ექსპერტი: ხანდახან რისკის გარეშე საქმე არ კეთდება
მას მერე, რაც "მანჩესტერ სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ხელები ასწია - პრემიერლიგა "იუნაიტედთან" წავაგეთო, ჩემპიონატი "სანდერლენდში" მომხდარმა ამბებმა გაახალისა.

ჩრდილოურმა კლუბმა სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე გუნდის საჭე 44 წლის იტალიელ პაოლო დი კანიოს ჩააბარა, რის გამოც კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი აპენინელის პოლიტიკური შეხედულებებია. აი, რა კომენტარი გააკეთა დი კანიომ, ვინც არ მალავს, რომ გარკვეულწილად ესიმპათიურება ფაშისტური იდეოლოგია, მაგრამ ამასთან, ის არასდროს ყოფილა რასისტი:

"რისი თქმა შეიძლება? თუკი "სანდერლენდში" ჩემმა გამოჩენამ ვინმეს პრობლემა შეუქმნა, გულწრფელად ვუხდი ბოდიშს. ადამიანებმა, რომლებიც კარგად მიცნობენ, იციან ჩემი მრწამსის შესახებ, რომელზეც რამდენიმე წლის წინ ვილაპარაკე ინტერვიუში და რომელიც საკმაოდ დამახინჯებულად გააცნეს საზოგადოებას, რისი გაკეთებაც დიდი უსამართლობა იყო.

ამჯერად საჯაროდ ამ თემაზე ლაპარაკს არ ვაპირებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ აქტიური საფეხბურთო კარიერის დროს ინგლისში ჩემი საუკეთესო მეგობრები ტრევორ სინკლერი და კრის პაუელი იყვნენ. ჰკითხეთ მათ ჩემ შესახებ. პოლიტიკა ჩემი სპეციალიზაცია და ჩემი მოწოდება არ არის. პარლამენტის შენობაში არ ვიმყოფები, რომ ამ საკითხზე დებატებში ჩავება. მე საფეხბურთო მწვრთნელი ვარ. თუკი რაიმე მაინტერესებს, ეს სპორტია. მე არ ვარ პოლიტიკოსი.

არ მინდა, ამ წუთას გულშემატკივარს რამეს შევპირდე, რადგან ხდება ხოლმე, როცა ამისთვის ყველაფერს აკეთებ, მაგრამ სიტყვას ვერ ასრულებ. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ გუნდს სათავეში ჩაუდგა ადამიანი, ვინც დღე-ღამის განმავლობაში სულ იმუშავებს. ეს ჩემი მისიაა".

სანდერლენდი რისკავს

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, გარი ნევილის თქმით, მას ბოლომდე არ ესმის, რა მიზანი ჰქონდა კლუბის ხელმძღვანელობას დი კანიოს დანიშვნით, რადგან ეჩვენება, რომ წინა მწვრთნელებისგან განსხვავებით, ამჯერად "შავი კატები" სერიოზულ რისკზე წავიდნენ და გუნდს სათამაშო ფილოსოფიის მთლიანად შეცვლა მოუწევს:

"წარმოდგენა არ მაქვს, როგორ განვითარდება მოვლენები "სტედიუმ ოფ ლაითსზე". რაც ამ ეტაპზე იქ ხდება, ძალიან არ ჰგავს ამ კლუბის პოლიტიკას, თუკი გავითვალისწინებთ, ვინ წვრთნიდა გუნდს ბოლო წლებში - პიტერ რიდი, ნაიალ ქუინი, როი კინი, სტიც ბრუსი და მარტინ ონილი. დი კანიო მათგან რადიკალურად განსხვავდება. ეს უკვე მსოფლმხედველობის ცვლილებას ჰგავს.

შესაძლოა, ელის შორტს სწორედ ამის მიღწევა სურდა და რისკზეც განგებ წავიდა. ცხადია, პაოლოს გამწვრთნელება რისკია, მაგრამ ცხოვრებაში ხანდახან ამის გარეშე არაფერი გამოდის. გაამართლებს თუ არა ეს ნაბიჯი, მხოლოდ რამდენიმე კვირაში გავიგებთ. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შაბათს "მანჩესტერ იუნაიტედთან" გუნდი ძალიან დათრგუნული ჩანდა. დი კანიოს კი შეუძლია მას ახალი სული შთაბეროს, როგორც მან ეს "სუინდონში" გააკეთა".

ფანებიც აპროტესტებენ

გარი ნევილს უფლება აქვს ამტკიცოს, რომ დი კანიოს დანიშვნას, შესაძლოა, "სანდერლენდში" ახალი ეტაპის დაწყება მოჰყვეს, რადგან ის მხოლოდ საფეხბურთო ექსპერტია და ვარაუდობს. გუნდის ჩემპიონშიპში გავარდნა მისთვის ერთი რიგითი მოვლენა იქნება. ვიღაცებისთვის კი ეს გუნდი უფრო მეტს ნიშნავს.

გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელებში ჯგუფები შექმნეს, რომლებიც დი კანიოს დანიშვნას აპროტესტებენ. ნაწილი საყვარელი გუნდის თამაშების ბოიკოტითაც კი იმუქრება. მიზეზი ისევ და ისევ პაოლოს მსოფლმხედველობაა. "სანი" უკმაყოფილო ფანებს დაუკავშირდა. "ძნელია, აღწერო ის სირცხვილი, რომელსაც პაოლო დი კანიოს დანიშვნის შემდეგ ვგრძნობ. შეუძლებელია დავივიწყოთ მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქის დაბომბვისას 1000-ზე მეტი დაჭრილი და 267 დაღუპული. დი კანიო მათი მკვლელების იდეოლოგიური მოკავშირეა. მისი დანიშვნით მხარს ვუჭერთ აზროვნების სტილს, რომელსაც ცივილიზებულ საზოგადოებასთან საერთო არაფერი აქვს," – აცხადებს მავანი რობ ჯონსონი.

"სანდერლენდის" საკლუბო ჟურნალის მთავარი რედაქტორის, მარტინ მაკფადენის თქმით კი, ერთ-ერთი გულშემატკივარი, ვინც 77 წელია, ერთგულად დადის გუნდის თამაშებზე, იქამდე, ვიდრე დი კანიო მწვრთნელია, ტრადიციის დარღვევას აპირებს. ამასვე აცხადებს 92 წლის ფანი, ვინც ასაკის გამო სტადიონზე მისვლას ვერ ახერხებს, მაგრამ რომ შეეძლოს, იტალიელის დანიშვნის შემდეგ ამას აღარ გააკეთებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პაულო დი კანიო: "სანდერლენდის" სკანდალისტი მხსნელი

კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია