ბაჰრეინის გრანპრის გაუქმების რისკი არ არსებობს
ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ბაჰრეინში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, მათ შორის, ფორმულა 1-ის ეტაპის გაუქმების მოთხოვნით. გასულ წელს, რბოლის ჩატარების დროს, პოლიციას დიდი ძალებით მოუწია ავტოდრომის დაცვა, 2011 წელს კი რბოლა საერთოდ გაუქმდა. ბაჰრეინში ამჟამად მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას, ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს გრანპრი ჩატარებას.

"არანაირი ნეგატიური ინფორმაცია არ მიმიღია. გუშინ ველაპარაკე ადამიანს, რომელიც ბაჰრეინში ცხოვრობს. მან მითხრა, რომ სიტუაცია აბსოლუტურად ნორმალურია. მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყეს და არ მგონია, რომ საპროტესტო დემონსტრაციები განახლდეს. გასულ წელს, მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. იმედია, დემონსტრანტები - ჭკვიანი ადამიანები არიან და მოლაპარაკებებს გააგრძელებენ", - ამბობს ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი.

კითხვაზე - არსებობს თუ არა ბაჰრეინის გრანპრის გაუქმების რისკი პროტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის გავლენით - ბერნიმ უპასუხა: "სრულიადაც არა. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს".

ბაჰრეინის გრანპრის პერსპექტივებზე საუბრისას, ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ ამ რბოლას გარანტირებული ადგილი ექნება კალენდარში: "ამას აბსოლუტურად დაზუსტებით ვამბობ. ბაჰრეინში ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. ისინი შესანიშნავად ატარებენ რბოლას, ეტაპს მხარდაჭერა აქვს მთავრობის მხრიდან. ასე რომ, არანაირი პრობლემა არ არსებობს".

შეგახსენებთ, რომ წელს, ბაჰრეინის გრანპრის 24 აპრილს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"რედ ბულის" მექანიკოსებმა პიტ-სტოპზე სისწრაფეში მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა