"გალათასარაი" კარგია, მაგრამ მეოთხედფინალიც ეყოფა...
"გალათასარაი" ნამდვილად არ არის ცუდი გუნდი - ოთხშაბათის მატჩმა ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, მაგრამ თურქული გრანდი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მაინც ისეთი ანგარიშით დამარცხდა, რომ ფაქტობრივად, უიმედო სიტუაციაშია.

თანაც, ფათიჰ თერიმის გუნდს სტამბულში წამყვანი მცველი დანი ნუნკეუ და გოლეადორი ბურაქ ილმაზი დისკვალიფიკაციის გამო დააკლდებიან. ამავე მიზეზით საპასუხო შეხვედრაში მადრიდელთა მხრიდან სერხიო რამოსი და ჩაბი ალონსო ვერ ითამაშებენ.

გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ შეხვედრის დასკვნით ფაზაში მათ, დიახაც, სურდათ მესამე გაფრთხილებების მიღება, რათა ნახევარფინალს "სუფთანი" შეხვდნენ.

4 აპრილს გავრცელებული ცნობების თანახმად, უეფა სერიოზულად განიხილავს იმ ვარიანტს, რომ რამოსი და ჩაბი ალონსო კიდევ ერთი მატჩით დაისაჯონ, რადგან ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა "რეალის" ფეხბურთელები ბედგადაწყვეტილ დუელში საპასუხო მატჩის წინ გაფრთხილებას თითქოს სპეციალურად იღებენ...

რეაქციები

ჟოზე მოურინიო ("რეალის" მთავარი მწვრთნელი): "ნუ იტყვით, რომ ნახევარფინალში თამაში გარანტირებული გვაქვს. ჰო, 3:0 იდეალური ანგარიშია და სტამბულში ერთი გოლი რომ გავიტანოთ, "გალათასარაის" ხუთი ექნება გასატანი, მაგრამ ფეხბურთში იმდენი დაუჯერებელი რამ გადამხდენია, რომ ვერავინ ვერაფრით გამაკვირვებს და არასდროს არაფერს გამოვრიცხავ."

ფათიჰ თერიმი ("გალათასარაის" მთავარი მწვრთნელი): "მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ, სასურველთან მიახლოებული შედეგის მიღწევაც კი ვერ მოვახერხეთ. მართალია, "რეალი" "გალათასარაიზე" გაცილებით ძლიერი გუნდია, მაგრამ ასეთი გოლები მაინც არ უნდა გაგვეშვა. ჩემპიონთა ლიგა ის დონეა, სადაც წარმატებას მხოლოდ უშეცდომო თამაშით მიაღწევ."

შემადგენლობები

როგორც მოსალოდნელი იყო, ჟოზე მოურინიომ კარში მაინც დიეგო ლოპესი ჩააყენა, გამოჯანმრთელებული იკერ კასილიასი კი განაცხადშიც არ ყოფილა. პორტუგალიელმა თავდასხმაში უპირატესობა ქარიმ ბენზემას მიანიჭა, დაცვის მარჯვენა ფლანგზე კი არბელოა ესიენით შეცვალა.

"გალას" თავკაც ფათიჰ თერიმს სიურპრიზები არ შემოუთავაზებია. მარცხენა მცველად კვლავ რიერა გაამწესა, ჰაქან ბალთა კი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ერთი სიტყვით, თურქულმა გრანდმა მადრიდში ზუსტად იმ შემადგენლობით ითამაშა, რომლითაც "გალამ" "შალკე" გააგდო.

გმირი

რაფაელ ვარანი (რეალი)

მადრიდელთა ცენტრალურ მცველებს, ბურაქ ილმაზისა და დიდიე დროგბას სახით, მრისხანე ცენტრფორვარდებთან ჰქონდათ საქმე. ვარანს დროგბას წინააღმდეგ თავიდან კი გაუჭირდა, მაგრამ მერე ჯერ დასტაბილურდა, საბოლოო ჯამში კი, თამამად ვიტყვით, რომ მოედანზე საუკეთესო იყო. "რეალის" მცველმა არც დროგბას და არც ილმაზს, ფაქტობრივად, არაფერი გააბედვინა, ხისტად თამაშობდა, მაგრამ, ამავდროულად, თამაშის წესები ერთხელაც არ დაურღვევია.

ანტიგმირი

სემი კაია (გალათასარაი)

თურქთა ცენტრალურმა მცველმა თამაში ნერვიულად დაიწყო და სანამ ნერვებს დაიწყნარებდა, მადრიდელები უკვე 2:0-ს იგებდნენ და ორივე გოლში ერთ-ერთი უმთავრესი დამნაშავე სწორედ სემი კაია იყო. მერე კი გამოსწორდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. "გალათასარაიდან" ასევე ძალიან სუსტი გახლდათ ჰამით ალთინთოფი, რომელმაც განსაკუთრებით ცუდად მეორე ტაიმში ითამაშა.

მსაჯი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნორვეგიელი სვეინ ოდვარ მოენი მეოთხედფინალის ოთხი მატჩიდან საუკეთესო მსაჯი იყო. სამი ხედირას ბურთი ზედიზედ ორჯერ რომ მოხვდა ხელზე, თამაში ალბათ მაინც სამართლიანად არ შეაჩერა, რადგან გერმანელი საყრდენის მოქმედებაში გამიზნულობა არ იკითხებოდა. სამაგიეროდ, ჩვენი აზრით, ბურაქ ილმაზი არ იმსახურებდა იმ ყვითელ ბარათს (სავარაუდო სიმულაციის გამო), რომლის გამოც საპასუხო შეხვედრა უნდა გამოტოვოს.

მწვრთნელები

ჟოზე მოურინიომ "გალათასარაისთან" შედარებით მორცხვი (თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას) სტრატეგია აირჩია: მისი შეგირდები აგრესიულად არ უტევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში "რეალის" უკანა ხაზი იდეალურად არ მოქმედებდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კონცეფციამ გაამართლა. ჟოზემ პირველი ორი შეცვლა პოზიციურად განახორციელა, მატჩის მიწურულს კი დი მარიას ნაცვლად, პეპე შემოუშვა - ამ უკანასკნელის დასკვნით ფაზაში გამოყვანა მოურინიოს თითქოს ტრადიციად ექცა.

თერიმმა შესვენებაზე ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო: სნეიდერის ნაცვლად თამაშში გიოქჰან ზანი ჩართო და ტაქტიკაც შეცვალა - რომბისებური ნახევარდაცვის მქონე 4-4-2-დან გუნდი 3-5-2 სქემაზე გადააწყო. შეტევის დროს ებუე დროის უმეტეს ნაწილს შეტევაში ატარებდა და ჰამით ალთინთოფის პოზიციაზე ვხედავდით. ეს უკანასკნელი კი ცენტრისკენ იწევდა და თავდამსხმელების უკან დგებოდა.

თუმცა თერიმის ცვლილებამ არ გაამართლა - "გალათასარაის" შეტევებს სიმძაფრე იმდენად მოაკლდა, რომ მეორე ტაიმში თურქებს რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ.

რაც თვალში მოგვხვდა

- თურქები მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავდნენ: პირველ ტაიმში საკმაოდ საინტერესოდ უტევდნენ, მაგრამ თერიმის გუნდს გადამწყვეტ მომენტებში კლასი აკლდა. "რეალის" გამთამაშებელ მესუთ იოზილს მოედნის ცენტრში სამოქმედოდ თითქმის ყოველთვის დიდი სივრცე ჰქონდა. მისთვის ფელიპე მელოს უნდა მიეხედა, მაგრამ ბრაზილიელი საყრდენი უყურადღებოდ თამაშობდა.

- ებუემ აშკარად გადაამეტა - შეტევებში ზედმეტად ხშირად და რისკიანად ერთვებოდა, რის გამოც მის უკან სიცარიელე იქმნებოდა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კრიშტიანო რონალდო სწორედ მის ფლანგზე მოქმედებდა, ებუეს საქციელი ჰარაკირის ტოლფასი იყო.

- "გალათასარაი" პირველ ტაიმში ბურთს "რეალზე" დიდხანს (54 პროცენტი) ფლობდა და კარისკენაც "რეალზე" მეტჯერ დაარტყა (9:7). ამასთან, დროგბას და ებუეს კარგი საგოლე მომენტები შეექმნათ. ერთი სიტყვით, თურქები პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად უტევდნენ და მადრიდული სუპერგრანდის მცველები არაერთხელ აანერვიულეს.

- შესვენების შემდეგ ტაქტიკის შეცვლამ "გალათასარაის" უკანა ხაზი უკეთ დაალაგა (როცა "რეალი" უტევდა, თურქებს ფაქტობრივად 5 მცველი ჰყავდათ), მაგრამ ამან თერიმის გუნდის შეტევებს მოაკლო ეფექტი. მადრიდელები კი ისევ "მოკრძალებულები" იყვნენ და შანსს კონტრშეტევებზე ელოდებოდნენ.

- თამაშის წინ ჩვენი ესპანელი კოლეგები წერდნენ, "რეალს" ცენტრფორვარდის პოზიციაზე უჭირსო. შესაბამისად, ბენზემას და იგუაინის გოლები კრიტიკოსებს დროებით მაინც გააჩუმებს.

- "გალათასარაი" "რეალს" საკმაოდ დიდხანს არცთუ ურიგოდ ებრძოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში დავრწმუნდით, რომ თურქულ გრანდს არა აქვს საკმარისი კლასი იმისათვის, რომ "რეალის" ან თუნდაც უფრო დაბალი რანგის გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშოს.

დასკვნა

3:0-ის დასაფიქსირებლად "რეალს" მთელი ძალით თამაში არ დასჭირდა. "გალათასარაი" კი მართლაც სიმპათიური გუნდია, მაგრამ ამდენი ინდივიდუალური შეცდომა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის დონეს არ შეესაბამება.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩი

რეალი-გალათასარაი 3:0

გოლები: 1:0 კ. რონალდო (9), 2:0 ბენზემა (29), 3:0 იგუაინი (73)

რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - ესიენი, ვარანი, სერხიო რამოსი, ფაბიო კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია (86. პეპე), იოზილი (80. მოდრიჩი), კ. რონალდო - ბენზემა (65. იგუაინი).

გალათასარაი (4-1-2-1-2): მუსლერა - ებუე, სემი კაია, ნუნკეუ, რიერა (83. ამრაბატი) - ფელიპე მელო - ჰამით ალთინთოფი (78. უმუთ ბულუთი), სელჩუკ ინანი - სნეიდერი (46. გიოქჰანი) - ბ. ილმაზი, დროგბა.

გაფრთხილება: ესიენი, სერხიო რამოსი, მოდრიჩი - ნუნკეუ, ფელიპე მელო, დროგბა, ბ. ილმაზი

მაყურებელი: 76 462

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რეალი-გალათასარაი 3:0 - "სამეფო კლუბმა" "ლომები" მოათვინიერა [VIDEO]

პორნომსახიობი საფონოვს "არსენალთან" ყოველი მოგერიებისთვის "ცხელ ღამეს" დაჰპირდა - მას ფეხბურთელის მეუღლემ უპასუხა
UEFA-მ ევროპული ტურნირების ფინალებზე მსაჯთა ვინაობა დაასახელა
Opta ჯიუტად პირველ ჩვენებას აწვება - "არსენალი" პსჟ-ს მოუგებს
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა