რაიან გიგზი, პოლ სქოულზი და გარი ნევილი კარიერას არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში დაასრულებენ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი ფეხბურთელები რაიან გიგზი, პოლ სქოულზი და გარი ნევილი კარიერას არაბეთის გაერთიანებული ემირატების ერთერთ კლუბში დაასრულებენ", - იუწყება ინგლისური ტაბლოიდი The Sun. არ კონკრეტდება, სახელდობრ რომელი კლუბი შეთავაზებს მათ კონტრაქტს, მაგრამ ნათქვამია, რომ მაგალითად, გიგზის ხელფასი კვირაში 200 ათასი ფუნტი იქნება.

თურმე არაბული "ალ აჰლის" ირლანდიელი თავკაცი დევიდ ოლირი, "მანჩესტერელთა" ხელმძღვანელობასთან, უკვე ზაფხულში განიხილავდა "ალისფერი ეშმაკების" თავისთან გადაყვანის შესაძლებლობას.

"გიგზი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდაა და ახლაც გუნდის მნიშვნელოვანი წევრია, მაგრამ შეუძლებელია მუდმივად ასეთ მაღალ დონეზე ითამაშოს, - მიიჩნევს ოლირო. - ის ყოველთვის უარს ამბობდა მსგავსს წინადადებებზე, მაგრამ ეს ვარიანტი მისთვის, ისევე როგორც სქოულზისა და ნევილისთვის, კარიერის იდეალური დასასრული იქნება."

აღსანიშნავია, რომ ბევრი ვარსკვლავი კარიერას ახლო აღმოსავლეთში ასრულებს. მაგალითად, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი, იტალიელი ფაბიო კანავარო ამჟამად "ალ აჰლიში" თამაშობს და ხელფასად კვირაში 110 ათას ფუნტს ღებულობს.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის გიგზმა "იუნაიტედში" თავისი პროფესიონალური კარიერის 21 სეზონი გაატარა, სქოულზმა და ნევილმა კი, შესაბამისად, 17 და 19. ამასთან, ვეტერანი ფეხბურთელები მთელი ცხოვრება "მანჩესტერს" ეკუთვნოდნენ.

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა