იტალია. სერია A. გამოტოვებული მატჩი
ძლიერი წვიმის გამო გადადებული "სამპდორია"-"ინტერის" მატჩი ოთხშაბათს გაიმართა და ამით XXIX ტური დასრულდა. მილანურმა გრანდმა გენუაში ორი უპასუხო ბურთი გაუტანა მეტოქეს და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა...

თამაში

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ეს სტატისტიკაზეც შესაბამისად აისახა. "სამპდორიას" ფეხბურთელებმა 17-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით და ეს მაშინ, როდესაც სტუმრებმა მხოლოდ 8-ჯერ სცადეს მეტოქის კარის აღება. ბურთიც მეტწილად სტუმართა ნახევარზე იყო და მოკლედ, არათუ ტერიტორიულ, სათამაშო უპირატესობასაც გენუელები ფლობდნენ.

თამაში ხეირიანად დაწყებული არ იყო, როდესაც ნიკოლა სანსონე მილანელთა კარს დაემუქრა და რომ არა სამირ ჰანდანოვიჩის შესანიშნავი რეაქცია, ანგარიში გაიხსნებოდა. იმავე სანსონეს აქტიურობის შემდეგ მასპინძლებს სამჯერ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ჯერ მუსტაფიმ ვერ ივარგა დამაგვირგვინებელ ფაზაში, შემდეგ დე სილვესტრიმ და კრსტიჩიჩმა შესცოდეს. მილანელებმა გენუელთა შტურმს ერთი მეტად სახიფათო იერიშით უპასუხეს, როდესაც როდრიგო პალასიო დარჩა კიპერთან პირისპირ, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.

ტაიმის მიწურულს პალასიომ მაინც გააკეთა თავისი საქმე - მარცხენა ფრთიდან, პერეირას ჩაწოდებულს დაუხვდა და თავური დარტყმით ბურთი შორეულ კუთხეში მოათავსა, 0:1.

მეორე ტაიმი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და ბოლომდე ასევე გაგრძელდა... ქებათა ქება სამირ ჰანდანოვიჩს, რომელმაც ერთიმეორეზე რთული ბურთები მოიგერია. გენუელები ბევრჯერ იყვნენ გატანასთან ახლოს, მაგრამ ბოლო მომენტში რაღაც აკლდებოდათ.

თამაშის დასრულებამდე ბევრი აღარ იყო დარჩენილი, როდესაც პალასიომ თამაში თავის თავზე აიღო, რამდენიმე მცველს აუარა გვერდი და ბურთი კარის ბადეში გაახვია, 0:2. მოკლედ, პალასიომ დუბლი შეასრულა და კიდევ ერთხელ ულიდერა თავის გუნდს.

კასანოს დაბრუნება

განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო ანტონიო კასანო, რომელიც ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა. "სამპდორიას" ტიფოზებმა კასანტა არაერთგვაროვნად მიიღეს - ზოგმა ტაში დაუკრა, ზოგმა უსტვინა, ზოგმა კი უხამსი ბანერები გამოკიდა... მოკლედ, ანტონიოს ცოტ-ცოტა ყველაფერი ერგო და ნამატჩევს დაბნეული ჩანდა:

"მადლობა ყველას, ვინც ტაშით შემეგება და იმათაც, ვინც დამისტვინა. "სამპდორია" ყოველთვის ჩემს გულში იქნება და ამ გუნდს ყოველთვის ვუგულშემატკივრებ. არ ვიცოდი, როგორ დამხვდებოდნენ გულშემატკივრები და სიმართლე გითხრათ, არც ის ვიცი, როგორ დამხვდნენ... ვიღაც მადლიერია იმით, რომ "სამპასთვის" რაღაც გამიკეთებია, ვიღაცას კი არაფერი ახსოვს. დღეს ჩემი ფიქრები "ინტერს" დასტრიალებს და ბედნიერი ვარ, რომ სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში".

ანდრეა სტრამაჩონი ("ინტერის" მთავარი მწვრთნელი): "მართალია, "ტოტენჰემთან" და "იუვენტუსთან" სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ იმ მატჩებშივე ჩანდა, რომ გუნდი აღმავლობის გზას დაადგა. "სამპდორიასთან" ეს უნდა დაგვემტკიცებინა და საბედნიეროდ, ასეც მოხდა. მინდა როდრიგო პალასიო შევაქო, რომელმაც დიდებული შეხვედრა ჩაატარა. არგენტინელი მზადაა, რომ გუნდის ლიდერი გახდეს და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მოუმატებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ინტერი": ანდრეა რანოკია თავს იცავს

გიზო
ინტერი "იტანდა" კი არა, ინტერს გაჰქონდა.
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად