ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა "არმიას" მოუგო
თბილისის "დინამომ" პრინციპული გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა "არმიას" მოუგო. მატჩის ბედი ბოლო წუთზე ამერიკელმა ფლინ კლაიმენმა გადაწყვიტა

მან საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე ოქროს სამქულიანი ჩააგდო და "დინამო" 72:69 დააწინაურა.

დინამოელებმა დაცვაშიც იყოჩაღეს, რადგან არმიელებს თამაშის გადასარჩენად ნახევარი წუთი რჩებოდათ.

ხოშტარიას გუნდმა პერიმეტრი საიმედოდ გადაკეტა და არმიელ ირაკლი საყვარელიძეს უხერხული სიტუაციიდან მოუხდა გამთანაბრებელი სამიანის სროლა, რომელიც დინამოელთა კალათში არ ჩაეშვა, კლაიმენმა კი საჯარიმოებით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 74:69.

რაც შეეხება მატჩის მსვლელობას, ძნელია მიმდინარწე ჩემპიონატში ასეთი თანაბარი თამაში მოიძებნოს.

ანგარიში თანაბრად იზრდებოდა. ანგარიში 12-ჯერ იყო თანაბარი, ხოლო ლიდერი 10-ჯერ შეიცვალა. კვანძი არც ბოლო წუთზე გაიხსნა, კლაიმენის სროლამდე ანგარიში თანაბარი იყო.

დინამოელებმა გამარჯვებას გუნდური თამაშით მიაღწიეს. ხუთმა კალათბურთელმა 10-ქულიან ზღვარს გადააბიჯა: კლაიმენი 17, კარტერი - 14, ოლუიჩი - 12, კარიმი - 11 და ჩიკვილაძე - 10.

როგორც ხედავთ დინამოელთა ოთხივე ლეგიონერმა ითამაშა და ყველამ დამაჯერებლად. შეიძლება ითქვას, რომ ხოშტარიას გუნდმა ოპტიმალური შემადგენლობით მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა.

მწყობრში ჩადგნენ მილან ოლუიჩი და ქიან კარტერი, რომელთა დიდი დამსახურებაც იყო დღევანდელ მატჩში "არმიის" დამარცხება.

რაც შეეხებათ წაგებულებს, კოტე ტუღუშის გუნდში 20 ქულით საყვარელიძე გამოირჩა, 12 ქულა ჰქონდა ზვიად ბაბიაშვილს, ხოლო ბექა წივწივაზემ შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია (დინამო): "მიუხედავად წინა ტურში სოხუმთან წაგებისა და დღევანდელი გამარჯვებისა, ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ამდენი თვის შემდეგ მოხერხდა შემადგენლობის შეკრება.

თუმცა სასურველი ფორმისგან შორს ვართ, მეტი პოტენციალი გვაქვს. დღეს ბრძოლის და გუნდური თამაშის ხარჯზე გავიმარჯვეთ.

არმია ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და თუ ტრავმებმა არ შეაწუხეს, რეალური კანდიდატია ჩემპიონობის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სპორტში იღბალიც საჭიროა".

კოტე ტუღუში (არმია): "მივულოცავ დინამოს ღირსეულ გამარჯვებას. ძალიან ლამაზი, სანახაობრივი და საინტერესო თამაში გამოვიდა, მიუხედავად წაგებისა, დიდი საიმოვნება მივიღე.

სუპერლიგა წელს განსაკუთრებით დაძაბულია, თითოეული ადგილისთვის სერიოზული ბრძოლაა. დინამო გამორჩეულად საინტერესო გუნდია. ტრავმების მერე ძნელია ფორმაში შესვლა, მაგრამ დღეს ვიხილეთ რამდენად ძლეირი და ანგარიშგასაწევი გუნდია.

სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. დასანან თამაშებს ვაგებთ, ვერ ვერევით ლეგიონერებს. თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. დიდი მადლობა ჩემი გუნდის ყველა მოთამაშეს. დღეს არ გაგვიმართლა. როგორც ირაკლიმ აღნიშნა, იღბალი საჭიროა და იმედია პლეი ოფებში გავიმარჯვებთ".

ფლინ კლაიმენი (დინამო): "მივულოცავ ჩემს გუნდს, გუნდური თამაშის ხარჯზე გავიმარჯვეთ. მხოლოდ მეორე თამაშია, რაც ასეთი შემადგენლობა შევიკრიბეთ და მიხარია, რომ გუნდი უკვე შედგა".

გიორგი შარაბიძე (არმია): "ვულოცავ დინამოს გამარჯვებას. სანახაობრივი მატჩი იყო. რაც შეგვეხება ჩვენ, ბოლომდე ვიბრძოლეთ,მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით".

დინამო - არმია 74:69

superleague.ge

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი