"არსენალს" კი ჯგუფიდან გასვლის შანსი გაუჩნდა
ლიბერტადორესის თასის გუშინდელმა შეხვედრებმა ორ ჯგუფში ინტრიგა პრაქტიკულად მოკლა, ერთში კი გააღვივა.

I ჯგუფში "ნასიონალმა" "ტოლუკას" უმასპინძლა და პირველი წრის მსგავსად, ამჯერადაც მოუგო. ურუგვაელები მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა. მორიგი, უკვე მესამე გოლი გაიტანა ივან ალონსომ, ვინც ბომბარდირთა დავაში გაერია. დუბლი შეასრულა 20 წლის გონსალო ბუენომ, ერთი ბურთი კი გამოცდილმა არგენტინელმა ისრაელ დამონტემ გაიტანა. საბოლოოდ, 4:0 და ამ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე "ნასიონალი" და "ბოკა ხუნიორსი" გააგრძელებენ ასპარეზობას. გასარკვევია პირველი ადგილის მფლობელის ვინაობა, რასაც, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს.

კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ბოლივიურმა "სტრონგესტმა", თან ამჯერად ქულების აღებაც მოახერხა. აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ ბოლივიელები სასიამოვნოდ კარგად თამაშობდნენ და შინ თუ გარეთ, ყველაგან ბოლომდე იბრძოდნენ. ამჯერად, ლა პასში გამართული შეხვედრა მათთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა და ამ გამარჯვების წყალობით, ბოლო ტურის წინ "სტრონგესტი" ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდა. ბოლივიაში დაფიქსირებული შედეგით ყველაზე მეტად სარანდის "არსენალმა" გაიხარა, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის საკმაოდ კარგი შანსი გაუჩნდა. აქ ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება.

მნიშვნელოვანი მატჩები მოიგეს "ოლიმპიამ" და "ნიუელს ოლდ ბოისმა". პარაგვაელებმა სტუმრად "უნივერსიდად დე ჩილე" დაამარცხეს და 1/8 ფინალის საგზური გაინაღდეს, ხერარდო მარტინოს გუნდმა კი "დეპორტივო ლარას" სძლია და მომდევნო ეტაპის საგზური 90 პროცენტით გაინაღდა. იმისთვის, რომ ჯგუფში ჩარჩეს, "ნიუელსმა" ბოლო ტურში უმოტივაციო "ოლიმპიასთან" უნდა წააგოს, ხოლო "უნივერსიდად დე ჩილემ" "დეპორტივო ლარას" ასტრონომიული ანგარიშით მოუგოს. მოვლენების ასეთი განვითარება ნაკლებად სავარაუდოდ გვეჩვენება.

მორიგი გოლები გაიტანა იგნასიო სკოკომ, ვინც დუბლი შეასრულა და ახლა მის ანგარიშზე 4 გოლია. 28 წლის არგენტინელი შესანიშნავად თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის ნაკრებში თავდამსხმელის პოზიციაზე არანორმალური კონკურენციაა, სკოკო ყოველ თამაშში ამტკიცებს, რომ მისი გამოძახება სერიოზულ შეხვედრებშიც შეიძლება. პრინციპში, ერნან ბარკოსზე ცუდად ნამდვილად არ უნდა ითამაშოს...

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი

I ჯგუფი. V ტური

ნასიონალი-ტოლუკა 4:0

გოლები: 1:0 გ. ბუენო (11), 2:0 დამონტე (34), 3:0 ივან ალონსო (74-პენ), 4:0 გ. ბუენო (89).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნასიონალი 5 3 1 1 10-5 10

2. ბოკა 5 3 0 2 5-4 9

3. ტოლუკა 5 1 2 2 5-9 5

4. ბარსელონა 5 0 3 2 4-6 3

ბოლო ტური

18 აპრილი:

ბარსელონა-ნასიონალი, ტოლუკა-ბოკა ხუნიორსი.

III ჯგუფი. V ტური

სტრონგესტი-სან პაულო 2:1

გოლები: 1:0 ნ. სოლისი (15), 1:1 როჟერიო სენი (44-პენ), 2:1 კრისტალდო (66).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ატლ. მინეირო 5 5 0 0 16-7 15

2. სტრონგესტ 5 2 0 3 7-8 6

3. სან პაულო 5 1 1 3 6-8 4

4. არსენალი 5 1 1 3 8-14 4

ბოლო ტური

18 აპრილი:

არსენალი-სტრონგესტი, სან პაულო-ატლეტიკო მინეირო

VII ჯგუფი. V ტური

ნიუელსი-დეპ. ლარა 3:1

გოლები: 1:0 პ. პერესი (4), 2:0 სკოკო (43), 2:1 პერეს გრეკო (79), 3:1 სკოკო (89).

უნივ. დე ჩილე-ოლიმპია 0:1

გოლი: 0:1 რ. ორტისი (50).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ოლიმპია 5 3 1 1 12-6 10

2. ნიუელსი 5 3 0 2 10-6 9

3. უნივ. დე ჩილე 5 2 0 3 4-7 6

4. დეპ. ლარა 5 1 1 3 6-13 4

ბოლო ტური

12 აპრილი:

დეპორტივო ლარა-უნივერსიდად დე ჩილე, ოლიმპია-ნიუელს ოლდ ბოისი.

ბომბარდირები: 5 - ბ. როდრიგესი (უაჩიპატო); 4 - ბარეირო (ოლიმპია), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი); 3 - ავილა (სპორტინგ კრისტალი), ბენედეტო (არსენალი), ბერნარდი (ატლეტიკო მინეირო), რონალდინიო (ატლეტიკო მინეირო), ჟო (ატლეტიკო მინეირო), დიეგო ტარდელი (ატლეტიკო მინეირო), გერერო (კორინთიანსი), ლაიხტვაისი (დეპორტეს ტოლიმა), ა. პენია (კარაკასი), საუსედო (სან ხოსე), ივან ალონსო (ნასიონალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასი: ჩხუბი პოლიციელებსა და ფეხბურთელებს შორის!

გიორგი ცუცქირიძე
საღოლ რონიი !!!
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს