არგენტინელმა სასამართლოზე დანაშაული აღიარა და ციხეს გადაურჩა
პატარა ქალაქ მაკლსფილდში კარლოს ტევესის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოგეხსენებათ, მარტის პირველ რიცხვებში პოლიციამ ის სიჩქარის გადაჭარბების გამო გააჩერა და აღმოაჩინა, რომ ფეხბურთელი საკუთარი "პორშე კაიენის" საჭეს ვადაგასული მართვის მოწმობით მართავდა. მან თავის გასამართლებლად სამართალდამცავებთან ტყუილის თქმაც კი იკადრა. 27 წლის არგენტინელს პოლიციასთან მსგავსი პრობლემა ადრეც შექმნია. შესაბამისად, მისი მდგომარეობა ამან კიდევ უფრო გაართულა. მოსამართლის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია:

"მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავს 1000 ფუნტის ჯარიმისა და 250-საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოების შესრულება დაევალა.

ფეხბურთელის ადვოკატის, გვენ ლუისის თქმით, არსებობდა შანსი, რომ ტევესისთვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთაც კი მიესაჯათ. ადვოკატის რჩევით, კარლოსმა ყველა წაყენებულ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სცნო, რამაც, როგორც ჩანს, თემიდას პოზიცია შეარბილა. ტევესი ავტომობილის მართვის უფლებას მხოლოდ 2013 წლის 3 ოქტომბერს დაიბრუნებს.

ის არც პირველი ფეხბურთელია და ნამდვილად არ იქნება უკანასკნელი, ვისაც სასამართლომ საზოგადოებრივ საწყისებზე შრომა დაავალა. მსგავსი სანქცია აქამდე შემდეგი ცნობილი მოთამაშეებისთვის დაუკისრებიათ: ჯოი ბარტონისთვის, დევიდ ნოუბლისთვის, ნათან დაიერისთვის, ერიკ კანტონასა და დევიდ გუდვილისთვის.

ასევე იხილეთ:

კარლოს ტევესს იძულებითი, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეეფარდა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა