ენდი კეროლი ვერც "ვესტ ჰემში" ათამაშდა ისე, მისგან რომ ელოდნენ
სეზონის დასრულების შემდეგ "ვესტ ჰემის" 24 წლის თავდამსხმელი ენდი კეროლი "ლივერპულში" დაბრუნებას აპირებს. ის იმედს არ კარგავს, რომ შეძლებს და "ენფილდზე" ყველაფერს თავიდან დაიწყებს.

თუმცა "წითლების" მთავარი მწვრთნელი ჯერაც ბრენდან როჯერსია, რომელმაც აყლაყუდა ფორვარდს ზაფხულში გულწრფელად უთხრა, რომ თამაშის იმედი არ უნდა ჰქონოდა და ჯობდა, ახალი გუნდი მოეძებნა. მერსისაიდელები კეროლში 20 მილიონ ფუნტს ითხოვდნენ. რეგრესის გზაზე მდგარ ფეხბურთელში ამხელა თანხის გადახდა ჭკუაში არავის დაუჯდა. ამჯერად ფასმა 3 მილიონით დაიკლო. ვნახოთ, 17 მილიონს მაინც თუ გადაიხდის ვინმე.

ბრენდან როჯერსი კეროლთან პირისპირ შეხვედრას გეგმავს. ყველასთვის ცხადია, რომ "აპტონ პარკზე" გატარებულმა უღიმღამო სეზონმა (5 გოლი 19 თამაშში) ფეხბურთელის აქტივები დიდად ვერ გაზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ "ლივერპულს" ახლა დენიელ სტარიჯიც ჰყავს, ენდის პერსპექტივას მიზერულსაც ვეღარ ვუწოდებთ.

კეროლისთვის მაღალანაზღაურებადი რეზერვისტის როლი კლუბს არ აწყობს და არა გვგონია, თავად ფეხბურთელს ემეტებოდეს ასე საკუთარი თავი. მით უფრო, რომ ის როი ჰოჯსონის გუნდთან ერთად ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გეგმავს გამგზავრებას.

"ვესტ ჰემის" გარდა, კეროლის შეძენას ზაფხულში "ნიუკასლიც" შეეცდება. ტაინსაიდელებს, დედაქალაქელებისგან განსხვავებით, სერიოზული არგუმენტი აქვთ. ამ არგუმენტს ჰატემ ბენ არფა ჰქვია. როჯერსი ხომ 26 წლის ფრანგზე დიდი ხანია ოცნებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ენდი კეროლს ევროთასებზე თამაში სურს

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად