ანრიმ წელს პირველი გოლი გაიტანა
მორიგი ტური კოშმარული გამოდგა კანადური კლუბებისთვის. MLS-ში სულ სამი კანადური კლუბია და მათ ჯამში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს. მიუხედავად ამისა, საკუთარ კონფერენციაში პირველი ადგილი შეინარჩუნა "მონრეალმა", რომელმაც ამ ტურში "სპორტინგ კანზას სიტისთან" უშანსოდ წააგო. მასპინძელთა მხრიდან მორიგი გოლი გაიტანა არგენტინელმა კლაუდიო ბილერმა, ვინც აშშ-ს საკმაოდ კარგად შეეწყო.

"ჩივასთან" დამარცხდა "ვანკუვერი", რომლის რიგებშიც ისევ გამოირჩა კენი მილერი, მაგრამ შოტლანდიელის გოლი თუნდაც ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ იყო. კანადელთაგან ერთადერთი ქულა "ტორონტომ" აიღო, რომელსაც ოდნავ რომ გამართლებოდა, აუცილებლად მოიგებდა - მასპინძლები ჩემპიონ "ლოს ანჯელეს გელექსის" 2:1-ს უგებდნენ, მაგრამ არბიტრის მიერ დამატებულ დროში გაუშვეს გოლი და მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.

"ტორონტოდან" ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა რობერტ ერნშოუმ, რომლის ანგარიშზეც უკვე 4 ბურთია.

ორი ფრის და ორი წაგების შემდეგ სეზონში პირველი თამაში მოიგო "ნიუ იორკ რედ ბულსმა", რომლის რიგებშიც გამარჯვების მომტანი გოლი ტიერი ანრიმ გაიტანა, ვისთვისაც ეს გოლი ამ ჩემპიონატში ასევე პირველი იყო. აღსანიშნავია, რომ ანრი ცვლილებაზე გამოვიდა (ტიმ კეჰილი შეცვალა) და გოლის გასატანად 23 წუთიც იკმარა. "რედ ბულსის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ჟუნინიო პერნამბუკანო და პეგი ლუინდულა, მაგრამ მათ თავი არ გამოუჩენიათ.

MLS. რეგულარული სეზონი. V ტური

ტორონტო-გელექსი 2:2

გოლები: 0:1 მაგი (16), 1:1 ერნშოუ (29), 2:1 ოსორიო (78), 2:2 ვილიარეალი (90).

რედ ბულსი-ფილადელფია 2:1

გოლები: 1:0 დ. მაკკარტი (55), 1:1 კეისი (63), 2:1 ანრი (82).

ნიუ ინგლენდი-დალასი 0:1

გოლი: 0:1 ბ. პერესი (87).

კოლორადო-პორტლენდი 2:2

გოლები: 1:0 პაუერსი (18), 2:0 თომასი (48-პენ), 2:1 ვ. ჯონსონი (55), 2:2 ვ. ჯონსონი (71-პენ).

კანზას სიტი-მონრეალი 2:0

გოლები: 1:0 ბილერი (5), 2:0 ზუსი (80).

ჰიუსტონი-სან ხოსე 2:0

გოლები: 1:0 ბრუინი (18), 2:0 ბარნსი (42).

სოლტ ლეიკი-სიეტლი 2:1

გოლები: 1:0 ფინდლი (8), 2:0 გილი (35), 2:1 ბ. ევანსი (57)

ჩივასი-ვანკუვერი 2:1

გოლები: 1:0 დევიდსონი (12-საკ. კარში), 2:0 ე. ავილა (55), 2:1 კ. მილერი (64).

სატურნირო მდგომარეობა:

აღმოსავლეთ კონფერენცია: 1. მონრეალი - 12 ქულა, 2. ჰიუსტონი (4 თ) - 9, 3. კანზას სიტი - 8, 4. კოლამბუსი (4 თ) - 7, 5. ფილადელფია (4 თ) - 6, 6. რედ ბულსი - 5, 7. ტორონტო (4 თ) - 4, 8. DC იუნაიტედი (4 თ) - 4, 9. ნიუ ინგლენდი (4 თ) - 4, 10. ჩიკაგო (4 თ) - 1

დასავლეთ კონფერენცია: 1. დალასი - 12 ქულა, 2. ჩივასი - 10, 3. გელექსი (4 თ) - 8, 4. სოლტ ლეიკი - 7, 5. სან ხოსე - 7, 6. ვანკუვერი (4 თ) - 6, 7. პორტლენდი (4 თ) - 3, 8. კოლორადო - 2, 9. სიეტლი (4 თ) - 1

ბომბარდირები: 5 - მაგი (ლოს ანჯელეს გელექსი); 4 - ერნშოუ (ტორონტო); 3 - ბილერი (სპორტინგ კანზას სიტი), ა. საბორიო (რეალ სოლტ ლეიკი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

MLS. რეგულარული სეზონი: ვონდოს პირველი გოლი

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"