ჩემპიონატის განახლების შემდეგ ბათუმის "დინამომ" სამივე შეხვედრა მოიგო და მეხუთედან მესამე პოზიციაზე აინაცვლა
გია გურულმა ბათუმის "დინამო" აშკარად "ფერზე მოიყვანა".

ზღვისპირელებს პირველ წრეში ერთ-ერთი უსუსტესი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ ახლა ბათუმელები ქვედა ექვსეულში წარმატებით ათამაშდნენ: ჩემპიონატის განახლების შემდეგ გურულის შეგირდებმა სამივე შეხვედრა მოიგეს და მეხუთე ადგილიდან მესამე პოზიციაზე აინაცვლეს.

ზღვისპირელთა პროგრესის შესახებ მათ მწვრთნელს, გია გურულს ვესაუბრეთ.

- აშკარაა, ზამთრის ტრანსფერებმა გუნდი გააძლიერა...

- ჩვენთვის ახლა ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია. ამიტომ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს და ფეხბურთელებმა მოედანზე შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გამოავლინონ. მაგრამ ვაღიარებ - ბოლნისში ფორტუნა ჩვენს მხარეს იყო. "სიონი" კარგი გუნდია და ბოლო წუთებზე ორ-სამ ეპიზოდში აშკარად გადავრჩით.

- დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბათუმის "დინამოს" მოთამაშეებს ხისტი თამაში ჰქონდათ დავალებული, რაც ჩვენს ჩემპიონატში საკმაოდ ეფექტური იარაღია...

- მე ასე ვიტყოდი: ამას არა სიხისტე, არამედ ბრძოლა ჰქვია, რომლის გარეშეც დღეს ფეხბურთში ვერაფერს მიაღწევ. ვცდილობ, ფეხბურთელებს შთავაგონო, რომ არც ერთი სანტიმეტრის დათმობა არ შეიძლება, რადგან ეს შედეგზე აუცილებლად აისახება.

შეიძლება მთელი ტაიმი უტევდე, მაგრამ ერთ ეპიზოდში ბრძოლა დაგეზაროს და ეს წაგებად დაგიჯდეს.

ჩემს ბიჭებს შევაქებ, რადგან ჩემპიონატის განახლების შემდეგ ყველა მატჩში ბოლო წუთამდე იბრძვიან.

- შეხვედრის ბედი თქვენი ვაჟის - სანდრო გურულის გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მის თამაშზე რას იტყვით?

- სანდრო გუნდში შეღავათით არ სარგებლობს. მას პატარ-პატარა შეცდომები ჰქონდა, თუმცა ბევრი იშრომა და ახლა ამ გოლმა ყველა პრობლემა გადაწონა.

- ბოლნისში მოედანი მძიმე მდგომარეობაში იყო...

- დიახ, მაგრამ მარტვილის მოედანთან შედარებით, ბოლნისის საფარი იდეალურს ჰგავდა. იქ ისეთი მოედანი დაგვხვდა, თამაში არ შეიძლებოდა.

სხვათა შორის, ქობულეთში ბოლო თაობის ხელოვნური საფარია, მაგრამ მოედნის სატკეპნი მანქანა არ გვაქვს და იმდენად რბილია, რომ თამაში ჭირს. ზოგან ამობურცულია და შეიძლება, ფეხბურთელს ფეხი დაუზიანდეს. თუმცა საფარი ორივე გუნდისთვის ერთია.

- წარმატებული სერიის წყალობით, უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსები მნიშვნელოვნად გაიზარდა...

- ზამთარში ისეთი მოთამაშეები დავიმატეთ, ბევრი გუნდი რომ ინატრებდა და ახლა სხვა ფეხბურთს ვაჩვენებთ.

ვახერხებთ ბურთის გაგორებასა და სწრაფად გადაადგილებას. მოკლედ, ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ჩემპიონატის XXV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

სიონი-დინამო (ბთ) 0:1 - ბათუმმა შტორმივით აიწყვიტა

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად