ხერსონში დამთავრდა მოკრივეთა A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 11 ქვეყნის 13 გუნდი მონაწილეობდა
ხერსონში დამთავრდა მოკრივეთა A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 11 ქვეყნის 13 გუნდი (მასპინძელი უკრაინა 3 ნაკრებით იყო წარმოდგენილი) მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბონდო მამულაშვილმა ხერსონის რინგზე შვიდი სპორტსმენი გამოსცადა: დავით ნანავა (49 კგ), ავთანდილ ჭუბაბრია (52), გიორგი გოგატიშვილი (სამივე - ფოთი, 56), ირაკლი ჭინჭარაული (გარდაბანი, 64), ზაალ კვაჭატაძე (თბილისი, 69), გიორგი გიორგაძე (თბილისი, 75) და რომან თავაძე (ქუთაისი, 81).

- ჩვენი გუნდიდან სხვებზე უკეთ ნანავამ იასპარეზა, - გვითხრა უკრაინიდან დაბრუნებულმა ბონდო მამულაშვილმა. - მან მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო უზბეკეთის ჩემპიონ დუსმატოვთან და ვერცხლის მედალი მოიპოვა. მესამე ადგილზე გავიდა თავაძე.

ნახევარფინალში იგი უკრაინის ჩემპიონ განზულიასთან დამარცხდა, თუმცა მეოთხედფინალში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონ ჩებანს (მოლდოვა) აჯობა.

კარგი სტარტი აიღო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს და 21-წლამდელთა შარშანდელი ევროპის პირველობის ვერცხლის პრიზიორმა ზაალ კვაჭატაძემ - პირველ წრეში უკრაინის პირველი ნაკრების წევრი კონსტანტინოვი დაჯაბნა, თუმცა მასთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო. ამიტომ ზედმეტ რისკს მოვერიდეთ და შეჯიბრებიდან მოვხსენით.

ჭუბაბრიამ პირველ წრეში უკრაინის ნაკრების წევრ პოღოსიანს აჯობა, ხოლო მის თანაგუნდელ შეპელიუკთან ორთაბრძოლა ორი ქულით წააგო. არ მჩვევია მსაჯებზე ლაპარაკი, მაგრამ ეს შეჯიბრება ხერსონში რომ არ ყოფილიყო, ჭუბაბრია კვარცხლბეკზე ავიდოდა.

გოგატიშვილი თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა მაინც გავიდა რინგზე. მასპინძელთა პირველი ნაკრების წევრ ვეტუშკინთან 13:14 დამარცხდა.

არც სხვებს უასპარეზიათ ურიგოდ, მაგრამ უკრაინულმა რინგმა დაგვანახვა, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის როგორც ფიზიკური, ისე ტექნიკურ-ტაქტიკური მომზადების თვალსაზრისით კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.

- იქნებ ბაქოს საერთაშორისო ტურნირზეც გაგვიზიაროთ შთაბეჭდილებები...

- აზერბაიჯანშიც ორი პრიზიორი გვყავდა. ნანავამ მე-3 ადგილი დაიკავა, ოღონდ იქ ორთაბრძოლა არ წაუგია.

ეს 17 წლის ყმაწვილი ნიჭიერი, პერსპექტიული მოკრივეა. ნაკრებსა და საერთაშორისო არენაზე დებიუტი სწორედ ბაქოში ჰქონდა. ამიტომ მეოთხედფინალის მოგების შემდეგ გადავწყვიტე, ზედმეტად არ დამეტვირთვა და ნახევარფინალში საბრძოლველად არ გამოვიყვანე.

ჩვენმა ტაქტიკამ გაამართლა. ეს ბიჭი თვიდან თვემდე იზრდება. როგორც გითხარით, ნანავა ხერსონში მეორე იყო.

ბაქოში ასევე მე-3 ადგილი დაიკავა გიორგი გოგატიშვილმა. ხერსონში შეუძლოდ რომ არ ყოფილიყო, იქაც არ დარჩებოდა უმედლოდ, რადგან ის აზერბაიჯანელი მოკრივე, რომელიც გიორგიმ ბაქოში სტარტზევე დაამარცხა, უკრაინული ტურნირის ჩემპიონი გახდა.

თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის საერთაშორისო ტურნირებში მედლების მოპოვება სულაც არ არის თვითმიზანი. მთავარია, მნიშვნელოვან ტურნირებს - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებს ყოველმხრივ მომზადებულნი შევხვდეთ.

- 30 მაისიდან მინსკი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს...

- 25 აპრილამდე ნაკრების ყველა წევრი პირად მწვრთნელებთან ივარჯიშებს, შემდეგ კი 8 მაისამდე საწვრთნელი შეკრება გვექნება ბორჯომში "ოლიმპიკის" ბაზაზე. 20 სპორტსმენს წავიყვანთ. იქ გაირკვევა საბოლოოდ მათი ვინაობა, ვინც 16-29 მაისს "სტაიკებში" ბელორუსის ნაკრებთან გაივლის ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას და ევროპის ჩემპიონატზე გამოვა.

- სრული გუნდით გაემგზავრებით?

- ჩვენი მოკრივეების დღევანდელი შესაძლებლობებითა და მომზადების დონით თუ ვიმსჯელებთ, ბელორუსის დედაქალაქში სრული გუნდის წაყვანას აზრი არ ექნება. ჩემი ამგვარი განცხადება, იმედია, ბიჭებს საწყენად არ დარჩებათ.

ბოლო ორმა საერთაშორისო ტურნირმა დაგვანახვა, რომ დღევანდელი მომზადებით დიდ სარბიელზე წარმატების მიღწევა ყველას არ ძალუძს. თუმცა ჯერ თვე-ნახევარია დარჩენილი და ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gaba
))))))) კი აბა რა
giorgi
მეტრა ნახევრიანი კაცი რომ დაიკენა გვერდში გასიებულ მატრიოშკას რომ გავს, მრწვთნელია მემგონი ფოთელი )))ამათი იმედი გაკვთ ვაი ვაი საკართველო.
gaba
ვისი გაზდილია რას ამბობ ბონდოსი?მესხადზე კუკურას გაზდილია და ფალიანი ზურა კიდე ჯაფარიდზესი ასპროცენტიანი ვიცი მაგი,ბონდოს გაზდილი არავინ არა.გმერტმა ხელი მოგიმართოს ბოხიორო,მაგრამ ბონდოს ხელში არ მგონია ზმაო.ბონდო . . . არის
boxer
რა გინდათ იქნება ევროპის პირველობა და მანდ ვაჩვენებთ შედეგს და ჩაიგდებთ ალბათ მალე ხმას.. ამის გაზდილია მესხაძე პალიანი ზურა.. და ბევრი კაი ბიჭები..კარგი ადამიანიც არის და კარგი გამოცდილი ღირსეული მწვრთნელიც
gaba
ტკვილია რაც ინტერვიუში წერია,სირცხვილი ვაჯა დანელიას
gegi
ბონდო ნამეტანი გაგიჩაგარავდა ტმა.მალე ალბათ სავარცხელი არ დაგჩირდება.))
sacodavoba
მართლა საცოდავობა,ისე ვოვა ახალკაცი უნდა იკოს მთავარი მრწვთნელი,ისე მაგარი სასტავია,დათო წიკლაური კვაჩაზები და ვოვა ახალკაცი ამათი ..... .......ი)))))))))
otari
რა დროს ბონდოა ? ვის ხელშია კრივი??
kaxaberi
კარგი ადამიანობა, კარგი მწვრთნელობა არ არის! ნაკრებს ჭირდება ღირსეული გამოცდილი, პროფესიონალიიიი. ამათგან რომელიმე თვისება რომ ჰქონდეს. ძალიან კარგი იქნებოდა. ბონდო რა შედეგს დადებს ძალიან მალე ყველა დაინახავს.
gaga
შევაპასოთ ევროპის შემდეგ,))))
gaga
არც ადამიანია კარგი და არც კრივის აზრზე არა მაგ საცოდავი
gio
ჩემი აზრით ბონდო კარგი ადამიანია და ყველაპერი კარგად იქნეა შედეგტან ერტად
avto
კომენტარები რატომ არ იდება???? საინტერესოა რა დამსახურებაა აქვს ბონდო მამაულაშვილს კრივში? მე როგორგ კრივის ქომაგს მისი სახელი არ მსმენია? ძალიან საინტერესოა იქნება თუ რას წარმოადგენს იგი?
gegi
მეცოდებით მოკრივებო ამათ ხელში.
peto
ჩემი აზრით ევროპაზე არ უნდა წაიკვანონ,შეგვარცხვენენ გაგვაპაზორებენ,ბონდო მამულაშვილის ხელში საერთოდ თავი უნდა დანებო.
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა