საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 4 აპრილს ოფიციალური განცხადება გაავრცელა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 4 აპრილს ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოხატავს გულწრფელ მადლიერებას ყველა იმ ფეხბურთელის მიმართ, ვინც წლების მანძილზე ერთგულად იცავდა ეროვნული ნაკრების ღირსებას და სიამაყით ატარებდა ნაკრების ფორმას.

ჩვენმა ფეხბურთელებმა ქართველ გულშემატკივარს არაერთი დასამახსოვრებელი წუთი აჩუქეს. მათ ბევრი რამ გააკეთეს ეროვნული ნაკრებისათვის.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2013 წლის ნოემბერში, როცა ეროვნული ნაკრები საშინაო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, მოეწყობა იმ ფეხბურთელების ოფიციალური, საზეიმო გაცილება, რომლებმაც მიმდინარე სეზონში საკუთარი სურვილით განაცხადეს ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ.

საზოგადოებას და გულშემატკივარს მიეცემა საშუალება, კიდევ ერთხელ იხილონ გამორჩეული ფეხბურთელები ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და ყველამ ერთად, მადლობითა და მხურვალე ოვაციით გავაცილოთ ისინი ქვეყნის უპირველესი გუნდიდან.

ვიმედოვნებთ, რომ ეს დღე ყველასათვის დაუვიწყარი იქნება.

სფფ-ის პრესსამსახური

ვფიქრობთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ეს განცხადება ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საფეხბურთო თემის ლოგიკური გაგრძელება და პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზაა.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მეშვეობით ჯერ ლევან კობიაშვილმა, შემდეგ კი ალექსანდრე იაშვილმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადეს და გულისტკივილი გამოთქვეს იმის გამო, რომ გულშემატკივრებთან დამშვიდობების საშუალება არ ეძლეოდათ.

ვერ გეტყვით, ჰქონდათ თუ არა ჩაფიქრებული სფფ-სა და ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას მათი გაცილება, მაგრამ ახლა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ უნდა ჰქონდეს.

მთავარია, რომ ნოემბერში კობიაშვილს, იაშვილს და შესაძლოა, კიდევ რომელიმე ვეტერანს ქართველი გულშემატკივარი თბილისში უკანასკნელად იხილავს ნაკრების მაისურით და ეროვნული გუნდისთვის გაწეული სამსახურის გამო ისინი კუთვნილ მადლობასა და აპლოდისმენტებს მიიღებენ.

დაგვეთანხმებით, ეს მეტად იოლად განსახორციელებელი საქმეა და უმჯობესი იქნებოდა, საქვეყნოდ გავრცელებული ეს წესი საქართველოში უფრო ადრე დანერგილიყო.

თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და იმედია, დამსახურებული ვეტერანების გაცილება ქართული საფეხბურთო კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რევაზ არველაძე: ვერანაირ პრეტენზიას ვერ მივიღებ

კახა კალაძე ლევან კობიაშვილის განცხადებაზე: სფფ-ში უნდა გამოფხიზლდნენ!

ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით

მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად