გავიხსენოთ ყველა ის გამოთქმა, რომელიც 31 წლის ფეხბურთელის და "ბარსელონას" ურთიერთობას უკავშირდება
"პარი სენ ჟერმენის" და "ბარსელონას" დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა, რა თქმა უნდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფაქტორია.

მოგეხსენებათ, იბრამ კატალონიურ გუნდში არც ისე წარმატებული სეზონი გაატარა, რის შემდეგაც გუნდი დატოვა და "მილანს" მიაშურა.

იქიდან მოყოლებული, შვედი ხელიდან შანსს არ უშვებდა, რომ "ბარსელონაზე" და განსაკუთრებით, პეპ გვარდიოლაზე რაიმე ცუდი არ ეთქვა.

მოდით, ერთად გავიხსენოთ ყველა ის გამოთქმა, რომელიც 31 წლის ფეხბურთელის და "ბარსელონას" ურთიერთობას უკავშირდება.

"ჟოზე მოურინიო დიდი ვარსკვლავია. ჟოზე გვარდიოლასგან აბსოლუტურად განსხვავებული ტიპია. თუ პორტუგალიელი ოთახში შესვლისთანავე გარშემო ყველაფერს ანათებს, გვარდიოლა ფარდას უშვებს და ირგვლივ ბნელდება. ჩემი აზრით, ის საკუთარ თავს მოურინიოს ადარებს და მისი კომპლექსი აქვს".

როგორც ჩანს, ზლატანის პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი ლიონელ მესი იყო:

"ბარსელონაში" გადასვლით ბავშვობის ოცნება ავისრულე და თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ მესიმ არ დაიწყო ლაპარაკი. მას შუაში სურდა თამაში და არა ფლანგზე. ამის გამო გუნდის ტაქტიკა 4-3-3-დან 4-5-1-ზე გადაეწყო და მეც მოედანზე დავკარგე ის სივრცე და თავისუფლება, რომელიც კარგად თამაშისთვის მესაჭიროებოდა".

"ლიონელ მესი საოცარი ფეხბურთელია. ის წარმოუდგენლად ძლიერია, მაგრამ მე მას კარგად არ ვიცნობ. მესი "ბარსელონაში" 13 წლის ასაკში ჩავიდა და მთელი კარიერა ამ გუნდში გაატარა. მას "ბარსელონას" სტილი სისხლში აქვს გამჯდარი და გუნდიც მასზე თამაშობს, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. ის ბრწყინვალეა, მაგრამ მე ჩავედი "ბარსელონაში" და მასზე მეტი გოლი გავიტანე".

"მე ვუთხარი პეპს ის, რაც ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა: "შენ იყიდე "ფერარი", მაგრამ "ფიატივით" ატარებ". თავიდან ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ შემდეგ გვარდიოლამ ჩემი იგნორირება დაიწყო".

"ბარსელონას" ფეხბურთელებს ვარჯიშებზე სპორტული მანქანებით სიარული აკრძალული ჰქონდათ. მე ვფიქრობდი, რომ ეს იდიოტური აკრძალვა იყო და ერთ-ერთი ვარჯიშზე ჩემი "ფერარი ენცოთი" მივედი. უნდა გენახათ, რა სკანდალი გამოვიწვიე."

"საკუთარი თავი განავალი მეგონა, როდესაც გვარდიოლა გასახდელში იდგა და ისეთი გამომეტყველებით მიყურებდა, თითქოს ზედმეტი ვიყავი და ყველას ხელს ვუშლიდი. ის ნამდვილი ქვის კედელი იყო, აბსოლუტურად უემოციო ჩემს მიმართ და ასეთ დროს მსურდა, რომ სადმე სხვაგან ვყოფილიყავი. შემდეგ მან თავისი ფილოსოფიური სისულელეები დაიწყო. მე მას არ ვუსმენდი, ან რატომ უნდა მომესმინა ამ იდიოტობისთვის?! ის საუბრობდა სისხლზე, ოფლზე, ცრემლებზე და მსგავს სისულელეებზე."

"თუ შენ ჩემთან პრობლემა გაქვს, ეს პრობლემა შენ უნდა მოაგვარო, რადგან ლიდერი და მწვრთნელი ხარ. არ შეიძლება 20 ფეხბურთელთან ნორმალური დიალოგი გქონდეს, ხოლო როდესაც 21-ეს მიადგები, გვერდზე გაიხედო. ჩემი აზრით, დიდი მწვრთნელი პრობლემებს წყვეტს, პატარა მწვრთნელი კი პრობლემებს გაურბის".

"ხალხი ამბობს, რომ გვარდიოლამ ექვსი ტიტული მოიგო და ის დიდი მწვრთნელია. ამ გუნდის გაწვრთნა მეც შემეძლო. ასეთი გუნდით ტიტულები უნდა მოიგო. ამ ფეხბურთელებს წარმატებით თამაში მწვრთნელის გარეშეც შეუძლიათ. "ბარსელონას" შეიძლება 4 წამყვანი ფეხბურთელი აკლდეს, მაგრამ მაინც იმარჯვოს."

"ის მაჰათმა განდის მაგონებს, როდესაც გასახდელში საკუთარ შეგირდებს ესაუბრება".

"გვარდიოლას სურს, რომ ხალხში იდეალურ ადამიანად გამოჩნდეს. ტაიგერ ვუდსსაც სურდა, რომ იდეალური ყოფილიყო, მაგრამ იდეალური არავინ არის."

"გვარდიოლა მიყურებდა და ამ დროს თავი ვეღარ შევიკავე. ვიფიქრე, რომ ჩემს წინ მტერი იდგა, რომელიც მელოტ თავს იფხანდა. მე მას ვუყვირე: შენ კვერცხები არ გაქვს; მშიშარა ხარ და კიდევ უარესი რაღაცები." - ეს ყველაფერი 2010 წელს, "ინტერთან" ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური შეხვედრის შესვენებაზე ხდებოდა.

"შენ მოურინიოსი გეშინია. წადი შენი..." - ისევ "ინტერთან" 1/2-ფინალის დროს წარმოთქმული სიტყვიდან.

"ჩემი გუნდიდან გაშვება მხოლოდ ერთ კაცს სურდა. კარიერის განმავლობაში პრობლემა არავისთან მქონია, ყველა მწვრთნელს ვუგებდი. აქ კი ჩემს წინ იყო ადამიანი, რომელიც საერთოდ არ მესაუბრებოდა და ჩემი დანახვა არ სურდა. არ ვიცი, რა იყო "ფილოსოფოსის" პრობლემა, მაგრამ ის მე ვერ მიტანდა. მე 28 წლის ვარ და საკუთარ თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ ერთი წელი სკამზე გავატარო და ამინდს დავაკვირდე", - შვედის აზრით, "ბარსელონადან" მისი წასვლა მარტო გვარდიოლას სურდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ხოსეპ გვარდიოლა მხდალია. ის ჩემი კარიერის ყველაზე სუსტი მწვრთნელია

manutd
მე ვეთანხმები იბრას. მას არასწორად მოექცნენ... სამაგიეროდ დღეს დასჯის მათ. იბრამ დაამტკიცა რო მესისგან განსხვავებით ფეხბურთელია და დღესაც დაამტკიცებს...
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
შენგელია ნაკრებს ხვალ შეუერთდება - როდის გამოცხადდება მამუკელაშვილი?
ეკვადორში ზეიმია - პრეზიდენტმა დასვენების დღე გამოაცხადა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს