ლეგენდარულმა ჩეხმა ფორვარდმა იარომირ იაგრმა კლუბი გამოიცვალა. ის გაცვლის შედეგად "დალასიდან" "ბოსტონში" გადავიდა
ლეგენდარულმა ჩეხმა ფორვარდმა იარომირ იაგრმა კლუბი გამოიცვალა. ის გაცვლის შედეგად "დალასიდან" "ბოსტონში" გადავიდა.

იაგრის სანაცვლოდ, "დალასმა" მიიღო "ბოსტონის" ორი ახალგაზრდა ჰოკეისტი, რომლებიც ამჟამად ქვედა ლიგებში თამაშობენ. გარდა ამისა, "სტარზი" მიიღებს 2013 წლის დრაფტზე არჩევანის უფლებას.

41 წლის იარომირი "დალასში" მიმდინარე სეზონის სტარტიდან თამაშობდა - მისი კონტრაქტი ერთი წლით იყო გაფორმებული. ამ ხელშეკრულების თანახმად, ჩეხი ჰოკეისტის ხელფასი სეზონში 4.55 მილიონ დოლარს შეადგენდა.

წლევანდელ რეგულარულში იაგრმა 34 მატჩი ჩაატარა და 26 ქულა დააგროვა. ის ამ მაჩვენებლით "ვარსკვლავების" ლიდერი იყო. იარომირმა ცოტა ხნის წინ შეასრულა კარიერაში მე-1000 შედეგიანი პასი. სულ NHL-ში გატარებული 19 სეზონის განმავლობაში მას 1679 ქულა (679+1000) აქვს დაგროვებული.

"დალასმა" კიდევ ერთი წამყვანი ფორვარდი დათმო - 29 წლის დერეკ როი "ვანკუვერში" გაუშვა და მის სანაცვლოდ AHL-ის ლიგაში მოთამაშე მცველი კევინ კონოტონი და დრაფტის მეორე რაუნდში არჩევის უფლება მიიღო.

წელს დერეკ როიმ 30 მატჩში 22 ქულა მოიპოვა.

ბოსტონი-ოტავა 3:2

2:1, 0:0, 1:1

გოლები: 0:1 გრინინგი-7 (ზ. სმიტი-11, მეტოტი-7), 1:1 კრეიჩი-9 (ხარა-9, ლუჩიჩი-16), 2:1 სეგუინი-12 (მარჩანდი-15), 2:2 ბენუა-3 (სილვერბერგი-7, ზიბანეჯადი-10), 3:2 ჰორტონი-12 (ლუჩიჩი-17, კრეიჩი-21).

აილენდერსი-ვინიპეგი 5:2

1:1, 2:1, 2:0

გოლები: 1:0 ლი-1 (მ. მარტინი-5, ჩიზიკასი-9), 1:1 პოსტმა-2 (ტანგრადი-2, უელვუდი-8), 1:2 პოსტმა-3 (ტორნბურნი-1, ტანგრადი-3), 2:2 კ. მაკდონალდი-7 (გრაბნერი-5, შტრაიტი-14), 3:2 ნილსენი-4 (ბეილი-5, შტრაიტი-15), 4:2 მოულსონი-12 (ტავარესი-16, ბოიესი-20), 5:2 ტავარესი-23 (ბოიესი-21, მოულსონი-25).

კაროლინა-ვაშინგტონი 3:5

2:1, 1:4: 0:0

გოლები: 1:0 ტლუსტი-15 (სანგინეტი-4, სიომინი-25), 2:0 ტლუსტი-16 (მ-ა. ბერჟერონი-1, ე. სტაალი-23), 2:1 ოვეჩკინი-19 (ბექსტრიომი-26, ჯ. კარლსონი-13), 2:2 მაიკ გრინი-6 (ბექსტრიომი-27, ოვეჩკინი-17), 3:2 ტლუსტი-17 (ე. სტაალი-24, სიომინი-26), 3:3 მაიკ გრინი-7 (ბექსტრიომი-28), 3:4 ოვეჩკინი-20 (ბექსტრიომი-29, მ. იოჰანსონი-8), 3:5 ჯ. უორდი-7 (მ. იოჰანსონი-9).

პიტსბურგი-ბაფალო 1:4

1:2, 0:2, 0:0

გოლები: 0:1 პორტერი-1, 1:1 იგინლა-10 (კუნიტცი-25, მალკინი-21), 1:2 ოტი-6 (პომინვილი-14, პარდი-2), 1:3 ჰოჯსონი-13 (პომინვილი-15, პისიკი-1), 1:4 პორტერი-2 (ფლინი-3, სეკერა-9).

ტამპა ბეი-ფლორიდა 2:3 (ბ)

0:1, 0:1, 2:0, 0:0

გოლები: 0:1 კოპეცკი-13 (ბრენანი-2, ფლიშმანი-16), 0:2 რალო-1 (ბრენანი-3, კუბა-7), 1:2 პიატი-7 (პურსელი-20, მ. კარლი-10), 2:2 კილორნი-6 (ჰედმანი-12, პურსელი-21).

ბულიტები გაიტანეს: მიულერი (ფლორიდა).

ნეშვილი-კოლორადო 3:1

0:0, 0:0, 3:1

გოლები: 0:1 დუშენი-15 (პარენტო-22, ჰანვიკი-6), 1:1 ჰორნკვისტი-4 (ბეკი-3, შ. უებერი-14), 2:1 ლეგუანდი-10 (ბეკი-4, ჰორნკვისტი-8), 3:1 გოსტადი-2 (კლაინი-9, ლეგუანდი-11).

ფინიქსი-ლოს ანჯელესი 3:1

1:1, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 იენდლი-7 (ჩიპჩურა-7, ტორესი-6), 1:1 ჯასტინ უილიამსი-8, 2:1 ლომბარდი-4 (კინკჰამერი-4, ბოდკერი-15), 3:1 იენდლი-8 (ჩიპჩურა-8, ტორესი-7).

რეინჯერსმა გაბორიკი გაუშვა

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში კიდევ რამდენიმე საინტერესო გაცვლა განხორციელდა. ერთ-ერთი მთავარი გარიგება "რეინჯერსსა" და "კოლამბუსს" შორის შედგა. ნიუიორკელებმა გაუშვეს თავიანთი ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი მარიან გაბორიკი, სანაცვლოდ კი "ბლუ ჯეკეტსისგან" მიიღეს ფორვარდები - დერიკ ბრასარი და დერეკ დორსეტი და მცველი ჯონ მური.

31 წლის გაბორიკმა წლევანდელ სეზონში 35 მატჩში 19 (9+10) ქულა დააგროვა. "რეინჯერსში" გადასული მოთამაშეებიდან საუკეთესო მაჩვენებლები აქვს 25 წლის ბრასარს, რომელმაც 34 მატჩში 18 (7+11) ქულა მიითვალა.

კიდევ ერთი ტრეიდის თანახმად, "ბაფალომ" თავისი ერთ-ერთი ლიდერი, ფორვარდი ჯეისონ პომინვილი "მინესოტას" დაუთმო, სანაცვლოდ კი თავის რიგებში გადაიყვანა მეკარე მეტ ჰეკეტი და ფორვარდი იოჰან ლარსონი.

მიმდინარე რეგულარულში გამართულ 37 მატჩში პომინვილმა თავის ანგარიშზე 25 ქულა (10+15) ჩაიწერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად