საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გარიგებულ მატჩებთან ბრძოლაში ჩართვისკენ გულშემატკივრებს მოუწოდებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გარიგებულ მატჩებთან ბრძოლაში ჩართვისკენ გულშემატკივრებს მოუწოდებს.

"ძვირფასო გულშემატკივრებო და ფეხბურთის მუშაკებო,

უდავოა, რომ ფეხბურთისთვის უპირველესი პრიორიტეტია, მხოლოდ სამართლიან და პატიოსან ბრძოლაში გამოვლინდეს თითოეული მატჩის თუ შეჯიბრის გამარჯვებული.

სამწუხაროდ, ამას ხელს უშლის ზოგიერთი პირის თუ პირთა ჯგუფის არაკეთილსინდისიერი საქციელი, რაც გამოიხატება მატჩების შედეგით მანიპულირებაში სპორტული თუ ფინანსური სარგებლის მოსაპოვებლად.

ეს, რა თქმა უნდა, ზიანს აყენებს ჩვენთვის საყვარელი სპორტის სახეობას!

გარიგებულ მატჩებთან ბრძოლის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ძალისხმევის გაერთიანება, რადგან მხოლოდ ერთობლივი ძალებითაა შესაძლებელი ფეხბურთიდან ამ მანკიერების აღმოფხვრა.

ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვისაც აქვს კონკრეტული ფაქტები ან ეჭვები ჩატარებული თუ მომავალი მატჩების სპორტულ სამართლიანობასთან დაკავშირებით, მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია. ჩვენ შევქმენით საგანგებო ელ-ფოსტის მისამართი integrity@gff.ge, რომელზეც შგიძლიათ მოგვაწოდოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია.

ჩვენი მხრივ, ვიძლევით ინფორმაციის მომწოდებლის ვინაობის კონფიდენციალობის გარანტიას.

წინასწარ გმადლობთ თანამშრომლობისთვის ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია"

დათო
ეს რაც მოხდა მარტო ფედერაციის ბრალი არ არის, ამას ჩემი აზრით უფრო ღრმა ფესვები აქვს (ობოლაძეზე აღარაფელს ვამბობ), კომუნისტების დროშიც ეს ასე ხდებოდა, ერთი თავით ძლიერი უნდა ყოფილიყავი, რომ თბილისის გუნდთან წარმატებისთვის მიგეღწია ... ჩემი აზრით ამაზეა ფიქრი საჭირო თუ რატომ ხდება ეს და როგორ უშველოთ
bj
mamulo, ნუ შეგყავთ სხვები შეცდომაში: ჯერ ერთი, წესდება ასეთ საკითხებს არ არეგულირებს, არამედ ეს ჩემპიონატის და სადისციპლინო დებულებების თემაა, სადაც მსგავსი არაფერი წერია და ვერც ეწერება, რადგან ფეხბურთში მომუშავე ყველა პირმა კარგად იცის, რომ მსაჯის შეცდომის გამო მატჩი არ გადათამაშდება არანაირ შემთხვევაში. ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი დიდი პრობლემა იმაშია, რომ ვინც წესების ცოდნას იჩემებს (ფეხბურთელები, მწვრთნელები, ტელეწამყვანები და ა.შ.), უმრავლესობას არ აქვს ელემენტარული საფეხბურთო განათლება თუ ცოდნა. ამიტომ, თავს ზედმეტად ნუ გამოიდებთ და ნუ წარმოაჩენთ თქვენს უცოდინარობას, სხვების (მაგალითად, გივის) შეგნებულ თუ უნებლიე დეზინფორმირებაზე რომ არაფერი ვთქვათ!
გივი
მართალია mamulo. აი პირველი მატჩი, რომლისგანაც უნდა დაიწყოს. ''მსაჯ''-ი ხეცაძის მოქმედება ალბათ ჯდება ამ საქმეში, თუ თავად ფედერაციის ინტერესი არაა აქ.
daviti
ამათმა სულ გაბერეს.რაც გაიგეთ,უტყუარად დადასტურებული რაც იყო იმაზე რა რეაქცია გქონდათ?ერთპიროვნულად შეწყალებული ფეხბურთელები დაგავიწყდათ?ბატონებო ეს ფეხბურთელები და კიდევ უამრავი მათგანი რომლებიც გასვრილი იყვნენ ამ სიბინძურეში ისევ ამ ჩემპიონატში თამაშობენ.დაგავიწყდათ როგორ ურტყამდა ორივე გუნდიშ ფეხბურთელები ერთი ტაიმის განმავლობაში ბურთებს მხოლოდ აუტში ამ კომპონენტში "მეტი" რომ,წამოსულიყო?ან ვითომ დამტვრეულები ასკინკილით რომ გადიოდნენ მოედნიდან აღარ გახსოვთ?ამ უმსგავსობის "ვერ დამნახავი" მომხდარით "შოკირებული" მწვრთნელები მუშაობენ ისევ იმ გუნდებში.რათ უნდა ამას ანონიმურობა.შარშანდელი თასის ფინალი საკმარისი არ არის?კვარაცხელიამ რომ,არა ობიექტურად იმსაჯა და ის რაც მან გააკეთა უბრალო მსაჯის ადამიანური შეცდომით არ იყო გამოწვეული,ეგ,შეუიარაღებელი თვალითაც არ ჩანდა?გამოიძიეთ ბატონებო გორის დილას თამაშები შარშან,უამრავ რამეს "აღმოაჩენთ".ეს მაიმუნობა ფეხბურთს კლავს,სამწუხაროდ არაა ეს მარტო ჩვენი სენი.მსოფლიო ფეხბურთიც მაგ დღეშია მაგრამ,ამხელა მაშტაბის სიბინძურე აღმოცენილიყო და არავინ დასჯილიყო ესეთი მე არ მინახას სხვაგან.
mamulo
მივმართავ ქართული ფეხბურთის ფედერაციას!!!წესდებაში გიწერიათ--"თუ მსაჯის გადაწყვეტილებამ გავლენა იქონია თამაშის შედეგზე,მაშინ შედეგი უნდა გაუქმდეს და მოხდას გადათამაშება".ტორბედო-დინამოს თამაშის შედეგზე მსაჯ ხეცაძის მიერ დინამოს კარში 100% პენალტის არ დანიშვნამ,დიდი გავლენა მოახდინა თამაშის საბოლოო შედეგზე.უნდა გადათამაშდეს თუ არა ეს თამაში? ჩემი აზრით სამართლიანობა უნდა აღდგეს და თამაში უნდა გადათამაშდეს.
tengo
ისე ხეცაძე სად ირებს ხელფასს, ან ვინ უხდის პრემიას არ გაინტერესებთ???????? ისე ამ იმერელ კაცს რა დაუშავა ტორპედომ, კითხეთ ისე. ერთი წინადადებაც. მატჩის შემდეგ მსაჯებმა გაიარონ გულშემატკივრების მიერ გაკეთებულ კორიდორში.
Gio
მსაჯების მოსყიდვის თემა არის იმდენად ყოველმხრივ ცნობილი და მიღებული, რომ აღარავის უკვირს არდანიშნული და განგებ დანიშნული პენალტები... ფედერაციის დღევანდელი შემადგენლობით ამ ზომების მიღება გავს მგლის თავზე სახარების კითხვას... ფედერაციაში უნდა მოვიდნენ ნამდვილად ფეხბურთზე გულშემატკივარი ხალხი და არა ისეთები, რომლის (საუკეთესო შემთხვევაში ზურგს უკან) ხდებოდა და ხდება ქართული ფეხბურთის სამარის გამალებული გათხრა.
juria
ვინ გადაატამაშებს თვითონ ფედერაციამ დაავალა ხეცაძეს რაცარუნდა დაგიჯდეს დინამომ არ უნდა წააგოსო და ეხლა მსაჯს აბრალებენ პეშკააა ხეცადზე და მეტი არაფერი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად