"მარსელს" ჟინიაკმა და ვალბუენამ მოაგებინეს
ლიდერმა ჩემპიონს მოუგო
"პარი სენ ჟერმენს" სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მატჩი ელის, ამიტომ დედაქალაქელებმა თავისი მატჩი პარასკევს ჩაატარეს და მორიგი გამარჯვებაც მოიპოვეს. კარლო ანჩელოტიმ, "ბარსელონასთან" მოახლოვებული მატჩის მიუხედავად, მოედანზე ძირითადი შემადგენლობა გამოიყვანა, თუმცა გამარჯვების მომტანი გოლი რეზერვისტმა კევინ გამეირომ გაიტანა. გამეირო მოედანზე 73-ე წუთზე გამოვიდა, ზუსტად 8 წუთში კი ის გატანილ გოლს ზეიმობდა. საგოლე კომბინაცია "მონპელიეს" მცველების შეცდომას მოჰყვა - სტუმრებმა ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგეს, ჟერემი მენეზმა დიდოსტატური პაუზა გააკეთა და დასარტყმელ პოზიციაზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაიყვანა, შვედმა კი დარტყმის ნაცვლად, პრაქტიკულად ცარიელი კარის წინ მყოფ გამეიროს გადააწოდა, რომელსაც ხელი უკვე ვერავინ შეუშალა.
მოქმედ ჩემპიონს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, არადა "მონპელიეს" ლამის მთელი ძირითადი შემადგენლობა აკლდა. რენე ჟირარმა ამ მატჩში რომენ პიტო, ჟორის მარვო, მარკოს ესტრადა, ჯამელ საიჰი, გარი ბოკალი, ქარიმ აიტ-ფანა და სირილ ჟონშამი ვერ დაიხმარა. ასეთი დანაკლისის მიუხედავად, როგორც აღვნიშნეთ, "მონპელიეს" ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია და პარიზიდან მინიმუმ ქულის წაღებაც შეეძლო, მაგრამ ლიდერმა ერთი შეცდომა არ აპატია და შინ დამწუხრებლი გაუშვა.
"რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. პსჟს არაფერი დავუთმეთ და საკმაოდ კარგადაც ვითამაშეთ. გოლი მიუტევებელი შეცდომის გამო გავუშვით, რაც ძალიან სამწუხაროა. ბიჭების მიმართ საპრეტენზიო არაფერი მაქვს, რადგან მათ მასპინძლებს დიდი პრობლემები შეუმქნეს. ვფიქრობ, მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ როდესაც მოგება გსურს, ისეთი შეცდომები არ უნდა დაუშვა, როგორიც დღეს დავუშვით," – განაცხდა მატჩის შემდეგ რენე ჟირარმა.
29.03.13. პსჟ - მონპელიე 1:0
ერთმა "ოლიმპიკმა" მოიგო, მეორემ წააგო
"მარსელმა" სტუმრად მოიგო და მეორე ადგილზე გადავიდა. პროვანსელები "ნიცას" ხვდებოდნენ, რომელსაც თითქმის სულ ამარცხებენ. წლევანდელი "ნიცა" იმაზე გაცილებით ძლიერია, ვიდრე ბოლო წლებში, მაგრამ ტრადიცია მაინც არ დაირღვა და ზღვისპირელთა დერბიში გამარჯვება კვლავ "ოლიმპიკს" დარჩა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ანდრე-პიერ ჟინიაკმა მატჩის მე-15 წუთზე, მატიო ვალბუენას პასის შემდეგ გაიტანა. "ნიცას" ამ შეხვედრაში საუკეთესო ბომბარდირი დარიო ცვიტანიჩი დაუბრუნდა, მაგრამ არგენტინელს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აშკარად ეტყობოდა და მან სტივ მანდანდას შეწუხება ვერ მოახერხა. კლოდ პუელის გუნდს ვერც ცვლილებაზე შემოსულმა ახალგაზრდებმა, ალექსი ბოსეტიმ და 16 წლის ნილ მოპეიმ უშველეს.
სენსაციური მარცხი განიცადა "ლიონმა". რემი გარდის გუნდმა "სოშოსთან" წააგო და მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ჯოვანი სიომ - კოტ დივუარელმა ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე პასი გააკეთა. "სოშომ" გასავარდნი ზონა დატოვა და მე-18 ადგილი "ბრესტს" დაუთმო, ვინც ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. "ლილთან" გამართულ შეხვედრაში მასპინძლები კი დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ ორი ბურთი საკუთარ კარში მიიღეს და 3 ქულა "ძაღლებს" გაატანეს. რუდი გარსიას გუნდიდან გოლები სალომონ კალუმ და ნოლან რუმ გაიტანეს. "ლილმა" ბოლო 7 მატჩიდან მე-6 მოიგო და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.
ობამეიანმა და ბრანდაომ კი გაიტანეს, მაგრამ...
თავისი მორიგი გოლები გაიტანეს პიერ-ემერიკ ობამეიანმა და ბრანდაომ, მაგრამ "მწვანეებს" ეს გამარჯვებისთვის არ ეყოთ. ბოლო ადგილზე მყოფმა "ტრუამ" ბოლომდე იბრძოლა და ანგარიში ორჯერ გაათანაბრა. აღსანიშნავია ბენჟამინ ნივეს მორიგი გოლი - 36 წლის ვეტერანმა უკვე მე-9 გოლი გაიტანა. "სენტ ეტიენს" 2013 წელს ჯერ შეხვედრა არ წაუგია, მაგრამ კრისტოფ გალტიეს გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა, რის გამოც მესამე ადგილზე მყოფ "ლიონს" 3 ქულით ჩამორჩება.
ზედიზედ მეორე მატჩები მოიგეს "ნანსიმ" და "ბასტიამ". აუტსაიდერმა "რენი" დაამარცხა, რომელიც რომენ ალესანდრინის ტრავმის შემდეგ თამაშს ვეღარ იგებს, "ბასტიამ" კი საოცარ შეხვედრაში იმარჯვა - კორსიკელებმა "ვალანსიენის" კარში 4 გოლი გაიტანეს, საკუთარში 3 მიიღეს და შინ სამი ქულა წაიღეს. სტუმართა მხრიდან ორ-ორი გოლი ვეტერანმა ტეოფილო მაულიდამ და ახალგაზრდა ფლორიან ტოვენმა გაიტანეს. ამ უკანასკნელით, იანვრის სატრანფერო ფანჯრისას რამდენიმე ძლიერი ევროპული გუნდი იყო დაინტერესებული, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. როგორც ჩანს, მომავალ სეზონს 20 წლის ფეხბურთელი გაცილებით ძლიერ კლუბში დაიწყებს.
ლიგა 1. XXX ტური
პსჟ-მონპელიე 1:0
გოლი: 1:0 გამეირო (81).
ტრუა-სტ. ეტიენი 2:2
გოლები: 0:1 ობამეიანი (8), 1:1 ფოსურიე (25), 1:2 ბრანდაო (31), 2:2 ნივე (38).
აიაჩო-ტულუზი 2:3
გოლები: 1:0 ზებინა (18-საკ. კარში), 1:1 კაპუ (25), 1:2 ტაბანუ (32), 2:2 მუტუ (41), 2:3 კაპუ (79-პენ).
ევიანი-რეიმსი 2:2
გოლები: 0:1 აიტე (12), 0:2 კურტე (67), 1:2 საგბო (68), 2:2 ნსიკულუ (90).
გაძევება: აიტე (15. რეიმსი).
ბორდო-ლორიანი 1:1
გოლები: 0:1 ალიადიერი (42), 1:1 ობრანიაკი (87).
რენი-ნანსი 0:2
გოლები: 0:1 აიასე (79), 0:2 ბაკარი (89).
ვალანსიენი-ბასტია 3:4
გოლები: 1:0 რ. გომისი (9), 1:1 მაულიდა (20), 2:1 დანიკი (30-პენ), 2:2 მაულიდა (49), 2:3 ტოვენი (84-პენ), 2:4 ტოვენი (89), 3:4 პუჟოლი (90).
ნიცა-მარსელი 0:1
გოლი: 0:1 ჟინიაკი (15).
ბრესტი-ლილი 1:2
გოლები: 1:0 რასპენტინო (10), 1:1 კალუ (18), 1:2 რუ (79).
ლიონი-სოშო 1:2
გოლები: 0:1 სიო (50), 1:1 ბ. გომისი (68-პენ), 1:2 ბაკამბუ (88).
სატურნირო მდგომარეობა
შენიშვნა: "აიაჩოს" – 2 ქულა
ბომბარდირები: 25 – იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 17 – ობამეიანი (სენტ ეტიენი); 12 – ალიადიერი (ლორიანი), ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 10 – ალესანდრინი (რენი), ბენ ბასატი (ბრესტი/ტულუზი), ბრანდაო (სენტ ეტიენი), მოდესტი (ბასტია), პაიე (ლილი), ჟინიაკი (მარსელი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დევიდ ბექჰემი: პსჟ-მა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"