ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

2 აპრილს მიუნხენში გამართულ შეხვედრაში "ბებერი ქალბატონი" "ბაიერნთან" 0:2 დამარცხდა. მასპინძლები ალაბამ მატჩის პირველივე წუთზე დააწინაურა, მიულერმა კი სხვაობა ორბურთიანი მეორე ტაიმში გახადა.

"ბაიერნმა" ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ჩვენ წინააღმდეგ უდიდესი გუნდი თამაშობდა. გულწრფელი ვიქნები და ვაღიარებ, რომ მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო.

ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა, თუმცა ისიც ვიცით, რომ ფეხბურთი არაპროგნოზირებადია და რაღაც უნდა მოვიფიქროთ საპასუხო შეხვედრაში ამ მრისხანე მეტოქესთან გასამკლავებლად.

მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელები ძალიან ძლიერები არიან როგორც ფიზიკურად, ისე ტექნიკურად. თანაც, გამოირჩევიან მებრძოლი სულით.

მიუნხენელები თავიანთი დონით არაფრით ჩამოუვარდებიან "ბარსელონასა" და "რეალს" და თანაც, შარშანდელი ფინალის გამო კიდევ უფრო მოტივირებულნი არიან. მათ ეს ყველაფერი დღევანდელ მატჩშიც დაამტკიცეს.

"ბაიერნი" ძალიან მაღალ ტემპში თამაშობდა, იგებდა თითქმის ყველა ორთაბრძოლას და არაფრით გვაძლევდა საკუთარი ფეხბურთის ჩვენების საშუალებას.

ჩემი გაბრაზება ადვილი არაა და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დღეს მოწინააღმდეგემ გვაჯობა.

ჩვენი პროექტისთვის, რომელიც 16 თვის წინ დაიწყო, ეს, შესაძლოა, კარგი გაკვეთილი იყოს. განსაკუთრებით - იმის შეცნობის თვალსაზრისით, თუ რა არის საჭირო ასე მაღალ დონეზე თამაშისთვის.

ჩვენ იმითაც უნდა ვიამაყოთ, რომ წელს ბრძოლას ვაგრძელებთ", - აქვეყნებს კონტეს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:

ბაიერნი-იუვენტუსი 2:0 - იუპ ჰაინკესს მართლა ბევრი უფიქრია [VIDEO]

"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა