ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კახა კალაძე: ვისაც ნაკრებში იძახებენ, საუკეთესოა

კახა კალაძე: ვისაც ნაკრებში იძახებენ, საუკეთესოა

"ჩვენს ნაკრებს თბილისში წარმატების მიღწევა ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია"
თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა 4 შეხვედრა ჩაატარა და არც ერთი არ წაუგია. საშემოდგომო ეტაპზე გუნდმა 6 ქულა მოაგროვა და ექტორ კუპერის მიერ წინა შესარჩევში ნაჩვენები შედეგი უკვე ორმაგად გააუმჯობესა. გუნდში მნიშვნელოვანი როლი კვლავაც აკისრია კახა კალაძეს, რომელსაც ქეცბაიამ ამპლუა შეუცვალა და ცენტრის ნაცვლად, დაცვის მარცხენა ფლანგზე ათამაშებს. აგვისტოს მიწურულს "ჯენოაში" გადასულმა ფეხბურთელმა მთავარი მწვრთნელის ტაქტიკურ ცვლილებას ალღო ადვილად აუღო, რაც გასაკვირი არაა, რადგან თავის დროზე, "მილანში" ახალაგადასულს ფლანგზე არაერთხელ უთამაშია. მომავალ წლამდე ნაკრებს ევროშესარჩევში თამაშის ჩატარება აღარ უწევს და კალაძეს განვლილი პერიპეტიების შეფასება ვთხოვეთ, საუბარი კი ლატვიასთან სტუმრად გამართული შეხვედრით დავიწყეთ. ბოლო წუთებზე სამი ქულის დაკარგვა, ბუნებრივია, ძალიან საწყენია...

- ფეხბურთში ყველაფერი ხდება - ხან მოიგებ, ხან წააგებ, ხანაც ფრეს ითამაშებ. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ ფაქტობრივად, ლატვიიდან 3 ქულა მოგვქონდა, მაგრამ წუთი და 10 წამი დაგვაკლდა. მაგრამ ყველაფერი წინ არის. მარტში თბილისში ხორვატიასთან გვაქვს შეხვედრა ჩასატარებელი და 3 ქულა უნდა ავიღოთ.

- ლატვიელი ფეხბურთელის დარტყმა ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა...

- ცაუნიამ ისეთი გოლი გაიტანა... ასჯერ რომ დაერტყა, შეიძლება, არ გასულიყო.

- როგორ ფიქრობთ - მალტასთან და ლატვიასთან აღებული 4 ქულა საქართველოს ნაკრების მაქსიმუმი იყო?

- თავისუფლად შეგვეძლო, ამ ორ თამაშში 6 ქულა აგვეღო. გარდა ამისა, გულდასაწყვეტია, რომ ისრაელთან თბილისში ფრეს დავჯერდით, რადგან მოგების შანსი გვქონდა. საერთოდ, ჩვენს ნაკრებს თბილისში წარმატების მიღწევა ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია, რადგან საქართველოში თამაში ბევრ გუნდს უჭირს.

- განვლილი თამაშებიდან გამომდინარე, სატურნირო ცხრილში ეროვნულ გუნდს კუთვნილი ადგილი უკავია თუ შეიძლებოდა, უფრო ზემოთ ყოფილიყო?

- ვფიქრობ, შეგვეძლო, უფრო წინ ვყოფილიყავით. ლატვიის ნაკრებისთვის რომ მოგვეგო, ცხრილში მეორე ადგილზე ვიქნებოდით. მართალია, მინუსებიც გვქონდა, მაგრამ ნაკრებმა მატჩები კარგად ჩაატარა და შედეგი დადებითია. რაც მთავარია, ბრძოლას ვაგრძელებთ.

- თემურ ქეცბაიამ ნაკრებში რა შეცვალა?

- უპირველეს ყოვლისა, სათამაშო დისციპლინა გამოსწორდა, რაც საქართველოს ნაკრებში ყველაზე დიდი პრობლემა იყო, მაშინაც კი, როდესაც მართლა ძალიან ნიჭიერი თაობა გვყავდა. გუნდი მოედანზე ბოლომდე იბრძვის, რაც შედეგზეც აისახება.

- აქამდე ეროვნულ ნაკრებში ძირითადად, დაცვის ცენტრში თამაშობდით, მაგრამ ქეცბაიამ მარცხენა ფლანგზე მიგიჩინათ ადგილი...

- სადაც გუნდისთვის სასარგებლო ვიქნები, იმ პოზიციაზე ვითამაშებ, სადაც საჭირო იქნება. "მილანში" წლების განმავლობაში მარცხენა მცველად ვთამაშობდი. ამიტომ, ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ მაქვს.

- ეთანხმებით ქეცბაიას ნათქვამს, რომ ნაკრებს მეტი შემქმნელი ფეხბურთელი სჭირდება?

- ჩემი აზრით, დღესდღეობით, ვისაც ნაკრებში იძახებენ, საუკეთესონი არიან და მოედანზე მაქსიმუმს აკეთებენ. ტრავმირებულია ყენია, ხოლო მჭედლიძემ ახლა დაიწყო თამაში; ისინი რომ დაგვემატებიან, კიდევ უფრო გავძლიერდებით. საერთოდ, რაც მეტი მაღალი კლასის ფეხბურთელი გვეყოლება, ჩვენთვის უკეთესია.

- ეროვნულ სტადიონზე ცუდი საფარი ნაკრებს თამაშში რამდენად უშლის ხელს?

- ეს მინდორი ერთხელ და საბოლოოდ, უნდა გაკეთდეს. 2010 წელია და უბრალოდ სირცხვილია ამ თემაზე საუბარი. ჩვენ სულ სხვა რამეზე უნდა ვმსჯელობდეთ და ვკამათობდეთ და არა იმაზე, მოედანი კარგია თუ ცუდი.

- ზაფხულში კლუბი შეიცვალეთ და იმედოვნებდით, რომ "ჯენოაში" მეტი სათამაშო პრაქტიკა გექნებოდათ. მაგრამ ჯერჯერობით მოედანზე ყოველთვის ვერ გხედავთ...

- ახალ კლუბში პრობლემები არა მაქვს. უბრალოდ, სექტემბერში სანაკრებო თამაშების შემდეგ, კლუბში რომ დავბრუნდი, აქილევსის მყესი მტკიოდა და მერე ტრავმა უფრო გამიმიზეზდა, რის გამოც რამდენიმე ვარჯიში გამოვტოვე. "ბარისთან" შეხვედრისთვის ძირითად შემადგენლობაში ვიყავი შეყვანილი, მაგრამ მოთელვის დროს ფეხმა შემაწუხა. ახლა ყველაფერი ნორმალურადაა და იმედია, ამიერიდან თამაშის საშუალება მომეცემა.

- სტადიონზე, სადაც "ჯენოა" საშინაო შეხვედრებს ატარებს, იტალია-სერბეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა სერბი გულშემატკივრების გამო ჩაიშალა. რამდენად დააზიანეს მათ სტადიონი და ამ ფაქტს იტალიაში რა გამოხმაურება მოჰყვა?

- სერბების საქციელს პოლიტიკური ელფერი მიეცა - ისინი კოსოვოს აღიარებას აპროტესტებდნენ და კოსოვოს დროშაც დაწვეს. რაც მოხდა, ძალიან ცუდია, რადგან ყველაფერი ეს სპორტთან არანაირ კავშირში არ არის. სტადიონი კი დაზიანდა, მაგრამ აღდგება. აქ ისე არ ხდება, როგორც ჩვენში - სკამების შეცვლას წლებს რომ ანდომებენ...

ლაშა თაბაგარი

ჟურნალი "გზა"

საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე