ერთ დროს ტექნიკურ არგენტინელსაც ხშირად ურტყამდნენ ფეხებში, რის გამოც ლეო და "ბარსელონა" ძალიან ზარალდებოდნენ
ლიონელ მესის საკითხს "მარკამ" მცირე სტატია უძღვნა, რომელშიც გაზეთი განიხილავს, თუ როგორ გახდა არგენტინელის ერთ დროს ყველაზე სუსტი მხარე მისი სიძლიერე.

შეგახსენებთ, რომ ახლახან ლეო მესიმ "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩში ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, ტრავმიანმა არგენტინელმა გოლიც კი გაიტანა და ტიტო ვილანოვამ ის მხოლოდ შესვენებაზე შეცვალა.

MARCA: "ლეო მესი - კაუჩუკის ადამიანი"

ტესტირებამდე ბევრს ეშინოდა, რომ მესის საპასუხო მატჩის გამოტოვება მოუწევდა და შეიძლებოდა კიდევ უფრო მეტისაც, თუმცა ტრავმა არ აღმოჩნდა ასეთი სერიოზული - ის მხოლოდ "მალიორკასთან" მატჩს გამოტოვებს ამ უქმეებზე, ისიც იმის გამო, რომ "ბარსელონას" ექიმები და მწვრთნელები თავიანთ სუპერვარსკვლავს უფრთხილდებიან!

მოკლედ, ლეო "კაუჩუკის კაცი" გახდა - მისი ორგანიზმი სერიოზულ ტრავმას აღარ იკარებს.

ლეო და უიფალუში

ბოლო, შედარებით სერიოზული ტრავმა, რომელიც გვახსენდება, ლეომ 2010 წლის სექტემბერში მიიღო. მაშინ მის წინააღმდეგ საშინლად იუხეშა "ატლეტიკოს" მცველმა ტომაშ უიფალუშიმ (ახლა უიფალუში "გალათასარაიში" თამაშობს და თავად არის ტრავმირებული).

მაშინ უიფალუშიმ საშინლად ჩაარტყა არგენტინელს კოჭში და მიუხედავად ეპიზოდის სერიოზულობისა, ლეომ საბოლოოდ მხოლოდ 10 დღე გამოტოვა.

ამის მერე კი მესი ძალიან ხშირად იღებდა დარტყმებს ფეხში თუ კორპუსში, მაგრამ ისეთი სერიოზული არაფერი ყოფილა, რომ არგენტინელს თამაში გამოეტოვოს.

ლეო მესი ახლა

ლა ლიგის სეზონში მესიმ სულ რაღაც 119 წუთი გამოტოვა, თანაც არა ტრავმის გამო. არ უთამაშია "კოპა დელ რეიზე" "ალავესისა" და "კორდობას" წინააღმდეგ, მაგრამ ესეც იმიტომ, რომ მწვრთნელმა როტაციას მიმართა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მან 105 წუთი გამოტოვა და აქედან 45 წუთი პსჟ-სთან ტრავმაზე მოდის.

"ბარსელონა"-"მალიორკა" პირველი მატჩი იქნება ამ სეზონში, რომელსაც ლეო მესი გამოტოვებს. სამწუხაროა, რომ ამის გამო ლეო თავისი შესანიშნავი რეკორდის - ზედიზედ 19 მატჩში გოლის გატანა - კიდევ უფრო გაზრდას ვეღარ მოახერხებს.

ბოლოს მესიმ ლა ლიგაში არ ითამაშა გასული სეზონის 25-ე ტურში ხიხონის "სპორტინგის" წინააღმდეგ - მას 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და დისკვალიფიცირებული იყო.

ლეო მესი ადრე

ეს ყველაფერი კი საშინელ წინააღმდეგობაშია ლეოს ადრინდელ კარიერასთან. ალბათ, ყველამ იცის, რომ ბავშვობაში არგენტინელი ძალიან სუსტი იყო და მისი საფეხბურთო კარიერაც კი საფრთხის ქვეშ იყო.

შემდეგ ლეოს ტალანტმა გზა მაინც გაიკვალა "ბარსას" პირველ გუნდში, მაგრამ მისი პირველი მტერი გახდა ხშირი ტრავმიანობა. ტექნიკურ არგენტინელს ხშირად ურტყამდნენ ფეხებში და ამის გამო ლეო და "ბარსელონა" ძალიან ზარალდებოდნენ.

ადრეულ კარიერაში მან მხოლოდ სამთავა კუნთის სამი სერიოზული ტრავმა მიიღო (2005-2008 წლებში). საერთო ჯამში, ამ სახის ტრავმის გამო მან 5 თვემდე დაისვენა.

2006 წელს მან მარცხენა ფეხზე სხვა სახის ტრავმა მიიღო, რის გამოც სამი თვე გამოტოვა.

მოკლედ, მეოთხედზე მეტ დროს, პირველი სამი სეზონის განმავლობაში, ლეო ლაზარეთში ატარებდა.

ქართული პარალელი: მესი და ჯანო

ამასთან დაკავშირებით კი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და პერსპექტიული ფეხბურთელის, ჯანო ანანიძის ტრავმიანობა გაგვახსენდა და პარალელის გავლებაც შესაძლებელია - ლეოს ახალგაზრდული კარიერაც ხომ დახუნძლული იყო ტრავმებით, როგორც ახლა ანანიძისაა.

თუმცა "მარკას" სტატია, ძირითადად, მხოლოდ ფაქტებს გვთავაზობს და თუ როგორ გაუმკლავდა ამ სენს და როგორ აქცია ლეო მესიმ სუსტი მხარე ძლიერად, ჯანომ, ალბათ, თავად არგენტინელისგან (ან მისი ექიმებისგან) უნდა შეიტყოს.

სხვათა შორის, ჯანო ანანიძემ ახლახან მოირჩინა მორიგი ტრავმა და ვარჯიშსაც შეუდგა.

Video

ლიონელ მესის ტრავმები ატლეტიკოსთან და ბენფიკასთან

2010 წლის ეპიზოდი - "ატლეტიკოს" ტომაშ უიფალუშიმ "მოსაკლავად" გაიმეტა ლეო მესი

2012 წლის ეპიზოდი - "ბენფიკასთან" ტრავმაც არ გამოდგა სერიოზული

ასევე იხილეთ:

ლიონელ მესი: საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

"ბარსელონას" ძვირი სამი ქულა

Lévani
სწორი კვება!!!!!
Shoda
მე, რომ შეიძლებოდეს 955-ს და ბექას იმ გასათხიპნილ ტვინს დიდი სიამოვნებით ჩავხედავდი!
955
ყველა ჩვენს სპორტსმენებს უნდა ყავდეთ ძლიერი ფსიქოლოგები.თუ გვყავს ასეტები საქართველოში
beqa
კარგით რა სად ჯანო და სან მესი ! ტიპმა 5 ვერ მოიმიატა ბოლო 3 წელი ისევ ისეთია რაც 17 წლის იყო ! შეხედეთ მესი როგორი ჯირკივით არის ეს კიდევ 12 წლის ბავშვის დონეზეა დარჩენილი ! ან ექიმი არ ყავს სპარტაკში ან ფიზიკური მწვრთნელი ! დარჩა ერთ დონეზე ქართული რეალობა ! ფული არის მეტი ვარჯიში აღარ არის საჭირო კლავენ თავიანთ ნიჭს რუსულ მათხოვრულ კლუბებში და უკრაინულში და თანაც მეორეხარისხოვან კლუბებში.
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე