თურქულ ანტალიაში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვაც მონაწილეობს
თურქულ ანტალიაში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომელშიც თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვაც მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა ზღვისპირა ქალაქის კორტებზე ზედიზედ ორი შეჯიბრება მოიგო წყვილებში ყირგიზ ქსენია პალკინასთან ერთად.

ამჯერად კალაშნიკოვა მხოლოდ ერთეულთა თანრიგში მონაწილეობს და მე-5 ნომრადაა განთესილი.

4 აპრილს მან კვარცხლბეკისკენ ორი ნაბიჯი გადადგა: სტარტზე კვალიფიკაციიდან დაწინაურებული ჩეხი კრისტინა ჰრაბალოვა დაამარცხა სამსეტიან პაექრობაში - 6:1, 5:7, 6:3, მეორე წრეში კი შვედი რებეკა პოიკაჯარვი დაჯაბნა - 6:0, 6:2. მეოთხედფინალში უკრაინელ განა როზნიხირენკოს მძლეველ (6:3, 6:2) ვიქტორია გოლუბიჩს (შვეიცარია) დაუპირისპირდება.

წარმატების შემთხვევაში, პეტრა კრეიშოვას და ტერეზა მარტინოვას (ორივე - ჩეხეთი) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. საგულისხმოა, რომ კრეიშოვამ მეორე წრეში ტურნირის რეიტინგფავორიტი, ფრანგი ვიქტორია ლარიე დაამარცხა - 6:4, 4:2 (ტრავმის გამო ფრანგმა შეჯიბრება ვერ დაასრულა).

ბადის მეორე მხარეს მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: ჩანთალ სკამლოვა (სლოვაკეთი, მე-7 ნომერი) - მელის სეზერი (თურქეთი, 4), ბასაკ ერაიდნი (თურქეთი, 2) - ელენ ალგურინი (შვედეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო