ზურაბ პეტრიაშვილი: "საჩოთირო მაინც არის, ორი შესარჩევი ციკლი ნაკრებს შედეგის გარეშე ხელმძღვანელობდე და მილიონებს იღებდე ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ღარიბია"
რედაქციაში ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის პრეზიდენტი ზურაბ პეტრიაშვილი დაგვიკავშირდა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას შესახებ მოსაზრება დააფიქსირა:

- დიდხანს ვიკავებდი თავს, ვფიქრობდი, თემურ ქეცბაიას ვინმე მაინც ეტყოდა, საზოგადოებაში ასე არ იქცევიანო.

მაგრამ საფრანგეთთან თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე მომხდარმა დამარწმუნა, რომ ის ჩვეულ სტილში აგრძელებს ყველას დაცინვა-დამცირებას.

Video

თემურ ქეცბაიას კამათი ქართველ ჟურნალისტთან

ასეთი იყო მისი გამოსვლები "ქორთიარდში", როდესაც ვეტერანებს "გაუსწორდა"; ჟურნალისტებთან წინა შესარჩევი ციკლის შემაჯამებელ ტელეპრესკონფერენციაზე; გადაცემა "105 წუთში", სადაც "ქომაგთა ლიგას" "გადაგვიარა".

სავარაუდოდ, დამქირავებელთან საუბრის გარდა, მისი სტილი ყვირილია. გვიყვიროდა ვეტერანებს, სად იყავით, როცა სტადიონები იკარგებოდა და ქართულ ფეხბურთს ანგრევდნენო. საზოგადოებამ კი იცის, სადაც ვიყავით "ქომაგთა ლიგა", სპორტული ჟურნალისტები, აქტიური ვეტერანები.

თავად სად იყო და ხმას რატომ არ იმაღლებდა? ეს იმ დროს, როდესაც უცხოეთში მოღვაწე ქართველის ნათქვამი უფრო წონიანია, ვიდრე შინ მოღვაწისა.

ინებეთ ფაქტი: ის ეროვნულის მწვრთნელია, ჩივაძე კი - მხოლოდ ახალგაზრდულის.

- ჩივაძეს საქართველოში დაფასება არ აკლია...

- აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. ეტყობა, ნაკრებში დასაქმებამდე ქეცბაიამ არ იცოდა, საქართველოში რა ხდებოდა. საყვედურობდა, სტადიონები დაიკარგა, უამრავი ფული დაიხარჯა და ქართული ფეხბურთის ხარჯზე ბევრმა მოითბო ხელიო, მაგრამ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ჩვენ არ ვიბრძოდით?

"ქომაგთა ლიგამ" ყველაფერი გააკეთა, რათა კლაუს ტოპმიოლერსა და მის გუნდს მილიონიანი კონტრაქტები არ გაგრძელებოდათ;

სფფ-სთან გამართულ მასშტაბურ მიტინგზე გავაპროტესტეთ სტადიონების გასხვისება, ტრადიციული ქალაქების უფეხბურთოდ დატოვება და ა.შ.

ორგანიზაციებმა "ჩვენი ფეხბურთი", "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს", "ქომაგთა ლიგამ", ვეტერან ფეხბურთელთა კავშირმა, რამდენიმე სპორტულ ჟურნალისტთან ერთად, 2008 წლის აპრილში თბილისის ჭადრაკის სასახლეში, დიდ საფეხბურთო ყრილობაზე, მოვითხოვეთ ჩვენი ფეხბურთის ნგრევის დასრულება, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები და არალეგიტიმური, "ნაცმოძრაობის" მიერ ძალადობრივი გზით დანიშნული ნოდარ ახალკაცი-უმცროსის გადადგომა.

ამ ბრძოლას სასურველი შედეგი იმიტომ არ მოჰყვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავისას ძალადობით აკანონებდა.

ასე ვიბრძოდით ქეცბაიას მიერ სხვადასხვა დროს გალანძღული ხალხი, თავად კი იმ პერიოდში კარიერით იყო დაინტერესებული და სამშობლოსაკენ მხოლოდ მაშინ გამოიხედა, როდესაც "ნაციონალების" მორიგმა ფავორიტმა ზვიად სიჭინავამ საქართველოს ნაკრებში ძვირად ღირებული კონტრაქტი შესთავაზა.

- ქეცბაიას ჩამოყვანა მაშინ გულშემატკივრებსაც სურდათ და ეს მცირე სახსრებით ვერ მოხერხდებოდა. კონკრეტულად რას ედავებით?

- საზოგადოებაში ნაკრების მწვრთნელს სხვაგვარი მოქცევა ევალება. ჩათვალა, რომ არავინ არაფერი იცოდა და შეეძლო, ყველასათვის პატარა ბავშვებივით ეყვირა და ჭკუა ესწავლებინა.

მისმა ქედმაღლობამ გილბერტ კიტ ჩესტერტონის სიტყვები გამახსენა - "ადამიანი იერარქიაში რაც უფრო მაღლა ადის, მით უფრო პატარავდებიან ქვემოთ მყოფნი, ჭიანჭველებს ემსგავსებიან და მათი გასრესვაც ჭიანჭველასავით შეიძლება".

ასე ზემოდან გვიყურებს ჩვენ, ვინც ავტობუსით დავდივართ. ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად.

დაუკვირდით მის ძველბიჭურ ლექსიკას, ან ეს "ტო"-ს ხმარება რა უბედურებაა. ქართულ ფეხბურთში ყველა უვიცი და უსაქმური ყოფილა და თურმე, ქართული ფეხბურთისთვის სანთელივით მხოლოდ ის და ბატონი სიჭინავა იწვიან.

ამპარტავნობა და ქედმაღლობა ვახსენე. "ოლიმპიაკოსიდან" ორიოდე თვეში ამიტომ წამოვიდა და ამის გამო აქვს ნაკრების ფეხბურთელებთან დაძაბული ურთიერთობა.

საქართველოში თუ არაფერი ვიცით, უცხოელებისგან მაინც ისწავლოს. არგენტინის მწვრთნელობისას მარადონა ფეხბურთელებს ეფერებოდა. მასკერანოს მასზე ნაკლებ ტექნიკას კი არ საყვედურობდა, აქებდა და მაქსიმალური შედეგისათვის განაწყობდა.

ქეცბაიამ კი წინა შესარჩევ ციკლში არაერთი გადამწყვეტი გოლის გამტანი თავდამსხმელი სირაძე სათადარიგო სკამზე დასვა და ქილიკობდა, რა ბედი აქვს, სულ იტანსო. მას, კახი კალაძესა და ლევან კობიაშვილს როგორ მოექცა, როდესაც მისგან და ფეხბურთის ფედერაციისაგან პატივით გაცილებას იმსახურებდნენ.

- ქეცბაიამ გამოაცხადა, რომ კობიაშვილის გაცილების მატჩს ნოემბერში გეგმავდა...

- მერე, ეს კობიაშვილმა არ იცოდა?! ვეტერან ფეხბურთელებს და მათ ამაგს ჩემი წარდგენა არ სჭირდებათ. სერიოზული პასუხის ღირსადაც არ მიიჩნევს სპორტულ ჟურნალისტებს, რომლებიც ეროვნული ჩემპიონატის სახეს უნარჩუნებენ - ამ ტურნირის არსებობას ხალხი სწორედ მედიის წყალობით იგებს. ესეც არაფერი ყოფილა.

ახლა "ქომაგთა ლიგაზეც" ვიტყვი, რომლის წარმომადგენლებიც "ნაფტალინიდან ამოღებულებად" მოგვნათლა. ორგანიზაცია სფფ-ის დამოუკიდებლობის ინიციატორებმა დავაფუძნეთ და მასში ბევრი ცნობილი პიროვნება გაერთიანდა, მათ შორის, "გურიისა" და "დინამოს" ვეტერანები.

ყველაფერი გავაკეთეთ, საქართველო მსოფლიოს პოლიტიკურ და საფეხბურთო რუკაზე რომ გაჩენილიყო, ეროვნული ნაკრები გვყოლოდა, საკუთარი ჩემპიონატი ჩაგვეტარებინა, იგივე ქეცბაიას "ნიუკასლში" რომ ეთამაშა...

ახლა ვიბრძვით, ჩვენი ფეხბურთი სწორად რომ განვითარდეს, სახსრები გონივრულად დაიხარჯოს, ნიჭიერი ბავშვები სწორ გზას დავაყენოთ და დიდ წარმატებას მივაღწიოთ.

- ქეცბაიას ემოციურობა ზოგჯერ მართლაც გამაღიზიანებელია, მაგრამ მის დამსახურებას და სანაკრებო წარსულს ხაზს ნუ გადაუსვამთ...

- როგორ გეკადრებათ! ქეცბაია ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფეხბურთელია და მისი გულიანი თამაში ყოველთვის მახარებდა, მაგრამ ახლა მის მწვრთნელობასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტილზე ვლაპარაკობ, რომელსაც შედეგით აფასებენ.

წინა ციკლში ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ჯგუფში საქართველომ ბოლოსწინა ადგილი დაიკავა. გაგვასწრეს ბერძნებმა, ხორვატებმა და ებრაელებმა და ლატვიელებმაც კი, ხოლო ბოლო ადგილზე გასულმა მალტამ ერთადერთი ქულა ჩვენთან მოიპოვა.

შესარჩევი ტურნირის ბოლო შეხვედრა თბილისში საბერძნეთთან განსაკუთრებული მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო.

გამარჯვებით საბერძნეთი პირველ ადგილზე გადიოდა, ჩვენ კი ლატვიას გავასწრებდით და რეიტინგს გავიუმჯობესებდით. ბერძნებს მეტი მოტივაცია ჰქონდათ. არ ვუსმენ, რას ამბობდნენ ამ მატჩზე ბოროტი ენები; მხოლოდ ის ვიცი, მეორე ტაიმში, ბერძნები რომ დაწინაურდნენ, ქეცბაიას სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა, ტრავმირებული თარგამაძე ვეღარ შეცვალა, შეხვედრა 10 კაცით დავასრულეთ და ანგარიშის გათანაბრების შანსიც წაგვერთვა.

მართალია, საფრანგეთთან წაგების გამო არ უნდა გადადგეს, მაგრამ ეს საბერძნეთთან დაშვებული შეცდომების გამო უნდა გაეკეთებინა. საჩოთირო მაინც არის, ორი შესარჩევი ციკლი ნაკრებს შედეგის გარეშე ხელმძღვანელობდე და მილიონებს იღებდე ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ღარიბია.

ნაკრების ქართველ მწვრთნელებს ხომ ორი ათას ლარზე მეტი ხელფასი არ ჰქონიათ. მათ შორის - ალექსანდრე ჩივაძეს, რომლის დროსაც შესარჩევ ჯგუფში საუკეთესო შედეგს, მესამე ადგილს მივაღწიეთ.

- კარგი კონტრაქტი შესთავაზეს და უარს ხომ არ იტყოდა? მეორეც არის - სულ მეშინია, ასეთი სიტყვების შემდეგ ქეცბაიამ ფეხი არ დაჰკრას და არ დავკარგოთ...

- ეს არავის გვსურს! მაგრამ მის ადგილზე ზომიერ ხელფასს დავჯერდებოდი, დაზოგილი ფულით კი ბავშვთა ფეხბურთის პრობლემების ნაწილობრივ მოგვარება და ნიჭიერი ბავშვებისათვის "ინტერნატის" ტიპის საფეხბურთო ცენტრების აშენებაა შესაძლებელი.

თემური 1968 წელს დაიბადა, როდესაც 18 წლის ბიჭი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ვიყავი. უფროსი ძმასავით ვურჩევ: კვიპროსის ფეხბურთს იქაურები მიხედავენ, მან კი საფეხბურთო სკოლა საქართველოში გახსნას და ჩვენი ფეხბურთის წარმატებაში შეიტანოს წვლილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზურაბ პეტრიაშვილი: საუკეთესო პრეზიდენტი, ალბათ, მერაბ ჟორდანია იყო...

ზურაბ პეტრიაშვილი: ასეთი გადასახადებით ბავშვებს ვერ გავზრდით

giorgi
ქეცბაია კარგი მწვრტნელია და სასურველია რომ კიდევ დიდხანს იყოს ეროვნული ნაკრების მწვრტნელად.სედეგებს კი მერე ვნახავტ,ბევრი რამეა დასალაგებელი და იმედი მაქვს რომ მალე დალაგდება რომ სედეგი მივიგოტ
vep1963
ქეცბაიას ერთი ნაკლი ეს მისი ერუდიცია,არასაკმაო განათლებაა.ხოლო რაც შეეხება სხვას,იგი ყველასთან მართალია და თავის საქმესაც კეთილსინდისიერად და პატიოსნად აკეთებს,რასაკვირველია ,როგორც ყველას მასაც აქვს შეცდომები.აი ეს არის მოკლედ.
ქეცბა 1991-2003
ზოგიერთებისგან განსხვავებით, ქეცბაიას სინდის-ნამუსი გადასკვალული არ აქვს, იყენებს დიდი ხანია, სულსა და გულს დებდა როგორც მოთამაშე და იგივეს აგრძელებს მწვრთნელობისას, გამკრიტიკებლებმა რა აწყობილ-პერსპექტიული გარემო დაახვედრეს ნეტავ? ქეცბას მადლობის მეტი, ქართველი ქომაგისაგან, არაფერი არ ეკუთვნის!!! პირი გამოირეცხეთ...
ზ
ჩემი აზრით უარესად უნდა ეპასუხა იმ ფარჩაკი ჟურნალისტის კვერცხულ შეკითხვაზე !!!
Tamazi
კუკუშა მართალია.ჯამარაული და ყავლაშვილი სურვილისაგან კანკალებენ ყიფიანმა იშოვა ადგილი ეგენი კი...
Giorgi
ქეცბაიას თავი გაანებეთ :@
kukusha
ეტყობა ესეთი ბედი გვაქვს ქართველებს, ამ პეტრიაშვილის მსგავს ტიპებს ვერ ვიშორებთ. მე ეჭვი არ მეპარება თავისნაირებს კიდევ ბევრს დატოვებს. კარგად წაიკითხეთ სტატია და მიხვდებით, ფაქტიურად არაფერს არამბობს გარდა იმისა ქეცბაია წავიდესო. ამ დროს 25 წელია ქართულ ფეხბურთში ტრიალებს, ბევრ გადაწყვეტილებაში იღებდა მონაწილეობას, ბევრ დანიშვნაში, ბევრი ჩაწყობილი საქმის გარჩევაში ან ჩაწყობაში. ჰოდა ეხლა იძახის, მე ვზრუნავდი ქართულ ფეხბურთზე და ამათმა დაღუპესო. მოკლედ პადოში აქვს და რა გინდა რომ უქნა.
koba
კაცმა რომელმაც ფეხბურთის თამაშის წესები არ იცის, ქეცბაიაზე და საერთოდ ფეხბურთზე არ უნდა ილაპარაკოს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ზურაბ პეტრიაშვილმა წესები არ იცის!
უძლევი
თემურ ქეცბაიასგან ხელები შორს! ქვის ხანის რელიქვია პეტრიაშვილო გიბრძანებ დაუბრუნდე შენს გამოქვაბულს!
ილია
რომ ამბობს ჟურნალისტებს როგორ ელაპარაკებაო, საქართველოს ჩემპიონატზე პრესკომფერენცია არ ტარდება თამაშის მერე და რეალურად არ ვიცით რა არის სრულ ყოფილი პრესკომფერენცია, ძალიან ბევრი მწვრთნელია რომლებსაც ცუდი ურთიერთობა აქვს ჟურნალისტებთან მაგ:მოურინიო, ყოველთვის უკმაყოფილო ტოვებს პრესკომფერენციას.საქართველოში მარტო ნაკრების თამაშებზე დადის ჟურნალისტი და ისიც საქართველოში თუა თამაში და ორ შეკითხვას ძლივს უსვავენ, არცერთი პრესკომფერენცია არ ჩატარებულა ისე რომ დეტალებში აეხსნათ ქეცბაიასთვის თამაში,მარტო გავიძახით გადადგეს, წავიდეს,ცუდია და ა.შ.საფრანგეთმა წააგო ესპანეთთან და დეშამმა ესპანეთი ძაან ვანერვიულეთო, ამას ამბობს საფრანგეთის მწვრთნელი, რასაც ნიშნავს რომ მეორე ადგილი მათი მაქსიმუმია და რას ითხოვთ ქეცბაიასგან??? მომავალ შესარჩევში თუ ვერაფერი გააკეთა მაშინ მოვთხოვოთ პასუხი,დარწმუნებული ვარ თუ ვერ დააყენებს კარგ გუნდს აღიარებს დამარცხებას.ყველაფერი რაცას ეს კაცი ამბობს თითიდან გამოწოვილია და ფედერაციის წინააღდეგ მოქმედებაა მეტი არაფერი.
sandro maxaroblidze
ქართველებს ერთი დიდი ნაკლი გვაქვს, სიმართლის თქმას ვერიდებით, სულ ტყუილში ცხოვრებით კი სადამდეც მივედით დავინახეთ. იმ ჟურნლისტს არ ვამართლემ, მაგრამ ქეცბაია რომ გამოდის და იზახის ფეხბურთელებს მე ვერ დავბადებ და ამ კონტიგენტით მეტი რა გინდათო, შე კაი კაცო ტუ ხვდები რომ ვერაფერს ვერ შეზლებ ამ გაპარტახებულ ქვეყანაში არ გრცხვენია წელიცადDი 1 000 000 $ ხელფასს რომ იგებ, რა შედეგიც ამას ააქვს მაგას ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი შეზლებდა და თამაშის ხარისხს და პროგრესზე თუ ვილაპარაკებთ, ხომ საერთოდ კატასტროფული მდგომარეობაა. ნაციონალები გვაბოლებდნენ ჩვენ ტუ არ ვიქნებით ქვეყანა დაიგუპებაო. არც ქეცბაიას გარეშე დაიგუპება ქართული ფეხბურთი, მაგაზე გაცილებით ზლიერი ფეხბურთელებიც გვყოლია და გვეყოლება და რა მწვრთნელიცაა კი ვხედავთ 8 მცველით თამაშობს ყველა თამაშს. ქართველი გულშემატკივარი არ არის მიჩვეული და ვალდებული დაჩმორებული და ყველა თამაშზე განწირული ნაკრების ყურებას
nodar amashukeli
ბატონო ზურაბ, მართალი ბრძანდებით ! ქეცბაიას საქციელი არ შეეფერება მაღალკვალიფიციური მწვრთნელის ნორმებს. ჩემი საზრით ყველა საღადმოაზროვნე ადამიანისთვის მიუღებელია მსგავსი ქმედება და კომენტარები. ასევე შემაშფოთებელია ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობა. ქართველი გულშემატკივარი დაიღალა ამდენი წარუმატებლობითა და ტყუილებით ქართულ ფეხბურთში არსებული ვითომდა კარგი მდგომარეობით.
ramo
ეს პეტრიაშვილები რომ არ გვშორდებიან, იმიტომაცაა ჩვენი საქმე უკანა....კენ
Eliso
ქეცბაი კარგი მწვრთვნელია
Eliso
დრო უნდა ყველაფერს
qenaabu
ეს გადადგომისადმი მოწოდება მაგარი იციან. თავისი "პროფესიული" და "ანალიტიკური" კომენტარებით:)
sabaa
გულშემატკივარს( უმრავლესობას) ესმის პრობლემა, ვერ ხედავს ქეცბაიას გაგდების მიზეზს.. მიდით გულშემატკივრები გააგდეთ...
დედა
ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზურაბ პეტრიაშვილს არგუმენტირებული კომენტარებისთვის. ვეთანხმები miaaa-საც. რაც შეეხება დანარჩენი კომენტარების ავტორებს, მაპატიეთ და თქვენ საერთოდ არ გადარდებთ არც საქართველოს ნაკრები, არც ქართული ფეხბურთი და მითუმეტეს ბავშვთა ფეხბურთი. ვერ წარმოვიდგენდი ასეთი სტატიის გამოხმაურება, რომ ასეთი ნეგატიური იქნებოდა.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მთლიანად გამოსაცვლელია არა მხოლოდ ფედერაციის ხელმძღვანელობა, არამედ ფეხბურთის განვითარების სტრატეგიაც. გული მწყდება, რომ ჯერ-ჯერობით ამის ნიშნებს ვერ ვხედავ.
M1
ეს საიტი პირდაპირ ებრძვის ქეცბიას. გულისამრევები ხართ
zveli gulshematkivari
ბატონო ზურაბ, თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ აბსოლიტურად არადეკვატური და ცალმხრივი ხართ მოსაზრებებში. შე კაი დედმამოშვილო, ის მაინც გეთქვა, გაკვრით მაინც, თუ როგორი არაკორექტული და არაფრისმთქმელი შეკითხვა დაუსვა ე.წ. ჟურნალისტმა (მგონი ფოფხაძეა გვარად). თუ თქენ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა მოგეწონათ, მაშინ რა აზრი აქვს თქვენთან ლაპარაკს! ისე თემურსაც არ აწყენდა ემოციების მოთოკვა ჯურნალისტებთან ურთიერთობისას. ზოგჯერ ის ბიძინას მაგონებს, თუ როგორ პასუხობს ის მისთვის მიუღებელი ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.
miaaa
მე ცოტა თემას გადავუხვევ და უფრო გრმად დავიწყებ ქართული ფეხბურთის განვითარების პრობლემაზე ლაპარაკს, ამჯერად ლაპარაკი მაქვს ჩვენი 17 წლამდელების წლევანდელ ელტრაუნდის გატამაშებაში ერთობ უშდეგო მონაწილეობაზე...საქართველოში ყველანაირი წარუმატებლობა ფეხბურთში არის ბავშვთა ფეხბურთის არასწორი განვითარება ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება, აი თუნდაც ეს წარუმატებლობა ჩემი აზრით არის საქართველოში ჩაწყობებით და მოწყობებით ბავშვების ასაკობრივ ნაკრებებში აყვანის შედეგი, ამაზე რატომგაც არავინ ხმას არ იგებს, ეხლა აქ რომ წარმატებით ეასპარეზათ ფურცლები ქება დიდებით აჩრელდებოდა, ძაან ცუდად იასპარეზეს და ხმას არავინ იგებს, იმიტომ რომ კარგად იციან მიზეზი რაცაა მაგრამ ეს ჩვენი დიდებული ქართული მენტალიტეტი მოითხოვს ამ ყველაპერს, და შედეგიც სახეზეა, დაუფიქრდითხალხნო რამდენი წელიწადი გავიდა საქართველოში პეხბურთელებს არ გაუბრწყინიათ, ჩვენზე გარიბი ქვეყნები წავიდნენ წინ და ჩვენ სულ უკან უკან მივდივართ, მიზეზი იქნებ უფრო სხვაა და არა ის რომ ჩვენ ინპრასტრუქრურა არ გაგვაჩნია და ასე შემდეგ მუდმივი ლაპარაკი, იმაზე რატომ არავინ ლაპარაკობს რომ აქ ნიჩს გასაქანი არ აქვს და გასაქანი აქვს მხოლოდ ჩაწყობებს და ასე შემდეგ უამრავ სხვა პრობლემას......
nodar razmadze
ტუტუცური კითხვა ადეკვატური პასუხი...ვფიქრობ ასეთ ჟურნალისტებს...არ ესაქმებათ ასეთი დონის პრესკონფერენციებზე
nodar razmadze
ტუტუცია ეს ჟურნალისტი
noarikos
უტაქტო ჟურნალისტია აბა რააა..აქციიდან მაყვირალ ტიპს გავს ..უზრდელურური არაპროფესიონალური კითხვა...ქეცბაის რო კაცი კიდევ რამეს დააბრალებ...
Georgi
არაკორექტული კითხვა დაუსვეს, და პასუხიც მიიღო ადეკვატური.
giorgi
როგორც დაუსვა კითხვა ისე მიიღო პასუხი. სწორადაც მოიქცა.
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა