ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი
იუპ ჰაინკესს მართლაც ბევრი უფიქრია "ბებერ ქალბატონზე" - მიუნხენის "ბაიერნმა" ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და თუ თამაშის მიმდინარეობას გავითვალისწინებთ, უფრო დიდი ანგარიშითაც მართებდა გამარჯვება.

აშკარად ჩანდა, რომ ჰაინკესმა უპირველეს ამოცანად ანდრეა პირლოს განეიტრალება დაისახა, რაც მისმა შეგირდებმა შესანიშნავად შეასრულეს.

"იუვეს" მცველებს პირლომდე ბურთი ან საერთოდ ვერ მიჰქონდათ, ან ბრძოლაში აძლევდნენ პასს და ყველაფერი იქვე მთავრდებოდა.

შედეგად, თამაშის დიდი ნაწილი ტურინელთა ნახევარზე წარიმართა, რამაც სტუმართა მცველების და თვით მეკარის შეცდომები განაპირობა.

დიახ, ჯიჯი ბუფონი ვერ იყო ჩვეულად მრისხანე და გოლების დროსაც უკეთ შეეძლო მოქმედება. გასაკვირია, რომ ანტონიო კონტეს არსენალში არაფერი აღმოაჩნდა - ჰაინკესის სქემას მან ვერაფერი დაუპირისპირა.

თამაში ერთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ალაბამ ბუფონის კარის მიმართულებით შორი მანძილიდან დაარტყა და მცირე რეკოშეტის შემდეგ ბურთი ბადეში გაეხვა.

მეორე გოლი ანტრაქტის შემდეგ გავიდა - ლუის გუსტავოს დარტყმის შემდეგ ჯიჯიმ ბურთი უხეიროდ მოიგერია და პირდაპირ მანჯუკიჩს ჩააბარა, მან კი მიულერი მონახა, რომელსაც გატანა აღარ გასჭირვებია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიუნხენელებს მეტის გატანაც შეეძლოთ და ალბათ მართებდათ კიდეც, რადგან ვინ იცის, რა თამაში წავა ტურინში...

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი

ბაიერნი-იუვენტუსი 2:0

გოლები: 1:0 ალაბა (1), 2:0 მიულერი (63).

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - შვაინშტაიგერი, ლუის გუსტავო - მიულერი, კროოსი (16. რობენი), რიბერი - მანჯუკიჩი (90. გომესი).

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, პელუზო (75. პოგბა) - კვალიარელა (65. ჯოვინკო), მატრი (65. ვუჩინიჩი).

გაფრთხილება: ლუის გუსტავო, მანჯუკიჩი - ლიხტშტაინერი, კიელინი, ვიდალი.

კუთხური: 8-4; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 18-6(9-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 70 000

Video

02.04.13. ბაიერნი - იუვენტუსი 2:0

მატჩის შემდგომი კომენტარები:

ანტონიო კონტე: "ბაიერნი" "ბარსელონასა" და "რეალის" დონის ყოფილა

იუპ ჰაინკესი: ანდრეა პირლო ხელითაც შევბოჭეთ და ფეხითაც

ჯანლუიჯი ბუფონი: "ბაიერნმა" სრულებით დაიმსახურა ეს გამარჯვება

არიენ რობენი: საწყენია, პირველ ტაიმში მეტი რომ ვერ გავიტანეთ

ბასტიან შვაინშტაიგერი: ურიგო არ იქნება, თუ ტურინშიც გავიტანთ

ანდრეა პირლო: "ბაიერნი" მთელი 90 წუთის განმავლობაში გვჯობდა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio123
იტალიელები თამაშგარედან გატანილ გოლებზე არ უნდა ლაპარაკობდნენ. ინძაგის გოლების 90 პროცენტი თამაშგერედან აქვს გატანილი
Giorgipirweli
გიზო, გოლის დროს თამაშგარე არ ყოფილა, ძალიან კარგად ჩანდა გამეორებაზე. მსაჯი კი მართლა ძალიან ცუდი იყო - არ დანიშნა აშკარა პენალტი იუვენტუსის კარში, ორჯერ დაინდო ვიდალი და არ მისცა ყვითელი ბარათი, სრულიად უაზროდ მისცა მანჯუკიჩს ყვითელი ბარათი, უამრავჯერ დაინდო კიელინი და ბოლის მინიმუმ ყვითელი არ მისცა რიბერის.
მიჩინიო
იუვეს ვგულშემატკივრობ 15 წელია და გამიტყდა წაგება, მარა.. თამაშგარე იყო თუ არა მაგას არა აქვს მნიშვნელობა, იუვეს გაუმართლა რო ბაიერნმა უფრო მეტი არ გაიტანა. ვიდალი კი უფრო ადრე იყო გასაყვითლებელი, მაგრად იბრძოდა და ჩემი აზრით საუკეთესოც იყო გუნდში, მარა ნამეტანი უაზრო fოლებს ჩალიჩობდა... კიდე კაი კიელინის მანჯუკიჩისთვის სიფათში არაერთი გარტყმა, ვერ/არ დაინახა მსაჯმა... ერთადერთი რაც მართლა გამორჩა მსაჯს (ან გამოტოვა) რიბერის გასაწითლებელი ჯარიმა იყო ვიდალზე. მოკლედ სამწუხაროდ იუვე იყო 0, თანაც სხვა დროს თუ თავდასხმის უნიათობაა საწუწუნო, ეხლა ბუფონი დამაჯერებელი ვერ იყო (თუმცა გოლები მაინცდამაინც მისი ბრალი არ მგონია), ბარძალი დაბნეული ჩანდა, კიელინი უაზროდ ირტყმეინებოდა, პირლო როგორც კი ბურთს იღებდა ეგრევე კარგავდა, პასებსაც უაზროს აკეთებდა, მარკიზიო საერთოდ მოედანზე იყო თუ არა ძნელი სათქმელია, პელუზო - ნუ პელუზოა ისედაც :) მოკლედ, საღოლ ბაიერნს, მაგრამ არა უშავს - ჯერ ერთი მეორე თამაში წინაა და შანსები კია ასე 2%, მარა არის.. თანაც, ლიგის ამ დონეზე აშკარად არა აქვს გამოცდილება გუნდს (გუნდს, და არა ფეხბურთელებს) და მაგასაც მიიღებენ ამ 2 თამაშში და გაისად მეტად თავდაჯერებულები იქნებიან... P.S. მოედანზეც იუვეს ფეხბურთელები უკვე დაიზმენებული სახეებით გამოვდნენ... მეთქი ალბათ მეჩვენება, მარა თურმე არა :(
gizo
რაზე მეცინება - იუვენტუსს რომ მოეგო და 3 გოლლი გაეტანა მაინც ბავარიას ფოტოები იქნებოიდა ... უმეტესობა მაინც
gizo
მსაჯმა არ ქნა ის დაწერეთ - თამაშგარედან გოლი რომ ჩათვალა და კიდე ორი იუვენტუსელი გააყვითლა, სწორედ ის ორი რომლებისთვისაც ეს ყვითელი მეორე თამაშის გამოტოვების ტოლფასია. ეს ბრიტანელი მსაჯი იყო არ დაგავიწყდეთ, ვინც გუნდებს თამაშის, ხისტი თამაშის საშუალებას აძლევენ (ბრიტანელი მსაჯები), მაგრამ ეს მსაჯი უბრალო ბრიტანელი არ იყო ... გასაგებია რაც იყო
[VIDEO] "იბერია 1999" ბრატისლავაში "სლოვანს" ფრედ ეთამაშა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება
[VIDEO] ორი გაუქმებული გოლი, არდანიშნული პენალტი - "სლოვანმა" "იბერია 1999"-ს უფრო გამოცდილების ხარჯზე მოუგო
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა