სუპერლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის "ოლიმპმა" "რუსთავი" ანგარიშით 84:72 დაამარცხა
სუპერლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის "ოლიმპმა" "რუსთავი" ანგარიშით 84:72 დაამარცხა. რუსთაველებმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ბოლო წუთებში წარმატების მისაღწევად ძალა აღარ ეყოთ.

სანამ ოლიმპელები თამაშს დაალაგებდნენ, რუსთაველებმა დაწინაურება მოახერხეს. კაილი ნელსონისა და ნეით ბოუის აქტიურობით სტუმრები 19:11 დაწინაურდნენ, თუმცა დარჩენილ დროში გია კაზანჯიანის გუნდმა შედეგიანობას უმატა და პირველ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 24:21.

მეორე ათწუთეულში ოლიმპელებმა ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მესამე პერიოდის მესამე წუთზე თბილისელთა უპირატესობა 15 ქულამდე გაიზარდა.

მარტინას ანდრიუკაიტისის საჯარიმოების შემდეგ ანგარიში 54:39 გახდა, თუმცა რუსთაველებმა ძალები მოიკრიბეს, რამდენიმე სამქულიანი ჩააგდეს, მეტოქეს კი კარგი დაცვის ხარჯზე არ ჩააგდებინეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - 61:62.

ბოლო პერიოდში "ოლიმპის" კალათბურთელებს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნათ. თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იყო, თუმცა თბილისელებმა დარჩენილ დროში იმდენად შედეგიანად ითამაშეს, რომ რუსთაველებისთვის წარმატების შანსი აღარ მიუციათ.

"ოლიმპში" 20 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო სერბი ცენტრი სტევან მილოშევიჩი გახლდათ, ორმაგი დუბლი შეასრულა ლევან ფაცაცაიამაც - 16 ქულა, 10 პასი. რუსთაველთაგან ორმაგი დუბლის ავტორი კაილი ნელსონი გახდა - 19 ქულა, 10 მოხსნა. მისმა თანამემამულე ნეით ბოუიმ კი შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გია კაზანჯიანი (ოლიმპი): "მადლობა ჩემს გუნდს ასეთი კარგი თამაშისთვის. ბიჭებმა იბრძოლეს და გუნდმა თავისი ძალა გამოაჩინა. მილოშევიჩი ჯერჯერობით ისევ არ იმყოფება თავის ოპტიმალურ ფორმაში. მინდა აღვნიშნო ფაცაციას, ანტიუკაიტისის და ბერიშვილის ბევრად უკეთესი თამაში წინა ტურთან შედარებით".

მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი): "მივულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას. რაც შეგვეხება ჩვენ, სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. ვფიქრობ, ეს თამაში პლეი ოფისთვის მოსამზადებლად გამოგვადგება".

მარტინას ანდრიუკაიტისი (ოლიმპი): "ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა. მიხარია, რომ ყველაფერი გამოვიდა და მწვრთნელის დავალებები ზუსტად შევასრულეთ".

ოლიმპი - რუსთავი 84:72

superleague.ge

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა