არნემელები ლიდერ "აიაქსს" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებიან, ერედივიზიეს დასრულებამდე კი ექვსი ტურია დარჩენილი
გასული უქმეები ქართული ლეგიონისთვის გამორჩეული ნამდვილად არ ყოფილა.

მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი შეგვიძლია აღვნიშნოთ და უპირველესად, გურამ კაშია უნდა ვახსენოთ, რომლის "ვიტესიც" ჰოლანდიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.

არნემელები ლიდერ "აიაქსს" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებიან, ერედივიზიეს დასრულებამდე კი ექვსი ტურია დარჩენილი.

გასული ტურის მატჩი "ვიტესმა" არცთუ იოლად მოიგო, მაგრამ მთავარია, რომ დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება შეძლო.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ქართული დერბი" უნდა შემდგარიყო, მაგრამ თუკი "ჰერტას" შემადგენლობაში ლევან კობიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ერთი ბოხუმელი ქართველი, ალექსანდრე იაშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ხოლო მეორე, ნიკოლოზ გელაშვილი - განაცხადს მიღმა.

რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერთა უმრავლესობა საქმეში ვერ ვნახეთ. გამონაკლისია აკაკი ხუბუტია, რომლის "მორდოვიამაც" ამ გამარჯვებით პრემიერლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა.

უკრაინის პრემიერლიგაში "კარპატი" ძალიან ეცადა ლიდერ "შახტარის" შეჩერებას, მაგრამ მაინც მინიმალურად დამარცხდა. მურთაზ დაუშვილმა დონეცკელებთან ბრძოლაში წითელი ბარათი მიიღო, რაც მისთვის მიმდინარე სეზონში უკვე მესამე გაძევებაა.

"ლელოს" შაბათის ნომერში უკვე გამცნეთ, რომ საფრანგეთის ლიგა 2-ში სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა გიორგი მაკარიძემ. იმედია, ახალგაზრდა ქართველი მეკარე შეძლებს გუნდში იმ პოზიციების დაბრუნებას, რომელზეც ტრავმამდე იმყოფებოდა.

შოთა არველაძის "ქაშიმფაშა" თურქეთის სუპერლიგაში მესამე ადგილამდე აღზევდა, რასაც "ბურსასფორთან" საშინაო 2:0-ით მიაღწია.

ლადო დვალიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ "პოლონიას" ღირსებას იცავდა, ყოფილ კლუბს "ლეგიას" მაისურით დაუპირისპირდა და გამარჯვებაც იზეიმა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ტურისა და მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართა, სადაც ბაქოს "ინტერმა" თანაქალაქელ "ნეფთჩის" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ამით "ნეფთჩიმ" კახა ცხადაძის გუნდთან უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად