სფფ-ის გენერალური მდივანი ნაკრებიდან წასვლის თაობაზე ლევან კობიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ლევან კობიაშვილმა სოციალური ქსელი "ფეისბუქის" საშუალებით განაცხადა, რომ მიდის ეროვნული ნაკრებიდან, მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს და კბილი გაჰკრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

"ფეხბურთის ფედერაციაში მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც თავად იყვნენ ფეხბურთელები და სწორედ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, თუ რას ნიშნავს სპორტსმენისთვის ღირსეულად დამშვიდობება.

ვწუხვარ, რომ მათი მხრიდან არ მოხდა შესაბამისი ქმედებები. იმედი მაქვს, მომავალში ფეხბურთის ფედერაცია დაარღვევს ამ ცუდ ტრადიციას, გამოიჩენს მეტ პროფესიონალიზმს და ღირსეულად გააცილებს დამსახურებულ ფეხბურთელებს", - ნათქვამია კობიაშვილის განცხადებაში (იხილეთ ვრცლად).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია მიმდინარე შესარჩევი ციკლისთვის აღარ იწვევდა კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს.

ყოველივე ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მათ შორის "ლელოშიც", თუმცა აქამდე არც კობიაშვილს და არც იაშვილს არ უთქვამთ, რომ ნაკრებში აღარ ითამაშებდნენ.

ახლა კი კობიაშვილი ოფიციალურად აცხადებს ნაკრებიდან წასვლის თაობაზე და იმავდროულად, ფეხბურთის ფედერაციასა და იქ მომუშავე ყოფილ ფეხბურთელებზე ამბობს სამდურავს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჯერ კობიაშვილს დავურეკეთ გერმანიაში (იხილეთ ვრცლად) და შემდეგ კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს რევაზ არველაძესაც ვთხოვეთ.

- კობიაშვილი და იაშვილი ნაკრებში რომ აღარ გამოიძახეს, გული დამწყდა, ოღონდაც ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და მე ვერანაირ პრეტენზიას ვერ მივიღებ.

- კობიაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ყოფილი ფეხბურთელებიც მუშაობენ და მათ უნდა ესმოდეთ, თუ რას ნიშნავს სპორტსმენისთვის ღირსეულად დამშვიდობებაო...

- როგორც კი კობიაშვილი და იაშვილი ნაკრებში აღარ გამოიძახეს, დავურეკე იაშვილს, უყურადღებოდ არ დამიტოვებია ეს ყველაფერი. მე და იაშვილმა ვილაპარაკეთ და ჩვენი საუბარი კობიაშვილსაც ეხებოდა.

რაღაც გადაწყვეტილებაზე შევჯერდით, რაც იაშვილისთვისაც მისაღები გამოდგა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ურთიერთობაში პრობლემა გამორიცხული იყო.

- გასაგებია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ კობიაშვილმა ნაკრებში 100 მატჩი ითამაშა და ისე ჩამოშორდა ნაკრებს, თითქოს არც არაფერი მომხდარაო...

- ასი მატჩის ჩამტარებელს კი არა, ვისაც ღვაწლი აქვს საქართველოს ნაკრების წინაშე, როგორც ფედერაციის გენერალური მდივანი, ყველას მადლობას ვუხდი.

მაგრამ თუ ფეხბურთელი თვითონ არ ამბობს, ნაკრებიდან წავედიო, ფედერაცია ხომ ვერ იქნება ამის ინიციატორი? როცა ფეხბურთელი თავს დაანებებს ნაკრებში თამაშს, ფედერაციამ ფეხბურთელთან შეთანხმების საფუძველზე უნდა მოაწყოს გარკვეული ღონისძიება და დაიწყოს ფიქრი, თუ როგორ მოხდეს დამშვიდობება ღვაწლმოსილ ფეხბურთელთან.

- კობიაშვილმაც აღნიშნა, თუ რა განცხადება მოაყოლა ფედერაციამ კალაძის ნაკრებიდან წასვლას - რას იტყოდით ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით?

- ფედერაციის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება არ იყო სწორი.

- კობიაშვილს ერთ წელიწადში დაუმთავრდება კონტრაქტი ბერლინის "ჰერტასთან" და აცხადებს, რომ ქართულ ფეხბურთში სურს საქმიანობა...

- კობიაშვილს იმხელა დამსახურება და გამოცდილება აქვს, რომ ფედერაციისთვის მასთან თანამშრომლობა ნებისმიერ რანგში საინტერესო იქნება.

- კობიაშვილს გერმანიის საფეხბურთო კავშირი დისკვალიფიკაციას რომ აძლევდა, მაშინ თუ შეეცადა ფეხბურთის ფედერაცია მის დახმარებას?

- ბუდაპეშტში, ფიფას კონგრესზე შევხვდი გერმანიის საფეხბურთო კავშირის გენერალურ მდივანს და ვუთხარი, რომ გაოგნებულნი ვართ ამ მეტად უსიამოვნო ამბით. წარმოუდგენელია, კობიაშვილს ასეთი რამ ჩაედინა მსაჯის წინააღმდეგ.

მზად ვიყავით ნებისმიერი ტიპის შუამდგომლობისთვის, დახასიათების გასაგზავნად გერმანიის საფეხბურთო კავშირში, მაგრამ გერმანელმა ჩინოსანმა გვითხრა, რომ მსაჯის პატაკი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ საქმეში.

- კობიაშვილის განცხადებაზე კომენტარი კახა კალაძემაც გააკეთა და თქვა, ფედერაციაში უნდა გამოფხიზლდნენო. ეს ყოველივე იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ფედერაციის პრეზიდენტის დამდეგი არჩევნებისთვის პიარკამპანია იწყება?

- ასე შორს არ წავიდოდი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით

კახა კალაძე ლევან კობიაშვილის განცხადებაზე: სფფ-ში უნდა გამოფხიზლდნენ!

tedo
არც არველაძეები ქეცბაია ქინქლაძე შენგელია ბარქაია მესხი სოკრატესი ბესტი და ა.შ.არ გაუცილებიათ მატჩით რადგანაც ტრადიცია არაა რომ ყველა გააცილონ მატჩით პელესავით.მაგალითად მესხი ბაიასთან ამხანაგურში გააცილეს.რა აყალმაყალია კახას კობის იაშკას გაცილებაზე?
GIA
კობი, იაშკა და კალაძე ნამდვილად იმსახურებენ ღირსეულ გაცილებას.
გულშემატკივარი
რეზი გ****ი რა
soso
რაც მართალი მართალია, კობი არ არი ის ფეხბურთელი, რომ ზარ ზეიმით გავაცილოთ. ისევე როგორც კალაძე,
zaza
რეზი ქართველი ხალხი შეაწუხე, წადიიიიიიიიიიიიიიიი
choxela
გასაფილტრია ფედერაცია თავის ნაკრების მცვრთნელიანად
NINI
რეზი მართლა ღირსეული ადამიანი ხარ.შენ ნამდვილად იმსახურებ მინისტრობას. ღმერთმა დაგლოცოს გაიხარე შენი ლამაზი ოჯახით.
rezi
giorgi, კარგი რა, რატომ?
reso
რა ხდება ვერ გავიგე,,რა გახდა ერტი კაი ციკლი რავა კველას სკამი და კაბინეტი უნდა,,,სვენ ტასი გიკრატ,....რას იპარჯკებიტ,,
giorgi
მოშორდი ქართულ ფეხბურტს რეზო, დროზე.
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"