<p>თამარ ხმიადაშვილმა ვეტერან მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე კვლავ კარგად ითამაშა <br> ვეტერან მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც იტალიური არკო მასპინძლობს, გუშინ მე-3 ტურის პარტიები გაიმართა. კვლავ კარგად ითამაშა თამარ ხმიადაშვილმა - ესტონელი ტატიანა ფომინა დაამარცხა და 3 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფს ავსტრიელ ჰელენ მირასთან. ამ უკანასკნელმა ბორისლავა ბორისოვას (შვედეთი) სძლია. სატურნირო მდგომარეობა გამოასწორა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა და ვეტერანთა პირველობის შარშანდელმა გამარჯვებულმა ნონა გაფრინდაშვილმა, რომელმაც ელენა ფატალიბეკოვას (რუსეთი) მე-19 სვლაზე აჯობა და 2,5 ქულას მოუყარა თავი.</p><p>მამაკაცებში ისევ იყოჩაღა ვიტალი ცეშკოვსკიმ (რუსეთი). გუშინ მან შოტლანდიელ კრეიგ ფრითჩეთს მოუგო და სამი ქულით ლიდერთა შორისაა. ამდენივე ქულა აქვთ ფრანგ ანატოლი ვაისერსა და რუმინელ მიხაი შუბას, რომლებმაც, შესაბამისად, ფრანჩესკო ტროისი (ბრაზილია) და ლეონ ლიდერმანი (ისრაელი) დაჯაბნეს.</p><p>დღეს მე-4 ტურის პარტიები გაიმართება. ხმიადაშვილი - მირას, გაფრინდაშვილი კი ფომინას დაუპირისპირდება.</p>
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"