ისრაელში საკალათბურთო ჩემპიონატი რეალურად ჩაშლის პირას არის მისული
ისრაელში საკალათბურთო ჩემპიონატი რეალურად ჩაშლის პირას არის მისული. ადგილობრივი კალათბურთელების გაფიცვის გამო, უკვე გაუქმდა რეგულარული სეზონის სამი ტური.

გაფიცვის მონაწილეები ისრაელელი მოთამაშეების არიან. მათ დავა აქვს პროფესიული საკალათბურთო ლიგის დირექტორატთან. კალათბურთელები ითხოვენ, რომ ისრაელის ჩემპიონატის მატჩებში, ერთი გუნდიდან მოედანზე ერთდროულად მინიმუმ სამი ადგილობრივი მოთამაშე იმყოფებოდეს, ლიგის დირექტორატი კი ირწმუნება, რომ ეს რიცხვი ორს არ უნდა აღემატებოდეს. კონფლიქტის კიდევ ერთი მიზეზია გუნდების განაცხადებში ლეგიონერთა რაოდენობის შემცირება და შესაბამისი ლიმიტის დაწესება.

"სწრაფი ნაბიჯებით ვუახლოვდებით კატასტროფას", - ამბობს თელ-ავივის "მაკაბის" მთავარი მწვრთნელი დევიდ ბლატი. ამ კლუბის ხელმძღვანელობამ აუკრძალა თავის მოთამაშეებს გაფიცვაში მონაწილეობა. "მაკაბიში" სერიოზულად არიან შეშფოთებულნი იმის გამო, რომ ჩემპიონატის მატჩების გაუქმება ცუდად აისახება გუნდის სათამაშო ფორმაზე ევროლიგის პლეი ოფის მატჩების წინ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე