ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. სამშაბათის მატჩის წინ
მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მეთორმეტედ გავიდა და ევროპული კლუბებიდან ასეთი შედეგით მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედი" თუ დაიკვეხნის, ამაზე უკეთესით კი - ვერავინ!

ბავარიელებმა ჯერ კიდევ წილისყრის შემდეგ აღიარეს, რომ მათთვის "იუვენტუსი" "ბარსელონას" და "რეალის" შემდეგ ყველაზე არასასურველი მეტოქეა.

ეს არის ევროპის ორი სუპერგრანდის დაპირისპირება და რაც ყველაზე საინტერესოა, ორივე გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია - "ბაიერნი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს 20-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ჩემპიონობას, სავარაუდოდ, მომდევნო ტურში გაინაღდებს, "იუვე" კი იტალიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევარ "ნაპოლის" 9 ქულით უსწრებს.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთის მოყვარულებს გერმანიისა და იტალიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდების ორი უაღრესად დამაინტრიგებელი დუელი გველის. პირველი რაუნდი დღეს მიუნხენში გაიმართება: "ბაიერნის" მიზანი ამ მატჩის მშრალად მოგებაა, "იუვენტუსის" - მინიმუმ, არწაგება.

"მიხარია, რომ დიდი ხნის ტრავმირებული ჰოლგერ ბადშტუბერისა და დისკვალიფიცირებული ხავი მარტინესის გარდა, ყველა ფეხბურთელი მწყობრში მყავს," - განაცხადა ბავარიული გრანდის თავკაცმა 1 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ჰამბურგთან" არასაფეხბურთო ანგარიშით (9:2) მოგებულ შეხვედრაში მიუნხენურ გრანდს მცირე ტრავმის გამო მარცხენა მცველი დავიდ ალაბა აკლდა, მაგრამ 20 წლის ავსტრიელმა ტრავმა მოიშუშა და 2 აპრილს ძირითად შემადგენლობაში იქნება. დაშავებული იყო მიუნხენელთა 27 წლის თავდამსხმელი მარიო გომესიც, რომელიც ასევე გამოჯანმრთელებულია, მაგრამ ჰაინკესი სასტარტოში ალბათ მაინც ხორვატ მარიო მანჯუკიჩს გაამწესებს.

"დონ იუპმა" შაბათს ეს უკანასკნელი დაასვენა და მის არყოფნაში კლაუდიო პისარომ პოკერის შესრულება შეძლო...

"ბაიერნის" 67 წლის მწვრთნელმა აღიარა, რომ ამ დღეებში მხოლოდ "იუვენტუსზე" ფიქრობდა:

"ლოგინშიც კი "იუვესთან" ერთად ვწვებოდი, "იუვესთან" ერთად ვიძინებდი და "იუვესთან" ერთად ვიღვიძებდი. მეუბნებიან, ყველა "ბაიერნს" მიიჩნევს ფავორიტადო, მაგრამ ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. ეს ისეთი თამაშია, რომელშიც ფავორიტი არ არსებობს.

"იუვენტუსი" უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. ეს არის ტიპური იტალიური კლუბი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ტურინელებს ძალიან კარგი წინახაზელები ჰყავთ. კატენაჩო გუშინ იყო, დღეს "იუვენტუსი" ტაქტიკური და კრეატიული ფეხბურთის იდეალურ ნაზავს თამაშობს", - აღნიშნა ჰაინკესმა პრესკონფერენციაზე.

ზემოთაც ვთქვით, რომ "ბაიერნის" ესპანელი საყრდენი ნახევარმცველი ხავი მარტინესი დისკვალიფიცირებულია. მას ძირითად შემადგენლობაში ლუის გუსტავო შეცვლის. ამასთან, ჰაინკესს ბასტიან შვაინშტაიგერისა და ჟერომ ბოატენგის სახით ორი ისეთი ფეხბურთელი უბრუნდება, რომლებმაც "არსენალთან" საპასუხო შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ იასპარეზეს.

აქვე ვთქვათ, რომ დანტე და "ბაიერნის" კაპიტანი ფილიპ ლამი ფრთხილად უნდა იყვნენ - ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში ისინი საპასუხო შეხვედრას გამოტოვებენ.

კონტე: მიუნხენში სერიოზული გამოცდა გველის

ტურინელები ოდნავადაც არ შეშინებულან იმით, რომ "ბაიერნმა" "ჰამბურგს" 9:2 მოუგო - რაც უნდა იყოს, თავად "იუვენტუსმა" "ინტერის" მილანში დამარცხება (2:1) შეძლო.

"გაძეტა დელო სპორტი" წერდა, "ბაიერნმა" "ჰამბურგს" 9 გოლი "იუვეს" შესაშინებლად გაუტანაო, მაგრამ ტურინელებს შიშის არაფერი ეტყობათ:

"გერმანიაში გაღიმებულები მივდივართ, - უთხრა "ბებერი ქალბატონის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჩვენს იტალიელ კოლეგებს ტურინის აეროპორტში, - ახლა ევროპაშიც უნდა ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია".

"ინტერთან" უპრინციპულეს მატჩში ანგარიში ფაბიო კვალიარელამ შესანიშნავი გოლით გახსნა და სხვათა შორის, ალესანდრო მატრიმ მეორე გოლი სწორედ მისი პასით გაიტანა. ამით კვალიარელამ "ბაიერნთან" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა, კონტეს კი საფიქრალი გაუჩინა: კვალიარელა თუ ჯოვინკო? ვუჩინიჩი თუ მატრი?

სხვათა შორის, ჯოვინკოსა და ვუჩინიჩის თამაში საეჭვო იყო, მაგრამ ტურინელთა ბანაკიდან 1 აპრილს გავრცელებული ცნობების თანახმად, მოედანზე გასვლა ორივეს შეუძლია.

"ინტერთან" გამარჯვებამ თავდაჯერება შეგვმატა. მიუნხენში სეზონის საუკეთესო მატჩი უნდა ჩავატაროთ. გასასაიდუმლოებელი არაფერია: ჩვენ ფინალში გასვლაზე ვოცნებობთ", - ეს კვალიარელას სიტყვებია.

"მიუნხენში ჩემს გუნდს ძალიან სერიოზული გამოცდა ელის. ამ თამაშმა უნდა დაგვანახოს, რამდენად ახლოსაა "იუვენტუსი" ევროპის ელიტასთან.

დაძაბულები არ ვართ და არც ვიქნებით - "იუვე" "ბაიერნთან" მატჩს მსუბუქად, კარგ ხასიათზე, მაგრამ მაქსიმალურად კონცენტრირებული ხვდება", - აცხადებს კონტე.

ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა კი ამ მატჩის შესახებ კომენტარი ლეგენდარულ მცველ იურგენ კოლერს სთხოვეს, რომელიც 1991 წელს "ბაიერნიდან" სწორედ "იუვენტუსში" გადავიდა.

აი, რა თქვა 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა "ველტ ამ ზონთაგისთვის" მიცემულ ინტერვიუში:

"ბაიერნს" "იუვენტუსის" დამარცხება გაუჭირდება. შესაძლოა, ტურინულ გრანდს არ ჰყავს ინდივიდუალურად მაღალი კლასის ბევრი ფეხბურთელი, მაგრამ "იუვე" სრულყოფილ გუნდურ ფეხბურთს თამაშობს.

"ბაიერნის" ფეხბურთელები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან "იუვენტუსს" არა მარტო არაპროგნოზირებადი, არამედ ძალიან დამშეული ფეხბურთელები ჰყავს".

კონტემ მიუნხენში პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც კიდევ აღნიშნა, რომ მისი გუნდი ამ შეხვედრისთვის ასი პროცენტით მზადაა:

"პირადად მე არაფრის და არავისი არ მეშინია... შიში ვერც ბიჭებს შევატყვე! ამ შეხვედრისთვის ასი პროცენტით მზად ვართ".

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩი

02.04. ალიანს არენა. 22:45 სთ

ბაიერნი-იუვენტუსი

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი.

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, კიელინი, ბონუჩი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ვუჩინიჩი (ან მატრი), კვალიარელა (ან ჯოვინკო).

არბიტრი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

ურთიერთშეხვედრები

08.12.2009

იუვენტუსი-ბაიერნი 1:4

გოლები: 1:0 ტრეზეგე (19), 1:1 ბუტი (30-პენ), 1:2 ოლიჩი (52), 1:3 გომესი (83), 1:4 ტიმოშჩუკი (90)

30.09.2009

ბაიერნი-იუვენტუსი 0:0

02.11.2005

იუვენტუსი-ბაიერნი 2:1

გოლები: 1:0 ტრეზეგე (62), 1:1 დაისლერი (66), 2:1 ტრეზეგე (85)

18.10.2005

ბაიერნი-იუვენტუსი 2:1

გოლები: 1:0 დაისლერი (33), 2:0 დემიკელისი (39), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (90)

03.11.2004

ბაიერნი-იუვენტუსი 0:1

გოლი: 0:1 დელ პიერო (90)

19.10.2004

იუვენტუსი-ბაიერნი 1:0

გოლი: 1:0 ნედვედი (76)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იუპ ჰაინკესი: "იუვენტუსი" მითივითაა - ფენიქსივით ფერფლიდან აღდგა

ანტონიო კონტე: "იუვენტუსი" მიუნხენში უშიშრად მიდის

skuadra
ფორზა იუვეეეეეეეეეეეე!!!!!!
del piero 10
იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
Opta-ს პროგნოზს არ ეთანხმება - სიომინმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
ცნობილი გახდა, ითამაშებენ თუ არა დუე და მენდეში ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა