ფოტოპარალელები: ლებრონ ჯეიმსი - ბესიკი, ბეკენბაუერი, კრუიფი - ყიფიანი, ჩივაძე, საბონისი - ფაჩულია... და ქართულად მოცეკვავე რონალდო და ალვეში

რუბრიკა "ტაიმლაინში" ქვეგანყოფილებად "ფოტოპარალელი" არაერთხელ გამოვაქვეყნეთ. თუ გახსოვთ, თორნიკე და კახა შენგელიების თითქმის ერთნაირი სურათები დავბეჭდეთ.

ეს ამბავი გუშინ გამახსენდა, როცა ორი დიდი ფეხბურთელის, ფრანც ბეკენბაუერისა და იოჰან კრუიფის ფირზე აღბეჭდილი სინქრონული მოძრაობა ვნახე.

ასეთ სიტუაციაში ხომ მეორე დიდი დუეტი - დავით ყიფიანი და ალექსანდრე ჩივაძეც არიან გადაღებულნი.

ისიც გამახსენდა, რომ ასეთი "პარალელური" ფოტოები კიდევ უამრავი მაქვს მოგროვილი და ვფიქრობ, მათი "შეწებებისა" და საჯაროდ გამოტანის დროა.

არვიდას საბონისის თბილისში სტუმრობისას ინტერნეტში მის ფოტოებს ვარჩევდი და ბურთით მუცელგამობერილი 224 სმ სიმაღლის გიგანტს წავაწყდი.

ზუსტად ასეთ ვითარებაში აღბეჭდეს საბონისის თანამემამულე ლიტველმა ფოტორეპორტიორებმა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია კლაიპედაში, 2011 წელს ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას.

დააკვირდით კრიშტიანო რონალდოსა და ქართველი მოცეკვავის შეტყუპებულ სურათებს.

მართალია, მათ შორის მსგავსება არ არის, მაგრამ ერთმანეთის გვერდით იმდენად ბუნებრივად "გრძნობენ თავს", თითქოს რონალდოს "ცეკვა ქართულში" ჭიპი ჰქონდეს მოჭრილი.

რეალელს, აბა, ბარსელონელი როგორ ჩამორჩებოდა - დანი ალვეშმა მეტოქის კართან ისეთი ტრიალი შეასრულა, მთიულურის გამოცდილ მოცეკვავესაც შეშურდებოდა.

იანვარში გამოვაქვეყნეთ რამდენიმე სპორტსმენისა და მისი ორეულის ფოტოები. მას მერე ერთი საოცარი მსგავსება აღმოვაჩინეთ: განსჯა თქვენთვის მოგვინდვია, რომელია იტალიელი კალათბურთელი ლუიჯი დატომე და რომელი - ქართველი მიხეილ ანდღულაძე.

დაბოლოს, სტატიის მთავარ სურათზე ვიოლინომომარჯვებულ კაცს დააკვირდით, რომელიც, ერთი შეხედვით, შესაძლოა, ლებრონ ჯეიმსს მიამსგავსოთ...

კიდევ უფრო დააკვირდით - მართლაც ჯეიმსია, რომელიც უთუოდ გამოიწვევს ასოციაციას ბესიკთან.

ხომ გახსოვთ ფილმი ფეოლა, რომელშიც იპოლიტე ხვიჩიას დაძახებაზე აივნიდან ულვაშიანი ბესიკი რომ გადმოდგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა