ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლა ლიგა: ერიდეთ ლეოპარდის ტყავს!

ლა ლიგა: ერიდეთ ლეოპარდის ტყავს!

დრენტეს დილემა: გადაიხადე 2 მილიონი და ითამაშე
ტურის ცენტრალური მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართება - ჩემპიონთან "სევილია" სტუმრობს, რომელიც 14 ქულით მე-6 ადგილზეა. "ბარსელონას" ბოლო დროს კრიტიკოსები მოუმრავლდა, გუნდი განსაკუთრებით შინაურ არენაზე ვერ აჩვენებს ჩვეულ ფეხბურთს. ამიტომაც, თუკი ხოსეპ გვარდიოლას გუნდს, მორიგი სამი ქულა სურს, ანდალუსიურ კლუბთან თავისი საუკეთესო ფორმა უნდა აჩვენოს.

კატალონიელებს უკვე ეცოდინებათ, თუ როგორ ითამაშა მადრიდის "რეალმა" ალიკანტეში, რადგან "სამეფო კლუბი" ორი საათით ადრე იწყებს. "სევილიას" თამაშის პროგნოზი ძალზე რთულია, გუნდი ძალზე არასტაბილურია, თუმცა გრეგორიო მანსანოს მისვლის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისგენ წავიდა, ფორმაში შედის გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა ლუიშ ფაბიანოც. ბოლო 10 თვის განმავლობაში გუნდები უკვე მეექვსედ ხვდებიან ერთმანეთს.

გვარდიოლას ბანაკში კარგი სიახლეებია: ხუთშაბათიდან სრულფასოვნად ვარჯიშობენ ჩავი და გაბრიელ მილიტო. "ბარსელონას" ერთადერთი ტრავმირებული ჰყავს - ჟეფრენ სუარესი, რომელიც "სამეფო თასზე" დაშავდა, თუმცა ჟეფრენი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი მაინც არ არის.

გაცილებით მეტი საფიქრალი აქვს ამ მხრივ მანსანოს: ფედერიკო ფასიო და ხესუს ნავასი ვერ ახერხებენ დროულად გამოჯანმრთელებას. ნავასი ორ-სამ დღეში დადგება ფეხბზე, შაბათს მისი გამოყვანა კი ძალზე სარისკო საქციელი იქნება. თამაშს გამოტოვებს "სევილიას" გოლკიპერი ანდრეს პალოპი, ტრავმირებულია ნახევარმცველი ტიბერიო გუარენტე, დისკვალიფიკაცია აქვს ცენტრალურ მცველ ფერნანდო ნავაროს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პუიოლი, პიკე, მაქსველი - ჩავი, ბუსკეტსი, კეიტა - მესი, ვილია, ინიესტა.

სევილია (4-4-2): ხ. ვარასი - კონკო, კასერესი, ალექსისი, ლუნა - რენატო, რომარიკი, ალფარო, პეროტი - კანუტი, ლ. ფაბიანო.

ჟოზე მოურინიოს გუნდი ალიკანტეს სტუმრობს. სწორედ "ერკულესის" "ანგარიშზეა" წლევანდელი პრიმერას ყველაზე დიდი სენსაცია - როცა სეგუნდადივიზიონიდან ამოსულმა გუნდმა "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" დაამარცხა. პარაგვაელი ნელსონ ვალდესი, რომელიც იმ გახმაურებული მატჩის გმირი გახდა 2 გოლით, იმედიანადაა: "რატომ არ შეიძლება, რომ შინ დავამარცხოთ "რეალი"? ჩვენ ხომ "ბარსელონას" სტუმრად მოვუგეთ".

"ერკულესის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი როისტონ დრენტე ისეთი დილემის წინაშეა, რომ, ალბათ, თამაშს უარს იტყვის - დრენტე "რეალის" საკუთრებაა და ვალენსიურ კლუბში იჯარის წესით თამაშობს. მადრიდელთა თავკაცებმა განაცხადეს, რომ არ არიან წინააღმდეგი, დრენტემ მათი გუნდის წინააღმდეგ ითამაშოს, ოღონდ, ამ შემთხვევაში დრენტემ საკუთარი ჯიბიდან 2 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს "რეალის" სასარგებლოდ. ამ თემაზე ლაპარაკი დიდი ხანია დაიწყო, მაშინვე მადრიდელებმა გარკვეული კომპენსაცია მოითხოვეს, თუკი მათი კლუბის წევრ "რეალის" წინააღმდეგ ითამაშებდა, "ერკულესი" კომპენსაციის გადახდას არ აპირებდა, დრენტე კი იმუქრებოდა, რომ თავად შეაგროვებდა კომპენსაციის ფულს, ისე სურდა მადრიდელთა წინააღმდეგ თამაში. "რეალმაც" კომპენსაციის თანხად... 2 მილიონი ევრო დაასახელა. ასე რომ, დრენტე მაყურებლებში გადაინაცვლებს.

დავიდ ტრეზეგე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ უბრუნდება გუნდს. ჟოზე მოურინიოს ოთხეული აკლია: ლასანა დიარა, კაკა, ფერნანდო გაგო და ესეკიელ გარაი. სათასო შეხვედრა მესუთ იოზილმა, ჩაბი ალონსომ და რიკარდო კარვალიომ გამოტოვეს, თუმცა ალიკანტეში ისინი ისევ სასტარტო შემადგენლობას უბრუნდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

ერკულესი (4-4-2): კალატაიუდი - კორტესი, პასი, პამარო, პენია - ტ. გომეში, ფრიტცლერი - რუფეტე, აგილარი - ტრეზეგე, ვალდესი.

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ს. რამოსი, პეპე, რ. კარვალიო, მარსელო - ხედირა, ჩ. ალონსო - რონალდო, იოზილი, დი მარია - იგუაინი.

ჩემპიონატის ბომბარდირმა კრიშტიანო რონალდომ და "ნაიკმა" საზოგადოებას ახალი ბუცები "საფარი" წარუდგინეს, რომელიც... ლეოპარდის (ჯიქის) ტყავისგანაა დამზადებული. "ეს ზუსტად ისაა, რაც მინდა - ბუცის გაფორმება ძალიან მომწონს, მისი მონაცემები კი საუკეთესოა", - აცხადებს რონალდო, რომელმაც, დიდი შანსია, "საფარი" უკვე ალიკანტეში მოირგოს. ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ ბუცები კრიშტიანოს კი მოსწონს, მაგრამ ჭყეტელა ფერებით საშინელი სანახავია.

დღეს

ვალენსია-სარაგოსა 20:00

ერკულესი-რეალი 22:00

ბარსელონა-სევილია 00:00

ხვალ

სპორტინგი-ვილიარეალი 20:00

დეპორტივო-ესპანიოლი 20:00

მალაგა-რეალ სოსიედადი 20:00

რასინგი-ოსასუნა 20:00

ატლეტიკო-ალმერია 22:00

ბილბაო-ხეტაფე 00:00

ზეგ

მალიორკა-ლევანტე 00:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 8 6 2 0 22-4 20

2. ვილიარეალი 8 6 1 1 16-6 19

3. ბარსელონა 8 6 1 1 14-6 19

4. ვალენსია 8 5 1 2 13-8 16

5. ესპანიოლი 8 5 0 3 8-10 15

6. სევილია 8 4 2 2 14-11 14

7. ხეტაფე 8 4 1 3 14-10 13

8. ატლეტიკო 8 4 1 3 12-9 13

9. მალიორკა 8 3 2 3 7-8 11

10. ბილბაო 8 3 1 4 14-14 10

11. სოსიედადი 8 3 1 4 10-11 10

12. ოსასუნა 8 2 3 3 7-6 9

13. ერკულესი 8 2 3 3 8-9 9

14. სპორტინგი 8 2 2 4 8-14 8

15. ლევანტე 8 2 2 4 8-14 8

16. ალმერია 8 1 4 3 6-7 7

17. მალაგა 8 2 1 5 13-19 7

18. რასინგი 8 2 1 5 5-14 7

19. დეპორტივო 8 0 4 4 3-14 4

20. სარაგოსა 8 0 3 5 6-14 3

ბომბარდირები: 9 - რონალდო (რეალი); 6 - ლორენტე (ბილბაო); 5 - ნილმარი (ვილიარეალი), მესი (ბარსელონა), იგუაინი (რეალი); 4 - ვალდესი (ერკულესი), ტრეზეგე (ერკულესი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• madridista

ერთი შესწორება: "რეალმა" კომპენსაცია ეხლა კი არ მოითხოვა 2 მილიონის სახით, არამედ როცა ანათხოვრებდა დრენტეს მაშინ ჩაუდეს კონტრაქტში.

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა

[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს

საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა

[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...