იუბილემდე კვირით ადრე გერმანელმა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა კარიერაში - ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა
თავის იუბილემდე ერთი კვირით ადრე გერმანელმა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა კარიერაში – მაიამის მასტერსის ნახევარფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის "დიდი ოთხეულის" მოთამაშეებს, მათ შორის, ჯოკოვიჩს უგებს.

ტომიმ ჩოგბურთის თამაში ოთხი წლის ასაკში დაიწყო. სპორტის ამ სახეობას ის მამამ - პეტერ ჰაასმა აზიარა, რომელიც თავად ძიუდოისტი იყო და ავსტრიის ნაკრებში ერთხელ ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

ამ ვარსკვლავურ მომენტამდე რამდენიმე წლით ადრე პეტერი ერთ სკოლაში სწავლობდა ჰოლივუდის მომავალ ვარსკვლავთან და კალიფორნიის გუბერნატორთან, არნოლდ შვარცენეგერთან ერთად. ამ ნაცნობობის წყალობით, ტომი 2004 წელს გუბერნატორის სახლში მოხვდა ცნობილი ადამიანების სადილზე. სხვათა შორის, ამით ჰაასის კავშირი კინემატოგრაფთან არ ამოიწურება. ჩოგბურთელი დაქორწინებულია მსახიობ სარა ფოსტერზე, რომელმაც სახელი გაითქვა სერიალში "90210: ახალი თაობა" მონაწილეობით.

ჰაასი ბავშვობისა და იუნიორის ასაკში ჰოლივუდიდან შორს ცხოვრობდა - ქვეყნის მეორე ბოლოში, ფლორიდაში, სადაც ნიკ ბოლეტიერის აკადემიაში მუშაობდა. ბოლეტიერი აღფრთოვანებული იყო ახალგაზრდა ბიჭით. ამის წყალობით ტომი აკადემიაში დარჩა და უფასოდ ვარჯიშობდა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ის ბრწყინავდა იუნიორთა დონეზე - შესაბამის რეიტინგში ერთხელაც არ შესულა პირველ ათეულში. სამწუხაროდ, ამის მიზეზი ტრავმებიც იყო. 1995 წლის დეკემბერში მან მარჯვენა კოჭი მოიტეხა, 1996 წლის დეკემბერში – მარცხენა. ორივე შემთხვევაში ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.

1997 წლის სეზონისთვის ტომიმ მოასწრო გამოჯანმრთელება და "დიდების" დონეზე წარმატებების მიღწევა დაიწყო. 1997 და 1998 წლებში მან ლიონის ტურნირის ფინალში ორჯერ ითამაშა, მაგრამ ორივე წააგო. სადებიუტო ტიტული გერმანელმა 1999 წელს, მემფისში მოიპოვა. იმავე სეზონში კიდევ სამი ფინალი ითამაშა, მაგრამ სამივე დათმო. ასევე უნდა აღინიშნოს პირველი ხმაურიანი წარმატება "დიდი სლემზე" – 1999 წელს ავსტრალიის ღიაზე ნახევარფინალში გავიდა.

თავდაპირველად ტომი ძალიან ცუდად თამაშობდა გადამწყვეტ მატჩებში - ცხრა ფინალიდან მხოლოდ ერთში მიაღწია წარმატებას. რეალურად გერმანელმა საყოველთაო ყურადღება 2000 წლის სექტემბერში მიიქცია, როცა სიდნეის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ხუთსეტიანი ფინალი წააგო რუს ევგენი კაფელნიკოვთან.

ტომი უკვე მაშინ მიიჩნეოდა ავტორიტეტთა რისხვად. მართალია, იმ დროისთვის მას კვლავ მხოლოდ ერთი ტიტული ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ დამარცხებული ჰყავდა ანდრე აგასი, პიტ სამპრასი, გუსტავო კუერტენი, მარსელო რიოსი... დადებითი ბალანსი ჰქონდა ენდი როდიკთან, როჯერ ფედერერთან, მარატ საფინთან და ჯიმი კურიესთან ურთიერთშეხვედრებში.

მოკლედ, გერმანელის კარიერა პროგრესისკენ მიდიოდა: ფინალებში დასანანი წაგებების შემდეგ, 2001 წელს ოთხი ტიტული მოიპოვა და რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. სამწუხაროდ, მომდევნო სეზონმა მას მხოლოდ იმედგაცრუებები მოუტანა. მისი მშობლები მძიმე ავტოავარიაში დაზარალდნენ, მამამისი კი კომაში ჩავარდა. ტომის ჩოგბურთის მიტოვება და მშობლებზე ზრუნვა მოუწია. ხოლო კორტზე დაბრუნებისთანავე სერიოზულად დაიზიანა მხარი და ისევ დასჭირდა ოპერაცია. გარდა ამისა, ჰაასს სხვა რამდენიმე ტრავმაც აწუხებდა. ის ტურში სრულფასოვნად მხოლოდ 2004 წელს დაბრუნდა.

მას ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია და იმ პერიოდში ჰიუსტონსა და ლოს ანჯელესში გამარჯვებებმა დამაჯერებლობა შესძინა. 2006 წელს ჰაასმა სამი ტიტული მოიპოვა, სერიოზულად მოუმატა რეიტინგში და ამერიკის ღიაზე მეოთხედფინალამდე მიაღწია. ის ნახევარფინალთანაც ახლოს იყო, როცა სეტებში 2:0-ს უგებდა ნიკოლაი დავიდენკოს, მაგრამ დაღლილობის გამო ვერ მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

ავსტრალიის ღიაზე ნახევარფინალმა მას 2002 წლის შემდეგ პირველად მოუტანა ადგილი რეიტინგის TOP10-ში, ხოლო უიმბლდონზე კარიერაში პირველად მიაღწია მეოთხედფინალს, მაგრამ იქ ტომის ტრავმამ შეუშალა ხელი – მუცლის კუნთის დაზიანების გამო ფედერერის წინააღმდეგ სათამაშოდ გასვლა ვერ შეძლო. 2007 წლის ნოემბერში ჰაასმა კიდევ ერთი ოპერაცია გადაიტანა მხარზე.

უკვე ასაკში შესულ გერმანელს გაუჭირდა ხელმეორედ დიდ ჩოგბურთში დაბრუნება. თან ტომის არ ჰყავდა კარგი გუნდი და არ ჰქონდა ზუსტი გრაფიკი. ის ბევრს მოგზაურობდა და თამაშობდა, მაგრამ, ძირითადად, ადრეულ ეტაპებზე აგებდა. განსაკუთრებით უჭირდა გრძელი და დაძაბული მატჩების ჩატარება.

გერმანელმა პაუზის აღება გადაწყვიტა და მეუღლესთან ერთად ბაჰამის კუნძულებზე გაემგზავრა. საჭირო დასვენების შემდეგ ჰაასი მომძლავრდა და თავის ყოფილ მწვრთნელს ტომას ჰოგსტედტს დაუბრუნდა. 2009 წელს ტომს ისევ შეექმნა პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით: ამჯერად მიზეზი იდაყვის ტრავმა იყო. მორიგი დაბრუნება ჰალეს ტურნირზე გამარჯვებით აღინიშნა, როცა გერმანელმა ფინალში დაამარცხა ჯოკოვიჩი. ორი კვირის შემდეგ კი უიმბლდონზე ნახევარფინალში გავიდა...

სამწუხაროდ, ამ წარმატებას მოჰყვა მორიგი შავი სერია. ტრავმირებულ მხარს დაემატა ბარძაყის პრობლემები, რის გამოც თითქმის მთელი სეზონის გამოტოვება მოუწია. მხოლოდ 2012 წლის სეზონში დაბრუნდა ჰაასი ტურში სრულფასოვნად და იმავე ჰალეში მოიპოვა ტრიუმფალური გამარჯვება. თან ფინალში სენსაციურად დაამარცხა ბალახის კორტების სპეციალისტი ფედერერი.

გერმანელმა ფინალამდე მიაღწია ჰამბურგსა და ვაშინგტონში და სეზონი 21-ე ადგილზე დაასრულა. წელს კი იყო ფინალი სან ხოსეში და ნახევარფინალი მაიამიში. მასტერსზე მას 2006 წლის შემდეგ არ ეთამაშა ამ სტადიაზე.

2010 წლის ნოემბერში ტომისა და ფოსტერს გაუჩნდათ ქალიშვილი - ვალენტინა. "მინდა გავაგრძელო თამაში, რათა ჩემმა ქალიშვილმა პროფესიულ მატჩში მიხილოს კორტზე", - ამბობდა მაშინ ჰაასი. მისი ოცნება ამას წინათ მაიამის ტურნირზე ახდა.

"წინ შორს არ ვიხედები და მრავალწლიან გეგმებს არ ვაწყობ. ჩემი შემდეგი ტურნირი ჰიუსტონში იქნება. მინდა კარგად მოვემზადო გრუნტის სეზონისთვის და ასევე, მინდა წარმატებით გამოვიდე დიდ ტურნირებზე. ვაპირებ თუ არა ამ სეზონის შემდეგ კარიერის დასრულებას? არა", - ამბობს ტომი ჰაასი.

დოსიე

დაიბადა 1978 წლის 3 აპრილს

სიმაღლე: 188 სმ. წონა: 88 ??.

პროფესიული კარიერის დასაწყისი: 1996 წელი

ჰონორარი კარიერაში: $11 194 526

მოგება/წაგება: 514/289

ტიტულების რაოდენობა: 13

უმაღლესი ადგილი რეიტინგში: 2 (2002 წელი)

ავსტრალიის ღია: 1/2-ფინალი (1999, 2002, 2007)

როლან გაროსი: 1/8-ფინალი (2002, 2009)

უიმბლდონი: 1/2-ფინალი (2009)

აშშ-ის ღია: 1/4-ფინალი (2004, 2006, 2007)

ოლიმპიადა: ვერცხლის მედალი (2000)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მაიამის მასტერსი: ნოვაკ ჯოკოვიჩს "ბაბუამ" მოუგო

სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
ნაკაშიმაც დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა