დავიდ ფერერს ტიტულამდე ორი სანტიმეტრი დააკლდა
წელს მაიამის მასტერსის ფინალის შემადგენლობა ჩვეულებრივზე სუსტი აღმოჩნდა. როჯერ ფედერერმა და რაფაელ ნადალმა დასვენება გადაწყვიტეს და ფლორიდაში არ ჩავიდნენ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი ტურნირი მერვედფინალიდან დატოვა, როცა ტომი ჰაასს ვერ გაუმკლავდა. რაც შეეხება ინდიან უელსის მასტერსის ფინალისტ ხუან მარტინ დელ პოტროს, ის პირველივე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მივიღეთ მოულოდნელი ფინალური წყვილი - ენდი მარეი დავიდ ფერერის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს მიეცა შანსი, პირველად დაემარცხებინა ფინალში TOP5-ის წარმომადგენელი. აქამდე ფერერს ზედიზედ 12 (!) გადამწყვეტი მატჩი ჰქონდა წაგებული კლასიფიკაციის პირველი ხუთეულის წევრებთან.

პირად შეხვედრებში მარეის მინიმალური უპირატესობა ჰქონდა - 6:5. ერთადერთი მატჩი ფინალში მათ 2011 წელს, შანხაიში ჩაატარეს, სადაც ენდიმ თავისი ბოლო მასტერსი მოიგო. ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ ჰარდზე ბრიტანელი 4:1-ს უგებდა ესპანელს.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ გეიმში მარეის ბრეიკ-პოინტები ჰქონდა, ფერერმა წარმატებით დაიწყო მატჩი. ესპანელი აქტიურად მოქმედებდა, მისი მთავარი იარაღი კი ბრიტანელის შეცდომები იყო. სწორედ ამ მიზეზით ენდიმ წააგო პირველი ხუთი გეიმი, რის შემდეგაც ოდნავ გამოცოცხლდა და ორი გეიმი აიღო, მაგრამ სეტის ლოგიკური დასასრული იყო ესპანელის 6:2 მოგება. ფერერს ამისთვის ოთხი “ვინერსი” ეყო, რადგანაც მისმა მეტოქემ საწყის პარტიაში 19 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

მეორე სეტში ჩოგბურთელებმა როლები გაცვალეს. ახლა უკვე დავიდმა დაიწყო შეცდომების დაშვება, იმ დროს, როცა მარეიმ ოდნავ დაალაგა თამაში. ფერერს ზუსტად იმდენი ორმაგი შეცდომა დაუგროვდა, რამდენიც მარეის პირველ პარტიაში ჰქონდა – 19. სცენარიც ჰგავდა საწყის სეტს. ჩაგდებული დასაწყისის შემდეგ ფერერი გამოფხიზლდა და ანგარიშიც კი გაათანაბრა – 4:4, მაგრამ ენდიმ ზედიზედ ორი გეიმი აიღო და სეტებში ანგარიში საყაიმო გახდა.

მესამე სეტში შეცდომების რაოდენობამ ყოველგვარ დასაშვებ ნორმას გადააჭარბა. ჩოგბურთელები თანმიმდევრობით აგებდნენ საკუთარ მოწოდებაზე გეიმებს. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ გადამწყვეტი პარტიის პირველ ექვს გეიმში ბრეიკები დაფიქსირდა. ამასთან, მუდმივად წინ იყო მარეი. ამასობაში ორივეს დაღლილობა დაეტყო, თან ბრიტანელი ოდნავ შესამჩნევად კოჭლობდა.

მესამე პარტიის მსვლელობისას ბრიტანელი ოთხჯერ იგებდა ბრეიკით და ყოველ ჯერზე აგებდა მომდევნო გეიმს. ასევე, ენდიმ ვერ მოახერხა მატჩზე ჩაწოდება. ამასობაში, დავიდის მოწოდება ამუშავდა და ბოლო შესვენების წინ მან დაწინაურება მოახერხა – 6:5. მარეის ორმა შეცდომამ ფერერს მე-12 გეიმში მატჩბოლი მოუტანა. ამ მნიშვნელოვანი გათამაშებისას ენდის დარტყმა აეჭრა და ბურთი სადღაც უკანა ხაზთან დაეცა.

თავის სისწორეში დარწმუნებულმა ესპანელმა თამაში გააჩერა და ვიდეოგამეორება მოითხოვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარეის ეს დარტყმა ზუსტი ყოფილა – ის სულ რაღაც ორი სანტიმეტრით შეეხო ხაზს და სწორედ ეს ორი სანტიმეტრი არ ეყო ფერერს ტიტულის მოსაპოვებლად. საბოლოოდ, სეტი ტაი-ბრეიკზე გადავიდა და იქ კი გაწბილებულმა ესპანელმა საბრძოლველად განწყობა ვერ შეძლო და განადგურდა – 1:7.

შეხვედრა ორი საათი და 45 წუთი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ჩოგბურთელებმა ჯამში 15 ბრეიკი შეასრულეს, 95 უნებლიე შეცდომა დაუშვეს და 38 “ვინერსი” მიითვალეს. ენდიმ მოიგო კარიერაში მეცხრე მასტერსი და ამ მაჩვენებლით "სუფთა" მეექვსე ადგილზე გადავიდა. ის ორი ტიტულით ჩამორჩება პიტ სამპრასს. რაც მთავარია, მაიამის მასტერსის შემდეგ ბრიტანელი მსოფლიოს მეორე ჩოგანი გახდა –

გაუსწრო რეიტინგში შვეიცარიელ როჯერ ფედერერს.

ფინალი

ენდი მარეი (ბრიტ, 2)-დავიდ ფერერი (ესპ, 3) 2:6, 6:4, 7:6(1).

მარეის ტიტულები (26)

2013 - მაიამი, ბრისბენი

2012 აშშ-ის ღია, ოლიმპიადა, ბრისბენი

2011 - შანხაი, ტოკიო, ბანგკოკი, ცინცინატი, ლონდონი

2010 - შანხაი, ტორონტო

2009 - ვალენსია, მონრეალი, ლონდონი, მაიამი, როტერდამი, დოჰა

2008 - სანკტ-პეტერბურგი, მადრიდი, ცინცინატი, მარსელი, დოჰა

2007 - სანკტ-პეტერბურგი, სან ხოსე

2006 - სან ხოსე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მაიამის მასტერსი: სერენა უილიამსის მეექვსე ტრიუმფი

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს