გიორგის გუნდმა მოსკოვში ცსკა-ს მძლეველ "არმანის" მილანში 76:72 მოუგო
"ოლიმპიას" დიდი გამარჯვება! - ასე დაასრულა იტალიელმა ტელეკომენტატორმა "არმანისა" და "ოლიმპიას" მატჩის მიმოხილვა. გიორგი შერმადინის გუნდმა მოსკოვში ცსკა-ს მძლეველ "არმანის" მილანში 76:72 მოუგო. ორი ტურის შემდეგ ოლიმპიელებს ამდენივე გამარჯვება აქვთ და ჯგუფის ლიდერები არიან.

დამაჯერებლად ითამაშა შერმადინმაც, რომელმაც 14:40 წუთში 2 ქულა (ერთი ორქულიანი ისროლა), 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩი საინტერესო სანახავი გამოდგა. მილანელები სლოვენიელთა მტკიცე დაცვის გარღვევას ამერიკელთა ინდივიდუალიზმით ცდილობდნენ. ოკეანისგაღმელები სამქულიანებითაც გამოირჩნენ და შედეგიანი დრიბლინგებითაც. საბოლოოდ "არმანის" ბომბარდირთა სამეული ჰოუკინსმა (11 ქულა), ფინლიმ (12) და ჯაბერმა შეადგინეს. სწორედ მათი აქტიურობის შედეგად მესამე პერიოდის დასაწყისში მასპინძლები 46:32 დაწინაურდნენ. სხვათა შორის, "არმანი" მას შემდეგ გაიქცა, რაც გიორგი შერმადინი მოედნიდან გავიდა. მატჩის 27-ე წუთზე, ანგარიშზე 54:47 (არმანის სასარგებლოდ) მოედანზე გიორგი დაბრუნდა და შესვლისთანავე ეფექტური პასი შეასრულა. ვინც შეხვედრა იხილა, დაგვეთანხმება, რომ ქართველმა ცენტრმა დაცვაში ნაყოფიერად იმუშავა, როცა იგი მოედანზე იყო, მასპინძლებს ახლო დისტანციიდან ქულების მოგროვება ძალიან უჭირდათ. მილანელებს ბოლო პერიოდში აღარც სამქულიანი ტყორცნები "წაუვიდათ" და გორან იაგოდნიკის ზუსტი თამაშის წყალობით "ოლიმპია" მალე დაწინაურდა.

სირენამდე 6 წუთით ადრე სლოვენიელები 64:61-ს იგებდნენ. სწორედ ამ დროს შერმადინს სხვაობის 5 ქულამდე გაზრდა შეეძლო, მაგრამ ფარქვეშ მარტოდ დარჩენილ ქართველზე იტალიელები უხეშად დაჯარიმდნენ. გიორგიმ ორივე საჯარიმო ააცილა. შეიძლება ამის გამო, შეიძლება იმ მოსაზრებით, რომ ბოლო წუთებზე "ოლიმპიას" შედარებით გამოცდილი ხუთეული სჭირდებოდა, მწვრთნელმა იურე ზვოდჩმა შერმადინი სათადარიგოთა სკამზე დააბრუნა.

მატჩის ბოლო წუთი ახალი დაწყებული იყო, როცა მილანელმა დევიდ ჰოუკინსმა ორქულიანით თანაგუნდელები 71:70 დააწინაურა. საპასუხო შეტევაში საშა ოზბოლტმა ორი საჯარიმო გამოიყენა... დარჩენილ დროში, დიდი მცდელობის მიუხედავად "არმანიმ" მხოლოდ ერთი ქულა ჩააგდო. "ოლიმპიამ" 76:72 გაიმარჯვა.

ევროლიგის მესამე ტურში, 4 ნოემბერს სლოვენიელები "პანათინაიკოსს" უმასპინძლებენ.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა