საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ალექსანდრე ჩივაძე "დიორ ეტოს" 19 წლის თავდამსხმელის თამაშით კმაყოფილი დარჩა
ავსტრიაში ათდღიანი შეკრების დროს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ალბანეთს 2:0 მოუგო, აზერბაიჯანთან 1:1 ითამაშა, ხოლო მალაიზია 7:1 გაანადგურა.

"ლელოსთან" ინტერვიუში, ავსტრიული შეკრების შეფასებისას, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ბრძანა:

"უნგრული "დიორის" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად იყო მოწვეული და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა".

ახალგაზრდულ ნაკრებში გიორგი ქვილითაიამ პირველივე შეხვედრაში ალბანელებს გოლი გაუტანა. მწვრთნელი მისი თამაშით კმაყოფილი დარჩა და ჩვენც დავინტერესდით - რა შთაბეჭდილებით დაბრუნდა 19 წლის თავდამსხმელი "დიორ ეტოში".

"ეს იყო ახალგაზრდულ ნაკრებში პირველი გამოძახება და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ სადებიუტო შეხვედრაში გოლის გატანა. ამის მერე უფრო თავისუფლად დავიწყე თამაში.

პირველი მატჩი ალბანეთთან ჩვენი უპირატესობით მიდიოდა, ბურთს მუდმივად ჩვენ ვფლობდით და საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტიც შევქმენით. მოედანზე 55-ე წუთზე შევედი და მე-60 წუთზე გავიტანე.

მეორე თამაში აზერბაიჯანელებთან სასტარტოში დავიწყე და მატჩის შემდეგ მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა. მალაიზიასთან კი გუნდს ვეღარ დავეხმარე, რადგან "დიორ ეტოს" მწვრთნელმა ბატონ საშას სთხოვა - იქნებ ადრე დაგვიბრუნოთ ჩვენი ფეხბურთელიო.

ჩივაძის კომენტარებმა ძალიან გამახარა. თავიდანვე რომ შეგაქებენ, ეს დიდი სტიმულია", - ამბობს ქვილითაია.

ახალგაზრდული ნაკრები შესარჩევ ეტაპს სექტემბრიდან დაიწყებს: ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ჩვენს გუნდს ჰოლანდიასთან, შოტლანდიასთან, სლოვაკეთთან და ლუქსემბურგთან მოუწევს გაჯიბრება.

გიორგი იმედოვნებს, რომ "ჯვაროსნები" წარმატებას მიაღწევენ:

"ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ ავსტრიაში დავრწმუნდი, რომ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ძალიან კარგად დაკომპლექტებული, ერთ მუშტად შეკრული, ტექნიკური და შემტევი გუნდია, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან ექნება შანსი.

გუნდში ისეთი ბრწყინვალე გარემოა, შეკრებაზე მისვლა და ვარჯიშზე გატარებული თითოეული წუთი სიამოვნებას მანიჭებდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა.

ბატონი საშას ავტორიტეტი, ადამიანებთან ურთიერთობა და მოთამაშეთა საბრძოლველად განწყობის უნარი მართლაც განსაკუთრებულია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალექსანდრე ჩივაძე: ნაკრებს მიღმა არავინ დარჩება

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მალაიზიას გადაურბინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აზერბაიჯანთან ფრეს დასჯერდა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრია მოგებით დაიწყო

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"