ბორჯომში სპორტსმენის ახალგახსნილ მემორიალთან საგანგებო ცერემონიალი გაიმართა

2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი ორდენი გადასცეს.

28 ოქტომბერს ორდენი ბაკურიანში სპორტსმენის ახალგახსნილ მემორიალთან საგანგებო ცერემონიალზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ჟაკ როგის სახელით, სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის დირექტორის მოადგილე - პამელა ვაიპონდმა, საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა - იოზეფ ფენდტმა, ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა - ჰერალდ სტეირერმა გადასცეს.

ცერემონიალში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი.

გადაწყვეტილება დაჯილდოების შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა რამდენიმე დღის წინათ აკაპულკოში (მექსიკა) გამართულ სხდომაზე მიიღო. ბაკურიანში ყოფნისას სტუმრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მწუხარება ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალების გამო და აღნიშნეს, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს უნდა განმეორდეს.

საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს რომ ბაკურიანში აუცილებლად აშენდება ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასა.

სამინისტროს პრესცენტრი

რედაქციისაგან: ნოდარ ქუმარიტაშვილი მეორე ქართველი სპორტსმენია, რომელიც სოკ-ის ორდენით დაჯილდოვდა სიკვდილის შემდეგ. პირველი იყო სერგო შალიბაშვილი, რომელიც მსოფლიო უნივერსიადაზე ედმონტონში (კანადა) წყალხტომაში შეჯიბრებისას მიღებული ტრავმით 1983 წელს დაიღუპა.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"