ალექსანდრე იაშვილი ორი დღის წინ ლევან კობიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა
ლევან კობიაშვილმა სოციალური ქსელი "ფეისბუქის" საშუალებით განაცხადა, რომ მიდის ეროვნული ნაკრებიდან, მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს და კბილი გაჰკრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

"ფეხბურთის ფედერაციაში მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც თავად იყვნენ ფეხბურთელები და სწორედ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, თუ რას ნიშნავს სპორტსმენისთვის ღირსეულად დამშვიდობება.

ვწუხვარ, რომ მათი მხრიდან არ მოხდა შესაბამისი ქმედებები. იმედი მაქვს, მომავალში ფეხბურთის ფედერაცია დაარღვევს ამ ცუდ ტრადიციას, გამოიჩენს მეტ პროფესიონალიზმს და ღირსეულად გააცილებს დამსახურებულ ფეხბურთელებს", - ნათქვამია კობიაშვილის განცხადებაში (იხილეთ ვრცლად).

კობიაშვილის განცხადებას ეროვნული გუნდის კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, ალექსანდრე იაშვილი გამოეხმაურა.

"ბოხუმის" თავდამსხმელმა თავისი პოზიცია გაზეთ "ლელოსთან" და საიტ Sportall.ge-სთან დააფიქსირა.

ალექსანდრე იაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბოლო ორი დღის განმავლობაში ნაკრებთან დაკავშირებულ დისკუსიას.

მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი, ყოველთვის მზად ვარ და ვიყავი საქართველოს სახელის დასაცავად. ალბათ გულშემატკივრებიც დამეთანხმებიან, რომ მთელი ჩემი არცთუ ხანმოკლე საფეხბურთო კარიერის მანძილზე არასოდეს დამიზოგავს თავი, ყოველთვის ბოლომდე თავდაუზოგავად მიბრძოლია, ბევრჯერ ფიზიკური ტკივილის ფასადაც.

საბედნიეროდ, გულშემატკივარი ხედავდა და აფასებდა ამას, ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი ხალხის სიყვარულს და ეს ძალას მმატებდა.

სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვი ნაკრების მესვეურებზე. გულშემატკივარს ახსოვს არაერთი დაუმსახურებელი გადაწყვეტილება ჩემს მიმართ, თუმცა ამას არასოდეს შეუცვლია ჩემი დამოკიდებულება ნაკრებისადმი.

მე ერთ-ერთ წინა წერილში აღვნიშნე, რომ ნაკრების ერთ-ერთ უპირატესობას თაობების ბუნებრივი ცვლა და ჯანსაღი კონკურენცია წარმოადგენს. მე არ დამავიწყდება ის გრძნობა, როცა 17 წლის ჭაბუკი უკვე ცნობილი ფეხბურთელების გვერდით აღმოვჩნდი და როგორ ვცდილობდი ყველაფრის სწავლას და მათი მაგალითით პროფესიულ ზრდას.

ვფიქრობ, ახალგაზრდებისთვის ასეთი მაგალითის გარეშე შეუძლებელი იქნება ჭეშმარიტი პროფესიონალიზმის მიღწევა.

ვეთანხმები ლევანს და კახას, რომ საქართველოს არ აქვს ჯერ ფუფუნება ჩვენი გამოცდილების უგულებელყოფის, რომელიც კარგი მაგალითია ახალგაზრდისათვის პროფესიონალიზმისა თუ საქმისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით.

ვფიქრობ, რომ ამდენი წელი თავდადებული შრომის შემდეგ ფეხბურთელს უნდა მიეცეს საშუალება ღირსეულად წასვლისა თავისი ქვეყნის სამსახურიდან.

ფედერაციისა და ნაკრების მესვეურებისგან კი, ყველაზე ცოტა, ღირსეულ მადლობასა და დამშვიდობებას ვიმსახურებდით.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს თანადგომისთვის".

ალექსანდრე იაშვილი

ასევე იხილეთ:

მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს

კახა კალაძე ლევან კობიაშვილის განცხადებაზე: სფფ-ში უნდა გამოფხიზლდნენ!

უბრალოდ ქართველი
დიდი მადლობა ყველა ღისეულ ნაკრების წევრს მათი შრომისთვის. ნაკრებიდან წასვლა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გამოცდილების გაზიარებით უნდა გააგრძელოთ, თორემ კი ვხედავ ვინ ზრდის ახლა ბავებს და შედეგიც სახეზეა.თქვენი თამაში ახლა უნდა დაიწყოთ საფეზბურთო სკოლების აშენებით და თქვენი გამოცდილების გამრავლებისთვის. თორემ თუ ბიზნესებში ჩაჯდებით და კალაზის არ იყოს მინისტრობას მოინდომებთ, ასე ვერ განვიტარდება ფეხბურთი. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ იმხელა ფასებს ნუ დაადებთ სკოლებს , რომ ვერ შეძლონ ხშირად გაჭირვებულ ან საშუალო ფენის, მაგრამ ნიჭიერ ბავშვებმა მოსვლა. აი მერე ჩაგითვლით საქართველოსთვის შრომისთვის. ნაკრებში თამაში არ უნდა იყოს კარიერის დასასრული.
gigilo
იაშკა კიდე ბევრდ ჯობიხარ შენ ესენი სულ უკან მიდიან და მიდიან
ako
მიდიან ნაკრებიდან? კი ბატონო, Mაშინ გააცილონ, რა პრობლემაა.
vaxvax
რაღა კომენტარი სჭირდება,ადგნენ ვეტერანი ფეხბურთელები და ხმა აიმაღლონ და გააგონონ ფედერაციას
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა