოლა პრაქტიკულად დასრულებული იყო, რადგან შავანელმა დაშვებისას სამ წუთამდე გაზარდა უპირატესობა და გაინაღდა კარიერაში ტურზე მეორე ეტაპის მოგება და პირველი ყვითელი მაისურა.

ამის შემდეგ კი დაიწყო კანჩელარას სახელობის წარმოდგენა. შვეიცარიელმა მაესტრომ მთელი პოლოტონი ერთ რიგში მოაწყო და კუს სიჩქარით მიიყვანა ფინიშთან. აქ მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა მეორე ან მესამე ადგილზე. ამ აქციით კანჩელარამ პროტესტი გამოხატა უსაფრთხოების დაბალი ნორმების გამო. საქმე ისაა, რომ მეორე მასიური წაქცევა ტრასაზე დაღვრილმა ზეთმა გამოიწვია. კანჩელარამ კი ამ ნაბიჯით ყველას დაანახა, თუ ვინ არის პელოტონში ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ყველა მრბოლელში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

II ეტაპი

ბრიუსელი-სპა (210 კმ)

1. სილვენ შავანელი (საფ) - 4.40,48; 2. მაქსიმ ბუე (საფ) - +3,56; 3. ფაბიან ვეგმანი (გერ) - იგივე დრო; 4. რობი მაკიუენი (ავსტრა) - იგივე დრო; 5. კრისტიან კნიისი (გერ) - იგივე დრო; 6. იურგენ როელანდტსი (ბელ) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. სილვენ შავანელი (საფ) - 10.01,25; 2. ფაბიან კანჩელარა (შვეიც) - +2,57; 3. ტონი მარტინი (გერ) - +3,07; 4. დევიდ მილარი (ბრიტ) - +3,17; 5. ლენს არმსტრონგი (აშშ) - +3,19; 6. ჯერეინტ ტომასი (ბრიტ) - +3,20; 7. ალბერტო კონტადორი (ესპ) - +3,24; 8. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ) - +3,25... 15. ანდრეას კლოდენი (გერ) - +3,33; 16. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ) - +3,35... 19. კეიდელ ევანსი (ავსტრა) - +3,36... 51. კარლოს სასტრე (ესპ) - +3,51... 53. ივან ბასო (იტა) - +3,52...

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა