"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ევროპის ჩემპიონატზე შარშანდელი შედეგი გაიმეორეს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა საფრანგეთის ალპებში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ელიტური სარაგბო ქვეყნების გუნდები ასპარეზობდნენ, მე-5 ადგილისთვის მატჩში დიდი ანგარიშით წააგო უელსის 18-წლამდელთა ნაკრებთან - 0:50.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შარშანდელი შედეგი გაიმეორეს. მათ ისევ ექვსეულს მიღმა დატოვეს ექვსი ერის გათამაშების ქვეყნის, იტალიის 18-წლამდელთა ნაკრები.

ცხადია, ჩვენს გუნდს უკეთესი შედეგის მიღწევაც შეეძლო, ცოტა მეტი ყურადღებით რომ ეთამაშა მეოთხედფინალში ირლანდიის ნაკრებთან.

"სამყურებმა", რომლებსაც თითქმის ყველაფერში ვაჯობეთ, მესამე ადგილისთვის მატჩში, ასევე მშრალი ანგარიშით მოუგეს შოტლანდიის ნაკრებს - 40:0. ეს ის შოტლანდიაა, რომელმაც მეოთხედფინალში ჩვენი მძლეველი უელსი დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ძალიან კარგად დაიწყო და ძალიან ცუდად დაასრულა. პირველ მატჩში ირლანდიასთან მარცხის მიუხედავად, ჩვენი გუნდის მიმართ მხოლოდ საქებარი სიტყვები ისმოდა, თუმცა იმ შეხვედრაშიც კარგად გამოჩნდა "უმცროსი ბორჯღალოსნების" ნაკლოვანებები.

"სამყურებთან" მარცხს იტალიის ნაკრებთან გამარჯვება მოჰყვა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თამაშის ხარისხი პირველ მატჩში ნაჩვენებთან შედარებით უარესი იყო. გუნდს არა მარტო ფიზიკური, ფსიქოლოგიური გადაღლაც ეტყობოდა.

ირლანდიელებთან მოსაგები თამაშის წაგებამ, როგორც ჩანს, მოთამაშეები ემოციურად დაცალა.

"სკუადრა აძურასთან" დაპირისპირებისას მოთამაშეები თითქოს დაღონებული გამოიყურებოდნენ.

უელსთან მატჩის რეპორტაჟი არ გვინახავს. ტურნირის ორგანიზატორის, FIRA AER-ის მიერ ორგანიზებული ტექსტური Live კი, როგორც ჩანს, მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთდა, რადგან კომენტატორი ანგარიშებს არაოპერატიულად გვამცნობდა. ამიტომ რაიმეს გადაჭრით მტკიცება შეუძლებელია.

ერთადერთი, შეგვიძლია იმავე კომენტატორის დასკვნა მოვიყვანოთ მაგალითად: "უელსმა მეტოქე ფიზიკურადაც დაჯაბნა და სისწრაფეშიც".

აი ასე, როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ამ ფორმაციის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია და შესანიშნავად თამაში შეუძლია, ზედიზედ სამჯერ უმაღლესი რანგის გუნდებთან საასპარეზოდ ჯერ კიდევ მზად არ არის.

ცუდია, როცა დიდი ანგარიშით და თანაც, მშრალად აგებ, მაგრამ ეს კიდევ ერთი, საკმაოდ კარგი გაკვეთილია, რომლისგანაც სათანადო, სწორი დასკვნები უნდა გაკეთდეს. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენს გუნდს მოსამზადებელ პერიოდში რამე დააკლდა, მაგრამ ელიტასთან რომ ბოლომდე ბრძოლა შევძლოთ, კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი და გამოსასწორებელი.

კარგია, რომ იტალიის ნაკრები კიდევ ერთხელ დავამარცხეთ და სარაგბო სამყაროს ვაჩვენეთ, რომ ექვსი ერის ამ ქვეყანას, თუნდაც ამ ასაკში, არათუ ჩამოვრჩებით, არამედ ვჯაბნით კიდეც. ეს ევროპის ჩემპიონატი უკვე ისტორიის საკუთრებაა.

ახლა წინ უნდა გავიხედოთ. ამ გუნდს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს. მოსაგებია მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის შესარჩევი ტურნირი; მერე თავად ეს შეჯიბრება, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურს იძლევა.

საქართველოს 18-წლამდელთა ამ ნაკრებმა აუცილებლად უნდა შეძლოს და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პლანეტის უძლიერეს გუნდებთან იასპარეზოს. ამის გვჯერა და დიდი იმედი გვაქვს. საამისოდ კი ბევრი, მუყაითი და მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო.

საქართველო-უელსი 0:50

საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. იოსებ კიკვაძე, 13. სანდრო ილურიძე, 12. თემურ ირემაძე, 11. დავით გულითაშვილი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. თეიმურაზ თუთბერიძე. 1. ბექა კაკაბაძე, 2. გიორგი თორაძე, 3. ზურაბ ხარებავა, 4. თორნიკე ზოიძე, 5. როლანდ კვაჭაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. დავით პაპავაძე, 8. ჟორა მღებრიშვილი.

16. დავით ფხაკაძე, 17. ბადრი ალხაზიშვილი, 18. გუგა ხანთიძე, 19. ბექა გორგაძე, 20. ვასილ ლობჟანიძე, 21. ბადრი ლიპარტელიანი, 22. დევი დევსურაშვილი, 23. დავით ლობჟანიძე, 24. ბადრი დანგაძე, 25. გიორგი ხვისტანი, 26. ლევან გიკაშვილი.

ევროპის ჩემპიონატი

VII ადგილისთვის

იტალია-პორტუგალია 13:7

V ადგილისთვის

საქართველო-უელსი 0:50

III ადგილისთვის

ირლანდია-შოტლანდია 40:0

ფინალი

ინგლისი-საფრანგეთი 27:22

საბოლოო მდგომარეობა

1. ინგლისი, 2. საფრანგეთი, 3. ირლანდია, 4. შოტლანდია, 5. უელსი, 6. საქართველო, 7. იტალია, 8. პორტუგალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში